კონტენტ კრეატორის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს აითვისოს ციფრული მედიის მოთხოვნადი პროფესია ან გაძლიერდეს ვიდეო კონტენტის შექმნაში. სწავლისას შეისწავლით კონტენტ სტრატეგიას, TikTok-ის ალგორითმებს, სთორითელინგს, მობილურით გადაღების ტექნიკასა და CapCut-ში მონტაჟს.
კურსის შედეგად შეძლებთ ვიდეოების დაგეგმვას იდეიდან გამოქვეყნებამდე, ბრენდებთან თანამშრომლობასა და საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს შექმნას
სილაბუსი
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
ანა ბიგანაშვილი
კონტენტ კრეატორის კურსი
პირველ როგში მინდა მენტორზე გითხრათ რომ ძალიან საყვარელი და თავისი საქმის პროფესიონალია, მე მსგავსი შთაბეჭდილება ჯერ არავისთან მქონია, ყველაფერს ძალიან გულით და დაკვირვებით გვიხსნიდა რის შედეგადაც ვფიარობ კურსი წარმატებით დავამთავრე და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ❤️
ნინო სოლოღაშვილი
კონტენტ კრეატორის კურსი
ვარ უფრო თავდაჯერებული, ვიდრე კურსის დაწყებამდე. ამ კურსმა ზუსტად ის მომცა რაც მჭირდებოდა. თქვენი გუნდიც და მენტორიც არიან ძალიან ყურადღებიანები.
კარგად არის გაწერილი ის მასალა, თეორიული თუ პრაქტიკული რაც რეალურად დამწყებ კრეატორებს ჭირდებათ. იმედი მაქვს თითოეული სტუდენტი და მეც მათ შორის
ამ ცოდნას ისე გამოვიყენებთ როგორც ჩვენ ვგეგმავთ. მადლობა თქვენს გუნდს
მარიამ კოპალეიშვილი
კონტენტ კრეატორის კურსი
გამომდინარე იქიდან, რომ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას ვფლობდი(რა თქმა უნდა არასრულად) ამ პროფესიის გარშემო მეშინოდა, რომ მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო, თუმცა მენტორის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ ასეთი საინტერესო გახადა თითოეული ლექცია.
კმაყოფილი ვარ კურსის დაწყების დღიდან დასრულებამდე სრული პროცესით. მადლობა დიდი ყველაფრისთვის
მარიამ ნიკოლეიშვილი
კონტენტ კრეატორის კურსი
კონტენტ კრეატორის კურსი ჩემთვის ახალი და დიდი მოტივაცია გახდა კარიერულ ზრდაში,თქვენი აკადემიის დამსახურებით.
ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა ლექციით და თითოეული დეტალის სწავლის პროცესით რაც გავიარეთ.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მენტორთან ერთად სწავლა, რეალური და პრაქტიკული გამოცდილებების გაზიარებითა და შედეგებზე ორიენტირებული საკითხებით.
ჩემი უდიდესი რეკომენდაცია თქვენს აკადემიას და განსაკუთრებით კურსის ლექტორს
FAQ