ქოფირაითინგის კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სარეკლამო ტექსტების წერის ათვისება, ბრენდ კომუნიკაციის გააზრება ან კრეატიულ სააგენტოში ჯუნიორ ქოფირაითერად დასაქმება. სწავლისას შეისწავლით ბრიფის დამუშავებას, ინსაითების ამოღებას, კრეატიული იდეების გენერირებასა და სოციალური მედიის კამპანიებზე მუშაობას.
სწავლის დასრულებისას შეძლებთ ეფექტური სარეკლამო ტექსტების წერას, ბრენდის ხასიათის ჩამოყალიბებას, პრობლემების კრეატიულ გადაჭრასა და საკუთარი ნამუშევრების წარმატებით წარდგენას.
სილაბუსი
მათი შთაბეჭდილებები
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს
სანდრო მიქაუტაძე
ქოფირაითინგის კურსი
ძალიან მეგობრული, მარტივ ენაზე ახსნილი და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაძლიერებული კურსი იყო.
ლექტორმა ასევე ბევრი სილაბუსის-გარე შესწორებები და რჩევები მომაწოდა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ!
ანა ლომთაძე
ქოფირაითინგის კურსი
ძალიან კარგად სტრუქტუირებული კურსია, რაც კი შეიძლება ჩაეტიოს მოკლე პროგრამაში ყველაფერს მოიცავს და რაც მთავარია, ნაბიჯ-ნაბიჯ და პრაქტიკული მაგალითების საფუძველზეა მოწოდებული.
მენტორით ყველა ლექციაზე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, იმდენად ბოლომდე იხარჯება და იმდენად უშრეტად და ორგანიზებულად გვაწვდის ინფორმაციას.
ვიკა ჩახავა
ქოფირაითინგის კურსი
კურსი იძლეოდა სწავლების ორივე ვარიანტს (დასწრებაც და ონლაინ) რაც იყო, საკმაოდ კომფორტული, აგრეთვე ლექციის ხელსაყრელი დრო რომელიც-სამსახურის და სასწავლებლის გაცდენას არ ითხოვდა დღის დატვირთულ მონაკვეთში და რათქმაუნდა პროფესიონალი მენტორი, რომელიც მთელ ცოდნას სრულყოფილად გვიზიარებდა და ცდილობდა სტუდენტებისგან შესაბამისი შედეგიც მიეღო. მადლობა მანჩოს
მედეა ბექაური
ქოფირაითინგის კურსი
ძალიან კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა ,რომ კურსი მხოლოდ 1 თვით იყო ძალიან,ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.
მენტორი საუკეთესოდ და საინტერესოდ მიჰყავდა საგაკვეთილო პროცესი და ძალიან დიდ ენერგიას დებდა თითოეულ გაკვეთილში. მადლობა ნინჩოს და აკადემიას.
FAQ