fbpx

ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს აითვისოს თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, და გამოსცადოს საკუთარი თავი როგორც კონტენტ კრეატორმა.

მათთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ვიზუალური კომუნიკაცია ან უკვე მუშაობს საკუთარი ბრენდისა თუ სტარტაპის განვითარებაზე და სურს მისი გაძლიერება ვიდეო კონტენტის საშუალებით.

რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული ვორქშოპების დახმარებით, სტუდენტები გაივლიან ვიდეოს შექმნის სრულ პროცესს – იდეიდან გამოქვეყნებამდე. 

ასევე გაიგებენ მეტს ინდუსტრიის სპეციფიკაზე – ისწავლიან, როგორ ითანამშრომლონ ბრენდებთან, განავითარონ საკუთარი პერსონალური ბრენდი და შექმნან პორტფოლიო, რომელიც კარიერულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას.

რატომ უნდა აირჩიო კონტენტ კრეატორის კურსი?

ვიდეო კონტენტის შექმნა დღეს ციფრული კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 

ბრენდებს, ბიზნესებსა და ინდივიდებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ვიზუალურად გადმოსცენ იდეები, ემოციები და ისტორიები. 

სწორედ ამიტომ, ვიდეო კონტენტ კრეატორის კურსი გაძლევს შესაძლებლობას, დაეუფლო იმ უნარებს, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია. 

კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ შექმნა მობილურით გადაღებული ხარისხიანი ვიდეოები, დაგეგმო კონტენტ სტრატეგია, მოიფიქრო კრეატიული იდეები და შექმნა შედეგზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტი — სოციალური მედიისთვის, ბრენდებისთვის ან საკუთარი პროექტებისთვის.

რას ისწავლი კურსზე კონტენტ კრეატორის კურსზე?

კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეო გადაღების, მონტაჟის და კონტენტ სტრატეგიის სრული პროცესი — იდეიდან გამოქვეყნებამდე. 

თეორიულ ნაწილში გაეცნობი კონტენტ კრეატორობის ძირითად მხარეებს, სთორითელინგის პრინციპებს, TikTok-ის ალგორითმსა და სოციალურ მედიის ტენდენციებს. 

პრაქტიკულ ნაწილში კი თავად შექმნი ვიდეოებს მობილურით, გამოიყენებ CapCut-ს მონტაჟისთვის, ისწავლი შუქის, კადრის და ფერის სწორ შერჩევას, ასევე ტექსტისა და მუსიკის სინქრონიზაციას. 

საბოლოოდ შექმნი საკუთარ ნამუშევარს, რომელიც გახდება შენი პორტფოლიოს ნაწილი.

ვისთვის არის განკუთვნილი კონტენტ კრეატორის კურსი?

Content Creator-ის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია, ვიზუალური კომუნიკაცია და სურს საკუთარი იდეები ვიდეო ფორმატში გადმოსცეს. 

კურსი იდეალურია დამწყებთათვის, რომლებიც ვიდეო კონტენტის შექმნის პირველ ნაბიჯებს დგამენ, ასევე მარკეტერებისთვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, ინფლუენსერებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ გააძლიერონ საკუთარი ბრენდი ვიდეოებით.

მენტორი

თათო ქარჩავა

მარკეტერი, კომუნიკაციების სპეციალისტი, კონტენტ კრეატორი

მე ვარ თათო ქარჩავა მარკეტერი, კომუნიკაციების სპეციალისტი და კონტენტ კრეატორი.

სთორითელინგი და ქოფირაითინგი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, თუმცა ეს ყველაფერი პროფესიად მეორე კურსზე იქცა, როდესაც ჩემმა ლექტორმა სოციალური მედიის მენეჯერობა შემომთავაზა.

წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე სოც.მედია, ფროდაქშენ და კომუნიკაციების სააგენტოებში, სადაც ვეთანამშრომლე არაერთ ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდს. ასევე მიმუშავია დამკვეთის მხარეს – კომპანიების მარკეტინგის გუნდში და თავად მქონია შეხება სააგენტოებსა თუ ინფლუენსერებთან. 

ყველა ამ როლის პარალელურად ვქმნიდი კონტენტს ჩემი პლატფორმისთვის, რომელიც მალევე იქცა ჩემს მეორე პროფესიად და შემოსავლის წყაროდ.

ამჟამად ვარ კრეატორ მენეჯერი ტიკტოკ საფრანგეთში, ლაივის დეპარტამენტში, ვმუშაობ ტიკტოკის პარიზის ოფისში ფრანგ კრეატორებთან და თავადაც ვარ კონტენტ კრეატორი ტიკტოკზე (110K+ გამომწერი) ქართული აუდიტორიისთვის

მიმუშავია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: USAID, UN Women, UNFPA, Visa, TBC, Bank of Georgia, Silk Bank, Aversi, PSP, Cavea, Setanta, Veli Store, Volvo, Zoommer, McDonald’s, Glovo, Wolt, Bolt, Barambo, Dressup Group და სხვა მრავალი.

რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მისცემდით]

იპოვე საკუთარი ნიშა და განავითარე პერსონალური ბრენდი.


ეკა ადუაშვილი

კონტენტ კრეატორი

მე ვარ ეკა ადუაშვილი, კონტენტ კრეატორი. 

კამერისადმი ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა, თუმცა ჩემივე საქმედ, ეს ჰობი, 4 წლის წინ ვაქციე. ამ 4 წლის განმავლობაში კი ვითანამშრომლე 35-ზე მეტ კომპანიასთან.

ამჟამად ვარ ფრილანსერი და პარალელურად ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორისაა: Europroduct, Bolt Food, Greenway , Greenwash, Leaf Education, Wold of wine, Kursi.ge და Agro Awards.

რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მისცემდით]

საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვასწრებ და ეს ნორმალურია. მთავარია, არ გავჩერდე. ყოველი გამოცდილება, იქნება ის წარმატებული თუ წარუმატებელი, ერთი ნაბიჯით დამაახლოვებს ჩემს მიზანს. მთავარია, განვითარების გზაზე არ დავკარგო საკუთარი თავი და იდენტობა.

სილაბუსი

Workshop  1: შესავალი კონტენტ კრეატორობაში

  • რას ნიშნავს კონტენტ კრეატორობა დღეს?
  • კრეატორების ტიპები
  • საკუთარი ნიშის პოვნა – როგორ დავიწყოთ?

Workshop  2: კონტენტ სტრატეგია

  • კონტენტ სტრატეგიის შექმნა
  • კონტენტ ლაინები
  • წარმატებული ბრენდ კონტენტის მაგალითები

Workshop  3: აუდიტორიები, პლატფორმები და კონტენტის ტიპები

  • აუდიტორიისა და მათი ქცევების უკეთ გაგება
  • პლატფორმების შედარება – რომელ პლატფორმაზე გვინდა ყოფნა?
  • კონტენტის განსხვავებული ტიპები და ფორმატები

Workshop  4: TikTok და სთორითელინგის ძალა

  • პლატფორმის მიმოხილვა
  • როგორ მუშაობს ალგორითმი ?
  • ტრენდები და მათი გადათარგმნა ბრენდებისთვის
  • წარმატებული კონტენტ კრეატორები – რა მუშაობს ?
  • სთორითელინგის მნიშვნელობა
  • წარმატებული კონტენტის მაგალითები

Workshop  5: ვიდეო იდეიდან გამოქვეყნებამდე 

  • გზა ბრიფიდან სცენარამდე
  • Hook-ების სტრატეგია
  • რეფერენსების მოძიება
  • მზადება გადაღებისთვის -ინვენტარი, ლოკაცია, ვიდეოში მონაწილეებთან კომუნიაცია
  • პრაქტიკა : ერთი იდეის 3 სხვადასხვა Hook (30 წთ)

Workshop  6: როგორ დავწეროთ ქოფი და სკრიპტი – თეორია/პრაქტიკა

  • რა განსხვავებაა ქოფსა და სკრიპტს შორის
  • სწორი ქოფის მნიშვნელობა წარმატებულ ვიდეოში
  • სკრიპტის წერის ტექნიკები
  • სასარგებლო ხრიკები ქოფისა და სკრიპტის დასაწერად
  • პრაქტიკა : ბრიფიდან სკრიპტამდე (40 წუთი)

Workshop  7: კონტენტის შექმნა მხოლოდ მობილურით 

  • კამერის პარამეტრები
  • სეტის აწყობა
  • განათება და ფერები
  • გადასაღები ლოკაციის ტიპები და საჭიროებები
  • შეცდომები და ხრიკები

Workshop  8: გადაღების პირველი ნაბიჯები – სრულად პრაქტიკული 

  • გადაღება 
  • დავალება – ინსტრუქციის მიხედვით Cap Cut – ის აპლიკაციის ჩამოწერა, მასალის ატვირთვა და საუკეთესო კადრების არჩევა

Workshop  9: მეტი ვიდრე მონტაჟი – თეორია/პრაქტიკა

  • Cap Cut-ის მთავარი ფუნქციები და ინსტრუმენტები
  • ტექსტის, მუსიკის და ანიმაციების გამოყენება 
  • ფერებისა და ხარისხის დამუშავება
  • ექსპორტი და ხარისხი

Workshop  10: Influencer Collaboration 

  • როგორ შევარჩიოთ კონტენტ კრეატორი ?
  • როგორ ვეთანამშრომლოთ ბრენდს ?
  • როგორ გავზომოთ წარმატებული თანამშრომლობა ?
  • პერსონალური ბრენდის შექმნის მნიშვნელობა  
  • Tips and tricks  

Workshop  11: მე, როგორც კონტენტ კრეატორი 

  • როგორ მოვიძოთ ახალი კომპანიები  
  • დროის მენეჯმენტი 
  • content calendar 
  • როგორ გავზომოთ ვიდეოს წარმატება სწორად ანალიტიკის საშუალებით
  • პორტფოლიოს შექმნა
  • ფინალური დავალების გაცნობა 

Workshop  12: ფინალური პროექტი 

  • წარდგენა
  • უკუკავშირი