ციფრული მარკეტინგი მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიის შექმნის ხელოვნებაა.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი სწავლობს მომხმარებლის ქცევას, აფასებს კამპანიების შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებებს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით - სწორედ ამიტომ სჭირდება ის ნებისმიერ ბრენდსა თუ კომპანიას.
დღეს, როცა ონლაინ სივრცე კონკურენტებით სავსეა, მონაცემების სწორად გაანალიზება და მათი გამოყენება სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი უნარია.
ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე ისწავლი, როგორ დაუკავშირო კრეატიული იდეა მყარ ტექნიკურ ცოდნას და შექმნა მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გაზომვად შედეგს მოიტანს.
თუ გაქვს საბაზისო ცოდნა ციფრულ მარკეტინგში და გინდა ეს ცოდნა გაიღრმავო, მაშინ ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი შენთვისაა.
კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება, რა არის Performance Marketing და რატომ არის მნიშვნელოვანი, გეცოდინება, როგორ იმუშაო Google Analytics-ში, Google Tag Manager-ში, Looker Studio-შიდა DV360-ში უფრო ეფექტურად და სრულყოფილი ცოდნა გექნება ციფრული მარკეტინგის მთლიანი ეკოსისტემის შესახებ.
კურსის განმავლობაში ციფრულ მარკეტინგში არსებულ ცოდნას ტექნიკური უნარებით გაიმყარებ.
უკეთ გაიაზრებ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას.
დაესწრები კურსს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნას და სურს ტექნიკური უნარების განვითარება. ის იდეალურია მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, ფრილანსერებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც ცდილობენ კარიერის განვითარებას მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის მიმართულებით.
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს