header-logo
header-logo

AI კონტენტი

590

1
800
ვისთვის არის ეს კურსი?ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სურათების, ვიდეოების, მოქაფებისა და პრეზენტაციების შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და გამოიყენოს ეს უნარები რეალურ პროექტებში.განსაკუთრებით სასარგებლო იქნება:კონტენტის შემქმნელებისთვის - სოციალური ქსელებისა და YouTube-ის კონტენტის სწრაფად შექმნაციფრული მარკეტერებისთვის - რეკლამებისა და კამპანიების ვიზუალური მასალების დამზადებამარკეტერებისთვის - ბრენდინგისა და მარკეტინგული მასალების გენერაციაბიზნესების მფლობელებისთვის - პროდუქტის პრეზენტაციისა და პროფესიონალური კონტენტის შექმნადიზაინერებისთვის - AI ინსტრუმენტების დამატება არსებულ workflow-შიყველასთვის, ვისაც სჭირდება კონტენტის შექმნა - უნარების გაუმჯობესება.თქვენ არ გჭირდებათ:პროგრამირების ცოდნადიზაინის გამოცდილებავიდეომონტაჟის უნარებიძვირადღირებული კამერარას შეძლებთ კურსის გავლის შემდეგ?შექმნათ პროფესიონალური სურათები სხვადასხვა სტილითა და პლატფორმისთვის AI-ის გამოყენებითდაწეროთ ეფექტური prompt-ები რომელიც მოგცემთ სასურველ შედეგსგენერირება და დაამუშაოთ mockup-ები Figma-ში პროდუქტებისა და packaging-ისთვისშექმნათ პრეზენტაციები და infographic-ები Canva-ში AI ფუნქციების გამოყენებითგააცოცხლოთ სურათები და შექმნათ ვიდეო კონტენტი text-to-video ინსტრუმენტებითდაამატოთ voice-over, მუსიკა და AI avatar-ები თქვენს ვიდეოებსშეაერთოთ და დაამონტაჟოთ პროფესიონალური ვიდეოები viral კონტენტის სტრუქტურითააწყოთ სრული portfolio და წარმოადგინოთ კონტენტ კამპანია
1 თვე

ხელოვნური ინტელექტის (AI-ს) პრაქტიკული კურსი

590

1
800
კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ მუშაობს თანამედროვე AI ტექნოლოგიები და როგორ გამოიყენო ისინი რეალური ამოცანების გადაჭრისას.ასევე ისწავლი Generative AI-ის, მანქანური სწავლებისა და ავტომატიზაციის ძირითად პრინციპებს. AI კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც სურს უკეთ გაიგოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოიყენოს ისინი პროფესიულ ან შემოქმედებით საქმიანობაში.რატომ უნდა ისწავლო AI?AI დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო გარემოს. თუ გინდა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, მისი აქტიური მომხმარებელი იყო — მაშინ AI კურსი სწორედ შენთვისაა.AI-ის ცოდნა აღარ არის მხოლოდ პროგრამისტებისთვის — ის დღეს ყველას სჭირდება, ვინც მუშაობს მარკეტინგში, ბიზნესში, განათლებაში, დიზაინში, მედიცინაში ან უბრალოდ საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში სურს დროის და რესურსების უკეთ მართვა.ამ კურსის გავლის შემდეგ მარტივად შეძლებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ნებისმიერ სიტუაციაში — იქნება ეს სამუშაო ამოცანის ავტომატიზაცია, ბიზნესპროცესების გაუმჯობესება, სწავლის გამარტივება თუ ბურგერის მომზადების რეცეპტის მოძებნა.რას ისწავლი ხელოვნური ინტელექტის კურსზე?ხელოვნური ინტელექტის კურსის განმავლობაში მენტორები გაგაცნობენ AI-ის ისტორიას, მუშაობის პრინციპებსა და განვითარების ტენდენციებს. შეისწავლი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ChatGPT, Claude, Midjourney და DALL·E, და ისწავლი მათ გამოყენებას ტექსტის და ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად.გაიგებ, როგორ მუშაობს AI ბიზნესში — როგორ ეხმარება კომპანიებს გაყიდვების ანალიზში და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებაში. პრაქტიკული ვორქშოფების დროს თავად შექმნი ავტომატიზაციებს Zapier-ის მეშვეობით, ააწყობ მარტივ სამუშაო პროცესებს, და ნახავ, როგორ შეუძლია AI-ს გაამარტივოს შენი ყოველდღიური დავალებები.სად გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?AI პრაქტიკული კურსი დაგეხმარება არა მხოლოდ ინსტრუმენტების გამოყენების შესწავლაში, არამედ იმ აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის. ისწავლი მონაცემების ანალიზს, ავტომატიზაციასა და ინოვაციურ მიდგომებს სხვადასხვა სფეროში.კურსის მენტორები — გიგი გიორგაძე და აკაკი კურცხალია — ორივე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში. გიგი არის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი და საერთაშორისო საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი, ხოლო აკაკი — LakLaka AI-ის დამფუძნებელი და ინჟინერი, რომელმაც იმუშავა ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორებიცაა Google და Nvidia. მათი გამოცდილება დაგეხმარება თეორიის პრაქტიკაში გადატანაში.კურსი მოიცავს 8 ინტენსიურ ლექციას. ეს ერთი თვე გახდება შენი გზამკვლევი მომავლისკენ — სადაც ტექნოლოგია, კრეატიულობა და პრაქტიკული უნარები ერთმანეთს ერწყმის.კურსის ფორმატი და დეტალებიფორმატი: ონლაინფასი: 800₾ხანგრძლივობა: 1 თვე (8 ლექცია)მენტორი:გიგი გიორგაძეტექნოლოგიების და პროდუქტის მენეჯერი“ჩემი მიზანია, საქართველოში ადამიანებმა და ბიზნესებმა საუკეთესოდ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უფრო სწრაფი განვითარებისთვის”.გიგი გიორგაძე არის კომაროვის სკოლისა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ლონდონის ბიზნეს სკოლის მაგისტრანტი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი. ხელოვნურ ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების ფუნდამენტურად სწავლა 2022 წელს, ChatGPT-ის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. მანამდე სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც პროგრამირებასთან და მათემატიკასთან მუდმივი შეხება ჰქონდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე და მონაცემთა ტექნოლოგიებზე ფოკუსირება სწორი აღმოჩნდა, რადგან მალევე დაიწყო AI-ის განვითარების ახალი ტალღა, რისთვისაც მომზადებული უკვე იყო.ამ სფეროშია 2022 წლიდან. მუშაობდა საქართველოს ბანკში ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში. იყო GAIA-ს დირექტორი და Skillwill-ის აღმასრულებელი დირექტორიამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციას, რომელიც საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების შესახებ ცოდნის, ინფორმირებულობისა და ამ ტექნოლოგიების ათვისების დონის გაზრდაზე მუშაობს სხვადასხვა პარტნიორთან ერთად. ასევე მუშაობს ბრიტანულ სტარტაპთან და LBS-თან მონაცემთა ტექნოლოგიების საკონსულტაციო პროექტებში.FAQs:რა თემებს მოიცავს AI კურსი? - AI კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. კურსის განმავლობაში საშუალება გექნებათ იმუშაოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტუმენტებთან. საჭიროა თუ არა წინასწარი ცოდნა? - არა, ამ კურსის გავლისთვის წინასწარი ცოდნა საჭირო არ არისრამდენ ხანს გრძელდება AI კურსი? - AI კურსი გრძელდება 1 თვე (8 ლექცია)გაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, ხელოვნური ინტელექტის კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატსრა კარიერული შესაძლებლობები მექნება კურსის შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ნებისმიერ საქმიანობაში, იქნება ეს კონტენტის შექმნა, ციფრული მარკეტინგი თუ სხვა. 
1 თვე

ვებ პროგრამირების კურსი (HTML&CSS)

560

1
700
პროგრამირება არის სასაუბრო ენა ადამიანებსა და კომპიუტერებს შორის. ვებ დეველოპერი (იგივე პროგრამისტი) კი არის ადამიანი, რომელმაც ეს ენა იცის. ანუ აქვს უნარები კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე დაწეროს ის ინსტრუქცია, რომელსაც შემდგომში კომპიუტერი შეასრულებს. მსოფლიოში მილიონობით ვებგვერდი და აპლიკაცია არსებობს, ამ ვებგვერდებას და აპლიკაციებს კი ვებ დეველოპერები ქმნიან. ვებ პროგრამირების კურსის მიზანია, შენც ერთ-ერთი მათგანი გახდე.რატომ უნდა ისწავლო ვებ-პროგრამირება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?ვებ პროგრამირების კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი Front-end დეველოპმენტს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებ ვებგვერდის ვიზუალის აწყობას, რომელიც მორგებული იქნება დესკტოპის, პლანშეტისა და მობილურის რეზოლუციებზე.გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი როგორ უნდა ააწყო ვებ გვერდი html-ისა და css-ის საშუალებით.დეტალურად გაეცნობი HTML-ის ძირითადად სტრუქტურას და CSS-ის სტილებს (სილაბუსის მიხედვით).გაიგებ, როგორ უნდა ააწყო გვერდის სტრუქტურა, როგორ უნდა დაამატო სტილები და ლოგიკა.ვისთვის არის განკუთვნილი?კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ იქმნება ის ვებ-გვერდები თუ აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ და უნდა მათი შექმნა თავადაც შეძლოს. FAQS:რას მოიცავს ვებ-პროგრამირების კურსი? - ვებ-პროგრამირების კურსი მოიცავს  html, css და javascript-ის საფუძვლებს. ისწავლი ვებ გვერდების შექმნას, რომლებიც იქნება მორგებული აბსოლუტურად ყველა რეზოლუციაზე, ისწავლი თუ როგორ შეგიძლია css-ის მეშვეობით ელემენტების ვებგვერდზე პოზიციონირება, კოდის ოპტიმიზაცია, ანიმაციებთან მუშაობა და კოდის ატვირთვა github-ზე. ნულიდან შეისწავლი, თუ როგორ უნდა ააწყო ვებგვერდი html-ისა და css-ის საშუალებით. შექმნი პორტფოლიოს და შეძლებ დეველოპერის კარიერის დაწყებას.არსებობს თუ არა წინაპირობა კურსზე მოსახვედრად? - კურსზე მოსახვედრი წინაპირობა არ არსებობსრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 2 თვეს გრძელდება და 14 ლექციას მოიცავს რა სერტიფიკატს ვიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, მიიღებენ სერტიფიკატსშემიძლია თუ არა კურსის გავლა ონლაინ? - დიახ, კურსის გავლა შეგიძლია, როგორც ოფლაინ, ისე - ონლაინ
2 თვე

კონტენტ კრეატორის კურსი

780

1
1000
ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს აითვისოს თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, და გამოსცადოს საკუთარი თავი როგორც კონტენტ კრეატორმა.მათთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია და ვიზუალური კომუნიკაცია ან უკვე მუშაობს საკუთარი ბრენდისა თუ სტარტაპის განვითარებაზე და სურს მისი გაძლიერება ვიდეო კონტენტის საშუალებით.რეალური მაგალითებისა და პრაქტიკული ვორქშოპების დახმარებით, სტუდენტები გაივლიან ვიდეოს შექმნის სრულ პროცესს - იდეიდან გამოქვეყნებამდე. ასევე გაიგებენ მეტს ინდუსტრიის სპეციფიკაზე - ისწავლიან, როგორ ითანამშრომლონ ბრენდებთან, განავითარონ საკუთარი პერსონალური ბრენდი და შექმნან პორტფოლიო, რომელიც კარიერულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას.რატომ უნდა აირჩიო კონტენტ კრეატორის კურსი?ვიდეო კონტენტის შექმნა დღეს ციფრული კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბრენდებს, ბიზნესებსა და ინდივიდებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ვიზუალურად გადმოსცენ იდეები, ემოციები და ისტორიები. სწორედ ამიტომ, ვიდეო კონტენტ კრეატორის კურსი გაძლევს შესაძლებლობას, დაეუფლო იმ უნარებს, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია. კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ შექმნა მობილურით გადაღებული ხარისხიანი ვიდეოები, დაგეგმო კონტენტ სტრატეგია, მოიფიქრო კრეატიული იდეები და შექმნა შედეგზე ორიენტირებული ვიდეო კონტენტი — სოციალური მედიისთვის, ბრენდებისთვის ან საკუთარი პროექტებისთვის.რას ისწავლი კურსზე კონტენტ კრეატორის კურსზე?კურსის მთავარი მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეო გადაღების, მონტაჟის და კონტენტ სტრატეგიის სრული პროცესი — იდეიდან გამოქვეყნებამდე. თეორიულ ნაწილში გაეცნობი კონტენტ კრეატორობის ძირითად მხარეებს, სთორითელინგის პრინციპებს, TikTok-ის ალგორითმსა და სოციალურ მედიის ტენდენციებს. პრაქტიკულ ნაწილში კი თავად შექმნი ვიდეოებს მობილურით, გამოიყენებ CapCut-ს მონტაჟისთვის, ისწავლი შუქის, კადრის და ფერის სწორ შერჩევას, ასევე ტექსტისა და მუსიკის სინქრონიზაციას. საბოლოოდ შექმნი საკუთარ ნამუშევარს, რომელიც გახდება შენი პორტფოლიოს ნაწილი.ვისთვის არის განკუთვნილი კონტენტ კრეატორის კურსი?Video Content Creator-ის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია, ვიზუალური კომუნიკაცია და სურს საკუთარი იდეები ვიდეო ფორმატში გადმოსცეს. კურსი იდეალურია დამწყებთათვის, რომლებიც ვიდეო კონტენტის შექმნის პირველ ნაბიჯებს დგამენ, ასევე მარკეტერებისთვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, ინფლუენსერებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ გააძლიერონ საკუთარი ბრენდი ვიდეოებით.მენტორი:თათო ქარჩავამარკეტერი, კომუნიკაციების სპეციალისტი, კონტენტ კრეატორიმე ვარ თათო ქარჩავა მარკეტერი, კომუნიკაციების სპეციალისტი და კონტენტ კრეატორი.სთორითელინგი და ქოფირაითინგი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო, თუმცა ეს ყველაფერი პროფესიად მეორე კურსზე იქცა, როდესაც ჩემმა ლექტორმა სოციალური მედიის მენეჯერობა შემომთავაზა.წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა პოზიციაზე სოც.მედია, ფროდაქშენ და კომუნიკაციების სააგენტოებში, სადაც ვეთანამშრომლე არაერთ ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდს. ასევე მიმუშავია დამკვეთის მხარეს – კომპანიების მარკეტინგის გუნდში და თავად მქონია შეხება სააგენტოებსა თუ ინფლუენსერებთან. ყველა ამ როლის პარალელურად ვქმნიდი კონტენტს ჩემი პლატფორმისთვის, რომელიც მალევე იქცა ჩემს მეორე პროფესიად და შემოსავლის წყაროდ.ამჟამად ვარ კრეატორ მენეჯერი ტიკტოკ საფრანგეთში, ლაივის დეპარტამენტში, ვმუშაობ ტიკტოკის პარიზის ოფისში ფრანგ კრეატორებთან და თავადაც ვარ კონტენტ კრეატორი ტიკტოკზე (110K+ გამომწერი) ქართული აუდიტორიისთვისმიმუშავია ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა: USAID, UN Women, UNFPA, Visa, TBC, Bank of Georgia, Silk Bank, Aversi, PSP, Cavea, Setanta, Veli Store, Volvo, Zoommer, McDonald’s, Glovo, Wolt, Bolt, Barambo, Dressup Group და სხვა მრავალი.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მისცემდით:იპოვე საკუთარი ნიშა და განავითარე პერსონალური ბრენდი.ეკა ადუაშვილიკონტენტ კრეატორიმე ვარ ეკა ადუაშვილი, კონტენტ კრეატორი. კამერისადმი ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა, თუმცა ჩემივე საქმედ, ეს ჰობი, 4 წლის წინ ვაქციე. ამ 4 წლის განმავლობაში კი ვითანამშრომლე 35-ზე მეტ კომპანიასთან.ამჟამად ვარ ფრილანსერი და პარალელურად ვთანამშრომლობ რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორისაა: Europroduct, Bolt Food, Greenway , Greenwash, Leaf Education, Wold of wine, Kursi.ge და Agro Awards.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მისცემდით:საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვასწრებ და ეს ნორმალურია. მთავარია, არ გავჩერდე. ყოველი გამოცდილება, იქნება ის წარმატებული თუ წარუმატებელი, ერთი ნაბიჯით დამაახლოვებს ჩემს მიზანს. მთავარია, განვითარების გზაზე არ დავკარგო საკუთარი თავი და იდენტობა.FAQs:რა არის ვიდეო კონტენტ კრეატორის კურსის მიზანი? - კურსის მიზანია სტუდენტებმა ისწავლონ ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი სოციალური მედიისთვის.რა პროგრამებს ისწავლი კურსზე? - კურსზე იმუშავებ CapCut აპლიკაციაში და ისწავლი მობილურით ვიდეოს გადაღებასა და დამუშავებას.შეიძლება თუ არა ვიდეო კონტენტ კრეატორის კურსის გავლა ონლაინ? - კურსი არის ჰიბრიდული - ლექციის ნაწილი ონლაინ ჩატარდება, ნაწილი კი აუდიტორიაში.რამდენ ხანს გრძელდება ვიდეო კონტენტ კრეატორის კურსი? - კურსი თვე-ნახევარს გრძელდება და შედგება 12 ლექციისგან გაიცემა თუ არა სერთიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.
2 თვე

ინტერიერის დიზაინის კურსი

550

1
700
ინტერიერის დიზაინი სივრცის ორგანიზების ხელოვნებაა.ეს სფერო აერთიანებს არქიტექტურას, ფერთა ჰარმონიას და დიზაინის პრინციპებს, რათა შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანს სურს ცხოვრება და მუშაობა.ინტერიერის დიზაინერი ფერებით, ფორმებითა და განათებით ქმნის ატმოსფეროს, რომელიც გამოხატავს ინდივიდის სტილსა და საჭიროებებს.ინტერიერის დიზაინის კურსი დაგეხმარება ისწავლო, როგორ გადაიტანო იდეა რეალურ სივრცეში - ესთეტიკურად, პრაქტიკულად და პროფესიონალურად.რატომ უნდა აირჩიო ინტერიერის დიზაინის კურსი?ინტერიერის დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ჩამოგიყალიბდება ინდივიდუალური ხედვა და შეძლებ, დასაქმდე დამწყები ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. თანაც ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა ოფლაინის გარდა ონლაინაც შეგიძლია, საკუთარი სახლიდან. რას შეისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი Archicad-ს ნულიდან. გაეცნობი ტექნიკურ და თეორიულ ნაწილს, საინტერესო არქიტექტორებს, დიზაინერებს და მათ ნამუშევრებს. გაიგებ, როგორ შეარჩიო ფერთა პალიტრა, განათება, ავეჯი და მასალა, როგორ აქციო ნებისმიერი სივრცე ადამიანის იდენტობის ნაწილად.ვის შეუძლია ინტერიერის დიზაინის შესწავლა?ინტერიერის დიზაინის შესწავლა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და ხედვა აქვს. FAQsრა პროგრამების სწავლება შედის ინტერიერის დიზაინის კურსში? - ინტერიერს დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი Archicad-სრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 1 თვე გრძელდება და მასში 10 ლექცია შედისგაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, ინტერიერის დიზაინის კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შენ სერტიფიტაკს მიიღებსად შემიძლია მუშაობის დაწყება კურსის დასრულების შემდეგ? - ინტერიერის დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დაიწყო მუშაობა, როგორც ფრილანსერად, ასევე - დამწყები
1 თვე

ციფრული მარკეტინგის კურსი

520

1
650
ციფრული მარკეტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი ციფრული მარკეტინგის მთავარ პრინციპებს და სარეკლამო არხებთან მუშაობის ტექნიკას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ისწავლი, როგორ დაიწყო პროექტი ნულიდან და როგორ მიაღწიო მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალურ შედეგს.კურსის მიზანია ციფრული კვლევის საფუძველზე დასახო სწორი მიზნები და მისწვდე სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი მარკეტინგული კამპანია.რატომ უნდა აირჩიო ციფრული მარკეტინგის კურსი?ციფრული მარკეტინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, რომელიც აერთიანებს კრეატივს, ანალიტიკას და ტექნოლოგიას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ციფრული მარკეტინგის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად გაეცნოს ამ სფეროს, შეისწავლოს ონლაინ არხებთან მუშაობა და თავად შექმნას წარმატებული კამპანიები ნულიდან.კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ დაგეგმო, შექმნა და გააანალიზო ციფრული მარკეტინგის კამპანიები ისე, რომ მინიმალური დანახარჯით მიაღწიო მაქსიმალურ შედეგს. გაეცნობი სოციალურ მედიასა და საძიებო სისტემებში რეკლამის დაგეგმვის, იმეილ მარკეტინგის, ანალიტიკისა და SEO-ს პრინციპებს. ყოველი ვორქშოფი მოიცავს პრაქტიკულ მაგალითებს, სადაც ისწავლი რეალური ბრენდების კამპანიების შექმნას და ოპტიმიზაციას.რას ისწავლი კურსზე?ციფრული მარკეტინგის კურსზე ისწავლი როგორ დასახო ციფრული კვლევის საფუძველზე სწორი მიზნები და ანალიტიკური ხელსაწყოების საშუალებით მისწვდე სწორ სამიზნე აუდიტორიას. კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი კონტენტ მარკეტინგის კამპანია სოციალურ მედიაში.ვისთვის არის განკუთვნილი ციფრული მარკეტინგი კურსი?კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ციფრული მარკეტინგის საფუძვლები — იქნება ეს დამწყები თუ მოქმედი მარკეტერი, სტუდენტი, ბიზნესის მფლობელი თუ ფრილანსერი, რომელიც უნარების გაღრმავებას ისახავს მიზნად.მენტორი:ირაკლი ქართველიშვილი, ციფრული მარკეტერი2017 წლიდან ვარ ციფრული მარკეტინგის სფეროში. ამჟამად ვმუშაობ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიაში, სინიორ ციფრული მარკეტერის პოზიციაზე. ასევე ვარ საერთაშორისო კომპანიების ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და რამდენიმე ცნობილი ინფლუენსერის ციფრული მრჩეველი. საქართველოში ვთანამშრომლობდი ისეთ კომპანიებთან, როგორიც არის: პალიტრა მედია ჰოლდიგნი, ბიბლუსი, პეპელა, HQD Georgia, Podsy.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:ნუ გეშინია!კურსის დასრულების შემდეგ…შეძლებ, რომ წარმატებით მართო ნებისმიერი ციფრული მარკეტინგული კამპანია.FAQs:რა უნარებს ვსწავლობთ ციფრული მარკეტინგის კურსზე? რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - ციფრული მარკეტინგის კურსი გრძელდება 2 თვე (12 ლექცია)არის თუ არა ონლაინ სწავლება? - კურსი ტარდება როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ ფორმატშიგაიცემა თუ არა სერთიფიკატი? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატსსად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ დასაქმებას ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ციფრული მარკეტერი, სოციალური მედიის მენეჯერი, კონტენტ მარკეტერი, უმცროსი მარკეტინგის მენჯერი ან ქოფირაითერი და სხვა.
2 თვე

AI ChatBots კურსი

590

1
800
AI Chatbots კურსის განმავლობაში გაეცნობი Generative AI-ის, ჩატბოტებისა და AI აგენტების საფუძვლებსა და ისწავლი მათ პრაქტიკულ გამოყენებას.შეძლებ No-Code პლატფორმებზე ჩატბოტის აწყობას, ბოტის ტონის მართვასა და knowledge-bot-ის შექმნას.გაიგებ, როგორ დაუკავშირო ჩატბოტი გარე სერვისებს API-ს მეშვეობით, გამოიყენო ხმოვანი და სხვა ფუნქციები და განათავსო ის რეალურ არხებში.რატომ უნდა ისწავლო AI ChatBots კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?თუ გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და გინდა ისწავლო ჩეთბოტების შექმნა, ეს კურსი შენთვისაა. AI ChatBots კურსი გაძლევს შესაძლებლობას გაეცნო Generative AI-ის საფუძვლებს, ისწავლო No-Code პლატფორმებზე ჩეთბოტის აწყობა და შექმნა, ბოტის ტონის მართვა და მისი გარე სერვისებთან ინტეგრაცია.ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ეს კურსი გამოირჩევა პრაქტიკულობით — 8 ლექციის განმავლობაში იმუშავებ ისეთ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა OpenAI Playground, Voiceflow, Botpress და სხვ.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ დამოუკიდებლად ააწყო და განათავსო ჩეთბოტები და AI აგენტები სხვადასხვა არხებზე — ვებსაიტებზე, Telegram-ზე ან სხვა პლატფორმებზე.რას ისწავლი AI ChatBots-ის კურსზე?კურსის განმავლობაში:გაეცნობი Generative AI-ის, ჩეთბოტებისა და AI აგენტების საფუძვლებს;ისწავლი No-Code პლატფორმებზე ჩეთბოტის აწყობას და მომხმარებელზე მორგებული კომუნიკაციის დიზაინს;გაიგებ, როგორ დაუკავშირო ჩეთბოტი გარე სერვისებს API-ის მეშვეობით და გამოიყენო ხმოვანი ფუნქციები;პრაქტიკული დავალებებით იმუშავებ ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა Voiceflow, Botpress, ChatPDF, Zapier და სხვ.;შეისწავლი Responsible AI პრინციპებს — ეთიკა, მონაცემთა კონფიდენციალურობა და პასუხების ხარისხი;შექმნი საკუთარ Capstone პროექტს — სრულად ფუნქციურ AI ჩეთბოტს, რომელსაც შეგიძლია მოარგო რეალურ ბიზნესს ან პორტფოლიოსთვის გამოიყენო.ვისთვის არის განკუთვნილი AI ChatBots კურსი?ეს კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს პრაქტიკაზე ისწავლოს ხელოვნური ინტელექტისა და ჩეთბოტების შექმნის პროცესი:დამწყებთათვის, ვინც პირველად ეხება Generative AI-ს;მარკეტინგის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ვისაც სურს პროცესების ავტომატიზაცია;დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის, ვისაც უნდა დაამატოს ჩეთბოტები საკუთარ პროექტებში;და ყველასთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა AI ტექნოლოგიების მიმართულებით და შექმნას ინოვაციური ციფრული გამოცდილებები.კურსის ფორმატი და დეტალებიფორმატი: ონლაინფასი: 800₾ხანგრძლივობა: 1 თვე (8 ლექცია)მენტორიირაკლი ქერდიყოშვილიციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის უფროსი მენეჯერიმე ვარ ირაკლი ქერდიყოშვილი - ციფრული მმართველობისა და ტრანსფორმაციის უფროსი მენეჯერიAI-ის და ტექნოლოგიების მიმართ ჩემი ინტერესი 2017 წელს დაიწყო, როდესაც გუნდთან ერთად ჩავერთე მანქანური სწავლების სატესტო პროექტებში. შევქმენით საწყისი პროტოტიპები, რომლებმაც სწრაფად წარმოაჩინა ტექნოლოგიის პრაქტიკული ღირებულება და მიიქცია ისეთი კომპანიების ყურადღება როგორიცაა Nvidia,Google და Microsoft. სწორედ ამ გამოცდილებამ განსაზღვრა AI როგორც ჩემი პროფესიული ფოკუსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.ამჟამად ვარ Silknet JSC-ის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Google Cloud, Youtube, Silknet.com და MySilknet აპლიკაცია.რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:არ დაელოდოთ სრულყოფილ მომენტს — დაიწყეთ ახლავე. ყველაზე დიდი პროგრესი მოდის მაშინ, როცა გადაწყვეტილებისას თან ახლავს რისკი. ამ დროს არამხოლოდ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობ ,არამედ პროცესითაც დიდ სიამოვნებას იღებ.FAQs:რა პროგრამებს ვსწავლობთ AI ChatBots კურსზე? - კურსის განმავლობაში იმუშავებ ისეთ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა OpenAI Playground, Voiceflow, Botpress, Zapier და ChatPDFსაჭიროა თუ არა პროგრამირების ცოდნა კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსზე მოსახვედრად პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის. კურსი შექმნილია No-Code ინსტრუმენტების პრინციპებზერამდენ ხანს გრძელდება კურსი? - AI ChatBots კურსი გრძელდება 1 თვე (8 ლექცია)რა ტიპის სერტიფიკატს მივიღებ AI ChatBots-ის კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინგლისურენოვან სერტიფიკატსსად შემიძლია გამოვიყენო კურსზე მიღებული ცოდნა? - შეძენილ ცოდნას გამოიყენებ ბიზნესის ავტომატიზაციაში, ციფრულ მარკეტინგში ან/და AI პროექტების განვითარებაში.
1 თვე

სოციალური მედიის კურსი

550

1
700
სოციალური მედიის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სოციალური მედიის სტრატეგია, როგორ უნდა დაწერო კონკურენტუნარიანი კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორ წარმართო Facebook-სა და Instagram-ზე სწორი მარკეტინგული კამპანიები. კურსის მანძილზე მენტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: კონტენტ მენეჯმენტი, ქომუნითი მენჯემენტი, Business Manager, Facebook Pixel, თარგეთირება და სხვა.ამ ყველაფრის დახმარებით შენ დამოუკიდებლად შეძლებ, რომ შეიმუშაო საკომუნიკაციო და სარეკლამო სტრატეგია. გაიგებ, როგორ უნდა გაზარდო ბიზნესი სოციალური მედიის დახმარებით.რატომ უნდა აირჩიო სოციალური მედიის კურსი?სოციალური მედიის მენეჯმენტი დღეს არ არის მხოლოდ კონტენტის გამოქვეყნების ადგილი — ეს არის ყველაზე ძლიერი არხი ბიზნესისა და პირადი ბრენდის გასაზრდელად. ჩვენი სოციალური მედიის კურსი დაგეხმარება ზუსტად გაიგო, როგორ შექმნა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, როგორ დაგეგმო კონტენტი სხვადასხვა პლატფორმებისთვის და როგორ მართო ეფექტური კამპანიები Facebook-სა და Instagram-ზე.კურსის განმავლობაში მენტორები გაგიზიარებენ რეალურ გამოცდილებას — ისწავლი როგორ უნდა მართო Meta Business Suite, როგორ უნდა გამოიყენო Facebook Pixel, როგორ ააწყო მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები და როგორ გაზომო მათი შედეგი. ყურადღება გამახვილებულია არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნაზე, არამედ კომუნიკაციის სტრატეგიაზე, აუდიტორიის ანალიზსა და ბრენდის ტონზე.რას ისწავლი კურსზე?შეისწავლი სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნას, სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებას და კონტენტ კალენდრის დაგეგმვას. გაიგებ როგორ უნდა შექმნა კონკურენტუნარიანი პოსტები, როგორ გამოიყენო ვიდეო და ვიზუალური ელემენტები ბრენდის გაძლიერებისთვის. ასევე შეისწავლი რეკლამის საფუძვლებს Meta პლატფორმებზე, მისი ფორმატების თავისებურებებს და გაიგებ როგორ შექმნა ისეთი კამპანიები, რომლებიც რეალურად ზრდის გაყიდვებს და აუდიტორიის ჩართულობას.ვისთვის არის განკუთვნილი სოციალური მედიის კურსი?სოციალური მედიის კურსი განკუთვნილია დამწყები მარკეტერებისთვის, სტუდენტებისთვის, ბიზნესის მფლობელებისა და კონტენტ კრეატორებისთვის, რომლებიც სურთ სოციალური მედიის მართვის, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის სწავლა.ხშირად დასმული შეკითხვებირა პლატფორმებს შევისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში შეისწავლი Meta Business Suite-ის, Business Manager-ის, Facebook Pixel-ისა და სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენებას.რამდენ ხანს გრძელდება სოციალური მედიის კურსი?SMM კურსი გრძელდება 1 თვეს და ის მოიცავს 10 ლექციასსაჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად?არა, კურსზე მოსახვედრად გამოცდილება არ არის აუცილებელი.გაიცემა თუ არა სერთიფიკატი?დიახ, კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატსსად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ?კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მუშაობას სოციალური მედიის მენეჯერის, კონტენტ მენეჯერის ან ციფრული მარკეტერის პოზიციაზე, როგორც სააგენტოებში და კომპანიებში, ასევე ფრილანსერად ან საკუთარი ბრენდის განვითარებაზე.
1 თვე

გრაფიკული დიზაინის კურსი

600

1
800
გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნებაა. ეს არის კომუნიკაციის ფორმა, სადაც ინფორმაციის ან ემოციის გადაცემა ვიზუალის გამოყენებით ხდება. გრაფიკული დიზაინი არ ნიშნავს მხოლოდ ლამაზი ვიზუალების შექმნას, მისი მთავარი მიზანია, მნახველს ინფორმაცია მიაწოდოს ან მასზე ემოციური გავლენა მოახდინოს. რაც უფრო ეფექტურია დიზაინი, მით უფრო მალე მოხდება ეს. გრაფიკული დიზაინის კურსზე კი სწორედ იმას ისწავლი, ასეთი დიზანი როგორ შექმნა. რატომ უნდა აირჩიო გრაფიკული დიზაინის კურსი?თუ გინდა ნულიდან შეისწავლო გრაფიკული დიზაინი და შეძლო შენი იდეები ვიზუალად აქციო, მაშინ ეს კურსი შენთვისაა. გრაფიკული დიზაინის კურსის გავლის შემდეგ შეძლებ შენი იდეები რეალურ პროექტებად გარდაქმნა - იქნება ეს ლოგო, პოსტერი თუ სოციალური მედიის დიზაინი. კურსის ბოლოს გექნება საკუთარი პორტფოლიო და ცოდნა, რომლითაც შეძლებ მუშაობა დაიწყო როგორც ფრილანსერად, ისე ჯუნიორ გრაფიკულ დიზაინერად რას ისწავლი კურსზე?გრაფიკული დიზაინის კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და ი Adobe Illustrator-ს ნულიდან. გაიგებ, როგორ უნდა იმუშაო ტიპოგრაფიასთან, ფორმებთან, ფერებთან, კომპოზიციასთან. გაეცნობი დიზაინის შექმნის გზებს, ფონტების შერჩევას, ფერების შეთავსებას, საბეჭდი ფაილების გამზადებას და ბრიფზე მუშაობას. პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე დაყრდნობით გაიგებ, როგორ გადმოსცე კომპლექსური იდეები ერთი გამოსახულებით. შეიძენ ისეთ უნარებს, რომელიც გრაფიკულ დიზაინერად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება.სად გამოიყენებ გრაფიკული დიზაინის ცოდნას?კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ, რომ შექმნა დასამახსოვრებელი პორტფოლიო, იმუშაო ინდივიდუალურ პროექტებზე ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.FAQs:რომელი პროგრამების სწავლება შედის კურსში? - კურსის განმავლობაში შეისწავლით ისეთ პროგრამებს, როგორებიცაა Adobe Photoshop, Adobe Illustratorრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვეს და მოიცავს 14 ლექციასსაჭიროა თუ არა წინასწარი გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, ამ კურსის გავლისთვის არანაირი წინასწარი ცოდნა არ დაგჭირდებასად შეიძლება მუშაობის დაწყება კურსის შემდეგ? - გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია იმუშაო როგორც ფრილანსერად, ისე ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიაში - მაგალითად: სარეკლამო სააგენტოში, დიზაინ სტუდიაში, ბეჭდვით კომპანიებში და ა.შ. გაიცემა თუ არა სერტიფიკატი კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
2 თვე

Node JS

560

1
700
Node js JavaScript-ის გარემოა სერვერული აპლიკაციების შესაქმნელად, რომელიც სწრაფი და ეფექტურია მაღალი დატვირთვის მქონე სისტემებისთვის.ის საშუალებას გაძლევს შექმნა სერვერული აპლიკაციები, REST API-ები და მიკროსერვისები, მარტივად მართო მონაცემთა ბაზები და ინტეგრირებული მოდულები.ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში Node.js-ის კურსის გავლით ისწავლი Node.js-ის ძირითადი მოდულებს, Express ფრეიმვორკებს და Back-end აპლიკაციების შექმნის პრინციპებს.რატომ უნდა აირჩიო Node.js ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?Node.js-ის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში იდეალურია ნებისმიერი მოტივირებული Backend დეველოპერისთვის, რადგან ის სიღრმისეულად გასწავლის Node.js-ის პრინციპებს, მოდულებს, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, Rest API-ს შექმნასა და Express ფრეიმვორკს, რაც საშუალებას მოგცემს დამოუკიდებლად ააწყო Back-end აპლიკაცია.რას ისწავლი Node.js-ის კურსზე?კურსის განმავლობაში გაეცნობი Node.js-ის მუშაობის პრინციპს, მის საბაზისო და მნიშვნელოვან მოდულებს, რელაციურ და არარელაციურ ბაზებს.ასევე Rest Api-ს პრინციპებს და Express ფრეიმვორკს.ვისთვის არის განკუთვნილი Node.js კურსი?კურსი ძირითადად განკუთვნილია Front-end დეველოპერებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ JavaScript-ის საბაზისო ცოდნას და სურთ Back-end მიმართულებაში გაღრმავება, საკუთარი უნარების გაფართოება და კარიერული ზრდა Full-Stack დეველოპერის პოზიციაზე.FAQs:საჭიროა თუ არა JavaScript-ის ცოდნა Node.js-ის კურსზე მოსახვედრად? - დიახ, კურსის გასავლელად სავალდებულოა  Javascript-ის საბაზისო ცოდნა.რას მოიცავს Node.js-ის კურსი? - Node.js-ის კურსის განმავლობაში გაეცნობი express framework-ს და იმუშავებ რელაციურ (postgre) და არარელაციურ (mongodb) მონაცემთა ბაზებთან. კურსის გასავლელად სავალდებულოა javascript-ის საბაზისო ცოდნა.რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე (12 ლექცია).მივიღებ თუ არა სერტიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებ
2 თვე

ციფრული მარკეტინგის ტექნიკების და ანალიზის კურსი

350

1
700
ციფრული მარკეტინგი მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიის შექმნის ხელოვნებაა. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი სწავლობს მომხმარებლის ქცევას, აფასებს კამპანიების შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებებს რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით - სწორედ ამიტომ სჭირდება ის ნებისმიერ ბრენდსა თუ კომპანიას.დღეს, როცა ონლაინ სივრცე კონკურენტებით სავსეა, მონაცემების სწორად გაანალიზება და მათი გამოყენება სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი უნარია.ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე ისწავლი, როგორ დაუკავშირო კრეატიული იდეა მყარ ტექნიკურ ცოდნას და შექმნა მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გაზომვად შედეგს მოიტანს.რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?თუ გაქვს საბაზისო ცოდნა ციფრულ მარკეტინგში და გინდა ეს ცოდნა გაიღრმავო, მაშინ ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი შენთვისაა.კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება, რა არის Performance Marketing და რატომ არის მნიშვნელოვანი, გეცოდინება, როგორ იმუშაო Google Analytics-ში, Google Tag Manager-ში, Looker Studio-შიდა DV360-ში უფრო ეფექტურად და სრულყოფილი ცოდნა გექნება ციფრული მარკეტინგის მთლიანი ეკოსისტემის შესახებ. რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში ციფრულ მარკეტინგში არსებულ ცოდნას ტექნიკური უნარებით გაიმყარებ. უკეთ გაიაზრებ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მონაცემებზე დაყრდნობით მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას. დაესწრები კურსს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ვისთვის არის განკუთვნილი ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსი?კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს ციფრული მარკეტინგის საბაზისო ცოდნას და სურს ტექნიკური უნარების განვითარება. ის იდეალურია მარკეტინგის სპეციალისტებისთვის, ფრილანსერებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც ცდილობენ კარიერის განვითარებას მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის მიმართულებით.FAQs:რა უნარებს ვსწავლობთ ციფრული მარკეტინგის კურსზე? რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - ციფრული მარკეტინგის კურსი გრძელდება 2 თვე (12 ლექცია)არის თუ არა ონლაინ სწავლება? - კურსი ტარდება როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ ფორმატშიგაიცემა თუ არა სერთიფიკატი? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატსსად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ დასაქმებას ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ციფრული მარკეტერი, სოციალური მედიის მენეჯერი, კონტენტ მარკეტერი, უმცროსი მარკეტინგის მენჯერი ან ქოფირაითერი და სხვა.
2 თვე

HR – ადამიანური რესურსების მართვის კურსი

480

1
600
HR კურსი შექმნილია მათთვის, ვინც სურს დაიწყოს კარიერა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ან განავითაროს უკვე არსებული ცოდნა.ეს არის შესაძლებლობა, შეისწავლო თანამედროვე ადამიანური კაპიტალის მართვის პრინციპები და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის. კურსი დაგეხმარება უკეთ გაიგო, როგორ ხდება გუნდის შერჩევა, მოტივაცია და განვითარება. რატომ უნდა აირჩიო HR კურსი?თუ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი პოტენციალის ამოცნობა და განვითარება შენთვის მნიშვნელოვანია, HR — ადამიანური რესურსების მართვის კურსი სწორედ ის მიმართულებაა, სადაც შენი ინტერესები და პროფესიული ზრდა ერთმანეთს შეხვდება. HR სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიად იქცა — ის აერთიანებს მენეჯმენტს, ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციას, ხოლო მისი მთავარი მიზანია შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს მოტივირებულად და დაფასებულად გრძნობს.ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი არის ის ადამიანი, ვინც ეხმარება კომპანიას სტრატეგიულად შეარჩიოს, განავითაროს და შეინარჩუნოს თანამშრომლები. რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში გაეცნობი HR მენეჯმენტის ყველა ძირითად ასპექტს — ორგანიზაციული კულტურის შექმნიდან მოტივაციის სისტემებამდე. ისწავლი, როგორ დაგეგმო თანამშრომელთა ჩართულობის პროგრამები, როგორ შექმნა ეფექტური შერჩევის სტრატეგია, შეაფასო შესრულებული სამუშაო და მართო კომუნიკაცია გუნდში.გაიგებ, როგორ უნდა მართო დრო, სტრესი და კონფლიქტური სიტუაციები; როგორ მოამზადო და ჩაატარო გასაუბრება; როგორ შექმნა შიდა პოლიტიკის დოკუმენტები და გააანალიზო HR მონაცემები თანამედროვე ანალიტიკური მიდგომებით.ვისთვის არის განკუთვნილი HR კურსიკურსი შესაფერისია როგორც დამწყები, ისე მოქმედი HR მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ განავითარონ პროფესიული უნარები და უკეთ გაიგონ, რა როლი აქვს HR-ს ორგანიზაციის სტრატეგიულ განვითარებაში. პროგრამა მოიცავს 12 პრაქტიკულ ვორქშოფს, რომელიც ტარდება ერთთვიან პერიოდში.კურსს უძღვება გამოცდილი მენტორი — კესო სუმბაძე, ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტი და უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც HR სფეროში 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. მისი პრაქტიკული გამოცდილება, კვლევები და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საშუალებას მოგცემს მიიღო არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალურ საქმიანობაზე დაფუძნებული ცოდნა.კურსის ფორმატი და დეტალებიფორმატი: ონლაინ/ოფლაინფასი: 600₾ხანგრძლივობა: 1 თვე (12 ვორქშოპი)რა შედეგს მიიღებ HR კურსის გავლის შემდეგ?HR კურსის დასრულების შემდეგ:შეძლებ, რომ სწორად დაინახო HR მენეჯმენტის როლი კომპანიაში და განახორციელო ის აქტივობები, რომლებიც ბიზნესს წინსვლაში დაეხმარება;გეცოდინება ყოველდღიურად წამოჭრილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრა;შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:ენდე შენს ინტუიციას და გაბედე ნაბიჯების გადადგმა. აკეთე საქმე სიყვარულითა და ინტერესით. ისწავლე უფრო სწრაფად, ვიდრე ცვლილებები მოდის და გახსოვდეს – გამოცდილებები, რომლებსაც გზად აგროვებ, გადამწყვეტ მომენტებში ბუნებრივად დაკავშირდება ერთმანეთთან – “The dots will connect.“FAQ:რა არის HR კურსის მიზანი? - HR კურსის მიზანია მოამზადოს მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფენ თანამშრომლების ბედნიერებას კომპანიაში.რამდენ ხანს გრძელდება HR კურსი? - HR კურსი გრძელდება 1 თვე (12 ლექცია)შეიძლება თუ არა კურსის გავლა ონლაინ რეჟიმში? - დიახ, შესაძლებელია კურსი გაიაროთ ონლაინვის შეუძლია რეგისტრაცია HR-ის კურსზე? - HR-ის კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მოქმედ და დამწყებ HR მენეჯერსმივიღებ თუ არა სერტიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, HR-ის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს
1 თვე

React-ის კურსი

560

1
700
React არის JavaScript-ის ბიბლიოთეკა მომხმარებლის ინტერფეისების შექმნისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევს სწრაფი და დინამიური ვებაპლიკაციები ააწყო.ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში React-ის კურსის გავლით ისწავლი React-ის ძირითადი კომპონენტებსა და თანამედროვე ვებაპლიკაციების შექმნის პრინციპებს.რატომ უნდა ისწავლო React ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?React Framework-ის შესწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საშუალებას გაძლევს გაეცნო Front-end დეველოპმენტის სამყაროს პრაქტიკული გამოცდილებით. კურსის განმავლობაში გაიცნობ React-ის ეკოსისტემას და იმუშავებ რეალურ პროექტებზე. რას ისწავლი React-ის კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ Front-End ბიბლიოთეკა – React-ს და მის ეკოსისტემას.თეორიულ ცოდნასთან ერთად შეასრულებ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, კერძოდ, ააწყობ E-commerce ტიპის აპლიკაციას.ვისთვის არის განკუთვნილი React-ის კურსი?კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია Front-end დეველოპმენტით, აქვს საბაზისო HTML, CSS და JavaScript-ის ცოდნა და სურს შექმნას დინამიური ვებ აპლიკაციები React-ის გამოყენებით.FAQs:საჭიროა თუ არა JavaScript-ის ცოდნა React-ის კურსზე მოსახვედრად? - დიახ, React-ის კურსზე ჩასაწერად JavaScript-ის საფუძვლების ცოდნა აუცილებელია. React არის თანამედროვე JavaScript ბიბლიოთეკა, ამიტომ მისი ეფექტურად შესწავლა შეუძლებელია JavaScript-ის ცოდნის გარეშე.რამდენ ხანს გრძელდება React-ის კურსი? - React-ის კურსი 2 თვეს გრძელდება და 12 ლექციას მოიცავსრას მოიცავს სასწავლო პროგრამა? - React-ის კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: React-ის არქიტექტურა და JSX სინტაქსი, React.createElement() და Virtual DOM, Single Page Application (SPA) კონცეფცია, React Hooks (useState, useEffect და სხვა), React Context და useReducer, ავტორიზაცია JWT (JSON Web Token)-ის გამოყენებით.გაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებსად შემიძლია დავსაქმდე React-ის ცოდნით? - React-ის ცოდნით შეძლებ დასაქმდე ვებ დეველოპერის პოზიციაზე სხვადასხვა IT კომპანიებში 
2 თვე

Angular-ის კურსი

560

1
700
Angular-ის კურსის მიზანია სტუდენტმა აითვისოს Frontend დეველოპმენტის საფუძვლები. კერძოდ, შეისწავლოს Angular ფრეიმვორკი, ნახოს მისი საჭიროება და შესაძლებლობა ვებ-აპლიკაციის შექმნაში.პირველივე შეხვედრის შემდეგ, წარმოდგენა შეგექმნება თუ რა დანიშნულება აქვს ფრეიმვორკს, როგორ ხდება მისი გამოყენება, მართვა. შემდეგ კი გაეცნობი ერთ-ერთი პოპულარული front-end ფრეიმვორკს - ანგულარს. პრაქტიკული ვორქშოპის გარდა, რაც სესიების ძირითადი ნაწილია, ასევე ყურადღება დაეთმობა თეორიულ ცოდნასაც, თუ რა უპირატესობა/მსგავსება აქვს ანგულარს სხვა წამყვან ფრეიმვორკებთან შედარებით, რა მეთოდები უნდა იცოდე მასთან სამუშაოდ. კურსი ასევე მოიცავს სხვადასხვა ტიპის საშინაო დავალებებს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს შენს ჩართულობას ლექციების მსვლელობისას და ამასთანავე დაგეხმარება გამოიმუშავოს კოდის წერის დამოუკიდებელი უნარები. დასკვნით ნაწილში, შენ დავალებად მოგეცემა შექმნა მარტივი, მოქნილი პორტფოლიო პროექტი, რომელიც დაგეხმარება კარიერული წინსვლისთვის.რატომ უნდა ისწავლო Angular ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?ციფრული ინდუსტრიის აკადემიის Angular-ის კურსი საშუალებას გაძლევს დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად Front-end Framework-ს პრაქტიკულ და თანამედროვე მიდგომით. სწავლება ტარდება გამოცდილ მენტორებთან — ნიკოლოზ კვაჭანტირაძესთან და ანა მოციქულაშვილთან, რომლებიც მოქმედი Angular დეველოპერები არიან და სტუდენტებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას უზიარებენ. კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკულ უნარებზე. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პირდაპირ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ ექნებათ უნარი დამოუკიდებლად შექმნან და განავითარონ ვებაპლიკაციები Angular-ის გამოყენებით. გარდა ამისა, კურსი უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს, თანამედროვე სასწავლო პროგრამას და ინდივიდუალურ მხარდაჭერას, რაც სტუდენტებს კარიერული ზრდისთვის სოლიდურ საფუძველს აძლევს.რას ისწავლი Angular-ის კურსზე?კურსი სრულად მოიცავს Angular-ის ძირითად და მოწინავე თემებს — დაწყებული კომპონენტების, დეკორატორების და მონაცემთა ბაინდინგის საფუძვლებიდან, დასრულებული რაუტინგით, სერვისებით, Dependency Injection-ითა და RxJS ბიბლიოთეკით. სტუდენტები შეისწავლიან ფორმების მართვასა და ვალიდაციას, HTTP მოთხოვნებთან მუშაობას, Observable-ების გამოყენებას, Custom Pipes-ისა და Directives-ის შექმნას, ასევე Lazy Loading-ისა და მოდულარული არქიტექტურის დანერგვას. კურსის ბოლოს სტუდენტები გაეცნობიან TypeScript-ის პრაქტიკულ ასპექტებს, ისწავლიან პროექტის სტრუქტურირებასა და ოპტიმიზაციას, რათა შეძლონ პროფესიულ დონეზე აპლიკაციების წარმოება და მართვა.ვისთვის არის განკუთვნილი Angular-ის კურსი?კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე ფლობს HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნას და სურს მომდევნო საფეხურად დაეუფლოს Angular-ს, როგორც თანამედროვე Front-end Framework-ს. ის შესაფერისია დამწყები და პრაქტიკოსი Front-end დეველოპერებისთვის, რომლებიც კარიერულ წინსვლას ან პროექტების უფრო ეფექტურად მართვას ისახავენ მიზნად. ასევე, კურსი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს შექმნას დინამიკური, ინტერქტიული და მაღალი წარმადობის მქონე ვებაპლიკაციები, ან დაეწყოს კარიერა Angular დეველოპერის პოზიციაზე.FAQs:რა არის Angular და რისთვის გამოიყენება? - Angular არის თანამედროვე Front-end Framework, რომელიც გამოიყენება დინამიკური და მასშტაბირებადი ვებაპლიკაციების შესაქმნელად.საჭიროა თუ არა პროგრამირების გამოცდილება Angular-ის კურსზე მოსახვედრად? - კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო გამოცდილება ვებ პროგრამირებაში და სურს შემდეგ ნაბიჯზე გადასვლა.რამდენ ხანს გრძელდება Angular-ის კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 14 ინტენსიურ ლექციას.მივიღებ თუ არა სერთიფიკატს კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებ.სად შემიძლია მუშაობა Angular-ის ცოდნით? - Angular-ის ცოდნით შეგიძლია იმუშაო Front-end დეველოპერად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში.
2 თვე

კრიპტოს საფუძვლები

530

1
700
კურსის შესახებ: კურსის ფარგლებში გაიგებ რა არის კრიპტო, გაეცნობი ფულის ევოლუციას და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის როლს თანამედროვე ფინანსურ სისტემაში. ღრმად შეისწავლი Bitcoin-ის პრინციპებს და მისი ფუნქციონირების ტექნიკურ მოდელს.და ასევე ისწავლი კრიპტო ვალუტის ყიდვა-გაყიდვას, და მის უსაფრთხოდ შენახვას.
1 თვე

კიბერუსაფრთხოების კურსი

600

1
800
კიბერუსაფრთხოების კურსის განმავლობაში ისწავლი ვებ აპლიკაციების დაცვას ჰაკერული ტექნიკების გამოყენებით. გაეცნობი როგორ მუშაობს კიბერუსაფრთხოება ვებ დეველოპმენტში, როგორ უნდა ამოიცნო და გამოასწორო მოწყვლადობები, როგორ შექმნა უსაფრთხო კოდი და როგორ დაიცვა მონაცემები.შეისწავლი ისეთ თემებს, როგორიცაა: Linux-ის გარემო, უსაფრთხო კოდირების წესები, API-ებისა და CI/CD პაიპლაინის დაცვა, კრიპტოგრაფია, შეღწევადობის ტესტირება და ინციდენტებზე რეაგირება. იმუშავებ რეალურ ინსტრუმენტებთან: Burp Suite, OWASP ZAP, Nmap, ffuf, Netcat, და სხვები.პრაქტიკული დავალებების მეშვეობით შეიძენ უნარებს, რომლებიც დაგეხმარება, გახდე ეთიკური ჰაკერი ან ვებ დეველოპერი უსაფრთხოების ძლიერი აღქმით. შეისწავლი, როგორ იპოვო სისუსტეები აპლიკაციაში და როგორ დაიცვა ის, როგორც პროფესიონალმა.რატომ უნდა ისწავლო კიბერუსაფრთხოება ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?კიბერუსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა IT ინდუსტრიაში. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კურსი შექმნილია იმისთვის, რომ პრაქტიკული მიდგომით გასწავლოს ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპები და დაგეხმაროს რეალურ საფრთხეებთან გამკლავებაში. აქ შეისწავლი არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ მეთოდებსა და ხელსაწყოებსაც, რომლებსაც იყენებენ პროფესიონალი ეთიკური ჰაკერები. სწავლების პროცესში მიიღებ მენტორული მხარდაჭერას გამოცდილი Full-Stack დეველოპერისგან და იმუშავებ რეალურ კიბერუსაფრთხოების სცენარებზე.რას ისწავლი კიბერუსაფრთხოების კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ მუშაობს ვებ აპლიკაციების დაცვა ჰაკერული ტექნიკების გამოყენებით და როგორ უნდა ამოიცნო მოწყვლადობები რეალურ სისტემებში. შეისწავლი Linux-ის საფუძვლებს, უსაფრთხო კოდირების წესებს, კრიპტოგრაფიას, შეღწევადობის ტესტირებას (Penetration Testing), API-ებისა და CI/CD პაიპლაინის დაცვას. იმუშავებ ისეთ ხელსაწყოებთან, როგორებიცაა Burp Suite, OWASP ZAP, Nmap, ffuf და Netcat. პრაქტიკული დავალებები დაგეხმარება, თავად გახდე ეთიკური ჰაკერი და უსაფრთხო სისტემების არქიტექტორი.ვისთვის არის განკუთვნილი კიბერუსაფრთხოების კურსი?კურსი განკუთვნილია დამწყები დეველოპერისთვის ან უკვე მოქმედი IT სპეციალისტისთვის, რომელსაც სურს ცოდნის გაღრმავება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. პროგრამა ასევე შესაფერისია მათთვის, ვინც მომავალში გეგმავს მუშაობას როგორც Security Analyst, Penetration Tester, ან DevSecOps Engineer.FAQs:რა არის კიბერუსაფრთხოების კურსის მიზანი? - კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს ვებ აპლიკაციების დაცვა ჰაკერული ტექნიკების მეშვეობით. საჭიროა თუ არა პროგრამირების ცოდნა? - დიახ, პროგრამირების ცოდნა სავალდებულოა კურსზე მოსახვედრად.რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 12 ლექციას. გაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი.სად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც ეთიკური ჰაკერი, ვებ უსაფრთხოების სპეციალისტი როგორც ტექნოლოგიურ კომპანიებში, ასევე ფრილანს პროექტებზე.
2 თვე

Python-ის კურსი

650

1
900
Python არის პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პროგრამების, ვებაპლიკაციების, ავტომატიზაციის და მონაცემთა ანალიზის შესაქმნელად. Python გამოირჩევა მარტივი სინტაქსით, ამიტომ შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის.Python არ შემოიფარგლება მხოლოდ კოდის წერით, იგი საშუალებას გაძლევს შექმნა ვებაპლიკაციები, ავტომატიზებული სქემები, მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები და ალგორითმული სისტემები, რომლებიც რეალურ პრობლემებს აგვარებს.Python-ის კურსი გაძლევს საშუალებას ისწავლო, როგორ დაწერო პროგრამები ნულიდან და გაეცნობი პროგრამირების ძირითად პრინციპებს. კურსის დასრულების შემდეგ კი დამოუკიდებლად შექმნი რეალურ პროექტებს.რატომ უნდა აირჩიო Python ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?Python-ის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გთავაზობს საფუძვლიან შესავალს პროგრამირების საფუძვლებში. კურსის განმავლობაში დაეუფლები Python-ის მთავარ კონცეფციებს, გაეცნობი ვებ დეველოპმენტის პროცესებს და შეძლებ რეალური პროექტების შექმნას.რას ისწავლი Python-ის კურსზე?კურსის განმავლობაში გაეცნობი ერთ-ერთ გავრცელებულ პროგრამირების ენას Python-ს და მის მთავარ ასპექტებს. გაიგებ, რას ნიშნავს პროგრამული აზროვნება და როგორ უნდა განავითარო იგი. გაეცნობი პროგრამირების და ვებ დეველოპმენტის საფუძვლებს.ვისთვის არის განკუთვნილი Python-ის კურსი?Python-ის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაეუფლოს პროგრამირების საფუძვლებს და დამოუკიდებლად შეძლოს ვებ და სხვა ტიპის პროექტების შექმნა.კურსის ფორმატი და დეტალებიფორმატი: ონლაინ/ოფლაინფასი: 900₾ხანგრძლივობა: 2 თვე (14 ლექცია)FAQs:საჭიროა თუ არა პროგრამირების გამოცდილება Python-ის კურსზე მოსახვედრად? - Python-ის კურსზე მოსახვედრად სასურველია გქონდეთ მინიმალური გამოცდილება პროგრამირებაშირამდენ ხანს გრძელდება Python-ის კურსი? - Pyhton-ის კურსი 2 თვეს გრძელდება და 14 ლექციას მოიცავსრას მოიცავს სასწავლო პროგრამა? - სასწავლო პროგრამა მოიცავს პროგრამირების (Pyhton-ის) და ვების საფუძვლებსრა ტიპის სერტიფიკატს მივიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ სერტიფიკატსსად შეიძლება დავსაქმდე Python-ის ცოდნით? - Python-ის ცოდნა გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო როგორც ტექნიკურ კომპანიებში, ისე სტარტაპებში, კვლევით ორგანიზაციებში ან ფრილანსერად.

AGILE, SCRUM და KANBAN-ის Advanced კურსი

550

1
800
კურსის განმავლობაში გაიგებ, რა არის და რატომ უნდა აირჩიო Agile, Scrum და Kanban-ი. ისწავლი Agile მეთოდოლოგიის სრულ სამუშაო ციკლს. გაიღრმავებ არსებულ ცოდნას.რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით, დააიდენტიფიცირებ პრობლემებს და იმსჯელებ მათი გადაჭრის გზებზე. გაეცნობი ბაზრის მდგომარეობას და ძირითად მოთხოვნებს. საბოლოოდ შეძლებ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაო ნებისმიერ კომპანიაში Agile მეთოდოლოგიით.რატომ უნდა აირჩიო ეს კურსი?AGILE, SCRUM და KANBAN-ის Advanced კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს სამუშაო პროცესების მართვაში მაღალ დონეზე აითვისოს თანამედროვე პროექტული მიდგომები. Agile მეთოდოლოგია დღეს მსოფლიო სტანდარტია — მას იყენებენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, რათა გუნდებმა უფრო სწრაფად, მოქნილად და ეფექტურად მიაღწიონ შედეგს.ამ კურსის არჩევით, შეისწავლი როგორ მუშაობს Agile ფილოსოფია რეალურ პროექტებში და როგორ გარდაქმნის ის სამუშაო კულტურას. სწავლების პროცესი აერთიანებს თეორიას, თამაშებსა და სიმულაციებს, რაც საშუალებას მოგცემს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.კურსს უძღვება გიორგი მიქაცაძე, Agile Transformation Lead კომპანია TNET-ში, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც Agile Coach-ის, ისე Product Manager-ის როლში. მისი გამოცდილება და სერტიფიცირებული ცოდნა (PSM II, PSPO II, PMI-ACP) უზრუნველყოფს, რომ სწავლა იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში გაივლი Agile-ის სრულ სამუშაო ციკლს — ტრადიციული მიდგომებიდან თანამედროვე მეთოდოლოგიებამდე. შეისწავლი Agile-ის პრინციპებსა და ღირებულებებს, Scrum-ის როლებსა და ცერემონიებს, ასევე გაიგებ როგორ მუშაობს Kanban სისტემა, როგორ უნდა განისაზღვროს პროდუქტის მიზანი, როგორ იზომება გუნდის პროდუქტიულობა და როგორ ხდება პროცესის ოპტიმიზაცია.გაივლი ისეთ თემებს, როგორიცაა Sprint Planning, Retrospective, Estimation Techniques, Jira და Confluence-ის გამოყენება, ასევე გაეცნობი Scaled Agile Frameworks მოდელებს. კურსის ბოლოს ჩააბარებ გამოცდას და მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც შეგეძლება გამოიყენო როგორც ტექნოლოგიურ, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციებში.ვისთვის არის განკუთვნილი AGILE, SCRUM და KANBAN-ის Advanced კურსი?კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია Agile, Scrum ან Kanban მეთოდოლოგიებით და სურს დასაქმება ამ მიდგომებით მომუშავე კომპანიებში. კურსის გავლა შეუძლიათ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.კურსის ფორმატი და დეტალებიფორმატი: ონლაინ/ოფლაინფასი: 800₾ხანგრძლივობა: 2 თვე (14 ლექცია)

Javascript-ის კურსი

560

2
700
Javascript-ის კურსის განმავლობაში ნულიდან ისწავლი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროგრამირების ენას, Javascript-ს. გაეცნობი Javascript-ის მუშაობის პრინციპს. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა მცირე და საშუალო ზომის აპლიკაციები ამ ტექნოლოგიის გამოყენებით.Მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მოგცემს, რომ დაიწყო კარიერა ამ სფეროში და განავითარო საკუთარი უნარები.რატომ უნდა აირჩიო JavaScript-ის კურსი?თუ გსურს Front-end პროგრამირებაში ფეხის მოკიდება, JavaScript იდეალური დასაწყისია. ეს არის პროგრამირების ენა, რომელიც აერთიანებს ლოგიკას, დიზაინს და ინტერაქტიულ ფუნქციონალს. დღევანდელ ბაზარზე თითქმის ყველა თანამედროვე ვებგვერდი — დაწყებული სოციალურ ქსელებით, დამთავრებული ონლაინ მაღაზიებით — JavaScript-ს იყენებს. სწორედ ამიტომ, პროგრამირების ამ ენის ცოდნა ზრდის შენს დასაქმების შანსებსა და პროფესიულ შესაძლებლობებს.კურსი გამოგადგება, თუ მიზნად გაქვს Front-end დეველოპერად მუშაობა ან გინდა საკუთარი პროექტების შექმნა. პრაქტიკული მიდგომით, ორი თვის განმავლობაში შეისწავლი არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმუშავებ რეალურ, პრაქტიკულ მაგალითებზე.რას ისწავლი კურსზე ჯავასკრიპტის კურსზე?ჯავასკრიპტის კურსი დაგეხმარება, ნულიდან შეიძინო ყველა ის უნარი, რაც ვებდეველოპმენტში წარმატებისთვის გჭირდება. კურსის განმავლობაში ისწავლი: ცვლადების, მონაცემთა ტიპების, პირობითი ოპერატორებისა და ციკლების გამოყენებას; ფუნქციების შექმნასა და გამოყენებას; მასივებსა და ობიექტებთან მუშაობას.მენტორების დახმარებით გაეცნობი ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა DOM manipulation, Event Handling, Async/Await, Promises, AJAX, Fetch API, ასევე ისწავლი მონაცემთა შენახვას localStorage-სა და cookies-ში.კურსის ბოლოს იმუშავებ საფინალო პროექტზე, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, ყველაფერი, რაც ისწავლე, პრაქტიკაში გამოიყენო.პროექტის შესრულებისას მიიღებ მენტორების რეკომენდაციებსა და მხარდაჭერას. გარდა ამისა, გაეცნობი თანამედროვე სამუშაო გარემოში გამოყენებულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა NPM და მოდულური არქიტექტურა.ვისთვის არის განკუთვნილი JavaScript-ის კურსი?JavaScript-ის კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც პროგრამირებაში ახლა იწყებს გზას და სურს Front-end დეველოპმენტში განვითარება. ის იდეალურია სტუდენტებისთვის, კარიერის შესაცვლელად მზადმყოფი ადამიანებისთვის, ან მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა HTML-ისა და CSS-ის მიმართულებით და უნდა, საკუთარი ვებსაიტები უფრო ინტერაქტიული და ფუნქციური გახადოს.ასევე კურსი გამოადგება მათ, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა IT სფეროში, შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მოიპოვოს პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოთხოვნადია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კურსის მენტორები დაგეხმარებიან, რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით ჩამოყალიბდე პროფესიონალ დეველოპერად.

WordPress & E-commerce Development

500

1
650
კურსის განმავლობაში გაეცნობი მთლიან E-commerce სისტემას. ისწავლი WordPress/WooCommerce ძრავთან მუშაობას, პლაგინების ინსტალაციას და ონლაინ მაღაზიის კატალოგის შექმნას. მიიღებ პრაქტიკულ ცოდნას გაყიდვების ოპტიმიზაციისა და ონლაინ ბიზნესის სფეროში.საბოლოოდ შეძლებ, რომ შექმნა სასურველი ტიპის ვებგვერდი ან ონლაინ მაღაზია.

3D დიზაინი

480

1
600
3D დიზაინი არის სამგანზომილებიანი სამყაროს შექმნის ხელოვნება, სადაც იდეები ცოცხლდებიან ფორმით, ფერითა და მოძრაობით.3D დიზაინერი ქმნის ობიექტებს, სივრცეებსა და ანიმაციებს, რომლებიც რეალურს ჰგავს, მაგრამ მთლიანად ციფრულად არის შექმნილი.3D დიზაინი გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და თამაშებში, სადაც ვიზუალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.3D დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ გადააქციო მარტივი იდეა შთამბეჭდავ სამგანზომილებიან პროექტად. რატომ უნდა აირჩიო 3D დიზაინის კურსი?თუ გსურს, შენი კრეატიული იდეები სამგანზომილებიან სივრცეში გაცოცხლდეს, მაშინ 3D დიზაინის კურსი შენთვისაა. 3D მოდელირება გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა უნიკალური ობიექტები, გარემო და პერსონაჟები - იქნება ეს ფილმისთვის, რეკლამისთვის თუ თამაშისთვის. ეს პროფესია აერთიანებს ხელოვნებასა და ტექნოლოგიას, რაც 3D დიზაინს დღევანდელ ვიზუალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.რას ისწავლი კურსზეკურსის განმავლობაში ისწავლი სამგანზომილებიან გრაფიკაზე მუშაობას.დაეუფლები საბაზისო ტექნიკას, რომლის ცოდნაც აუცილებელია 3D რენდერის შესაქმნელად.ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე - გამოცდილი დიზაინერებისთვის, რომლებსაც უნდათ დაეუფლონ 3D დიზაინს.მენტორის შესახებ:გიორგი ოქროპირიძე, 3D სპეციალისტი2017 წლიდან ვმუშაობ მოუშენ გრაფიკის სფეროში. ბოლო 2 წელია კი ჩემი საქმიანობა მოიცავს 3D ანიმაციას და რენდერს.   ამჟამად ვარ ფრილანსერ 3D სპეციალისტი.მიმუშავია, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე, მათ შორის: BMW USA, DIOR, Assetto Corsa, კონრად ადენაუერის ფონდი და ა.შ.რჩევა [რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი]:არ შეგეშინდეს რთული ინტერფეისის, უმარტივესიაFAQsრა პროგრამებს ვსწავლობთ 3D დიზაინის კურსზე? - 3D დიზაინის კურსის განმავლობაში ნულიდან დაეუფლები Cinema 4D-ს და სარენდერო პროგრამას Octane Renderრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი 1 თვე გრძელდება და 10 ლექციას მოიცავსარის თუ არა საჭირო წინასწარი გამოცდილება? - 3D დიზაინის კურსის გასავლელად არანაირი წინასწარი გამოცდილება არ დაგჭირდებასად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ გახდე ფრილანსერი ან დაიწყო მუშაობა სარეკლამო სააგენტოებში, ტელევიზიასა და გეიმდეველოპმენტ სტუდიებში. შეგიძლია დასაქმდე როგორც 3D არტისტი, მოძრავი გრაფიკის დიზაინერი ან ვიზუალიზაციის სპეციალისტი.
1 თვე

ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი

520

1
650
კურსის განმავლობაში ისწავლი 3ds max პროგრამას. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა ფოტორეალისტური ინტერიერის დიზაინი. გაეცნობი სწორი პრინციპებით მუშაობას, ტექსტურების, კამერისა და განათების გამოყენებას, სარენდერო ეფექტებს.კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ინტერიერის რენდერების მომზადებას და მოდელირებას. ეს ყველაფერი დაგეხმარება, რომ დამკვეთს წინასწარ წარუდგინო პროექტი ზუსტად ისეთი ვიზუალით, როგორიც ეს საბოლოო ინტერიერის შემთხვევაში იქნება.რატომ უნდა ისწავლო ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?თუ გინდა ისწავლო, როგორ გააციფრულო შენი იდეები, ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწორედ შენთვისაა. ეს არის 3ds Max პრაქტიკული კურსი, სადაც ისწავლი, როგორ შექმნა მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური ინტერიერები — ზუსტად ისეთი, როგორიცსაბოლოო დიზაინი იქნება.კურსის მთავარი მიზანია, დაგეხმაროს აითვისო არა მხოლოდ ტექნიკური უნარები, არამედ შეიძინო შემოქმედებითი ხედვა, რომელიც აუცილებელია ინტერიერის დიზაინის სფეროში წარმატებისთვის. სწავლების პროცესს ხელმძღვანელობენ გამოცდილი მენტორები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკა 3D გრაფიკასა და ინტერიერის დიზაინში. მათი ხელმძღვანელობით შენ შექმნი სრულფასოვან ნამუშევრებს, რომლებსაც შემდგომში შეგეძლება დაამატო საკუთარ პორტფოლიოში და გამოიყენო კარიერის განვითარებისთვის.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში საფუძვლიანად დაეუფლები 3ds Max პროგრამას და ისწავლი, როგორ შექმნა ინტერიერის დიზაინის მოდელები ნულიდან. გაიგებ, როგორ მუშაობს განათება და ტექსტურები, როგორ უნდა აირჩიო სწორი მატერიალები და განახორციელო რეალისტური რენდერი. ისწავლი V-Ray სისტემის გამოყენებას, გაეცნობი პოლიგონალურ მოდელირებას, სარენდერო პარამეტრებსა და ეფექტებს.კურსი ასევე მოიცავს Photoshop-ში რენდერის დამუშავებას, რაც დაგეხმარება საბოლოო ვიზუალის დახვეწაში. სწავლების პროცესში შექმნი სხვადასხვა ტიპის ინტერიერს და თითოეულ ეტაპზე მიიღებ მენტორის უკუკავშირს. ვისთვის არის განკუთვნილი კურსი ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის კურსი?კურსი განკუთვნილია ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის სტუდენტებისთვის, დამწყები დიზაინერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს ინტერიერის 3D ვიზუალიზაციის სწავლა. პროგრამირების ან დიზაინის გამოცდილება სავალდებულო არ არის — საკმარისია ინტერესი და შემოქმედებითი ხედვა. 
1 თვე

ვიდეო მონტაჟი (Adobe Premiere Pro)-ს კურსი

500

1
650
ვიდეო მონტაჟის კურსის განმავლობაში ისწავლი რეჟისურასა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამას – Adobe Premiere Pro-ს. გაეცნობი იმ წესებს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვა მონტაჟის პროცესში, ასევე გაიგებ, როდის არის მართებული მონტაჟის წესების დარღვევა. კურსის დასრულების შემდეგ სრულყოფილად გეცოდინება სამონტაჟო პროგრამის ტექნიკური მხარე. მიღებული ცოდნით შეძლებ, რომ დასაქმდე ტელევიზიაში, სარეკლამო სააგენტოში ან ფრილანს.რატომ უნდა აირჩიო ვიდეო მონტაჟის კურსი?ვიდეო ედითინგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და შემოქმედებითი პროფესიული მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ ცოდნასა და ვიზუალურ აზროვნებას. ჩვენი ვიდეო მონტაჟის კურსი (Adobe Premiere Pro) დაგეხმარება აითვისო ვიდეო კონტენტის შექმნის ყველა ეტაპი — მონტაჟის საბაზისო პრინციპებიდან მაღალ დონემდე.კურსის განმავლობაში გაეცნობი ვიდეო ედითინგის მთავარ წესებსა და ტექნიკას, გაიგებ როგორ უნდა შექმნა ვიზუალურად დინამიკური, ემოციური ვიდეოები და როგორ გამოიყენო Adobe Premiere Pro — პროგრამა, რომელსაც იყენებენ წამყვანი მედიაკომპანიები, სააგენტოები და YouTube-ის კონტენტ კრეატორები. მენტორი გაგიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც დაგეხმარება, შექმნა მაღალი ხარისხის ვიდეოები, ისწავლო ფერის კორექცია, აუდიოს ბალანსირება, ეფექტები და ანიმაციები.რას ისწავლი კურსზე?კურსი დაყოფილია 10 ლექციად და თითოეული მათგანი დაგეხმარება პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში. პირველივე ლექციებიდან შეისწავლი ვიდეო მონტაჟის ექვს ძირითად პრინციპს და გაეცნობი Adobe Premiere Pro-ს სამუშაო გარემოს, ინსტრუმენტებსა და პარამეტრებს. ისწავლი ფაილების იმპორტს, ორგანიზებასა და მონტაჟისთვის მომზადებას.შემდეგ ეტაპებზე ისწავლი აუდიო მასალასთან მუშაობას — როგორ მოახდინო აუდიო ტრეკების კორექცია, გამოიყენო ეკვალაიზერი და Essential Sound პანელი, შექმნა სწორად დაბალანსებული აუდიო. შეისწავლი ფერის კორექციის საფუძვლებს, მოირგებ Lumetri Color პანელს და გაიგებ, როგორ შეცვალო ვიდეოს ატმოსფერო და ემოცია ფერებით.კურსის ბოლოს დაეუფლები Color LUT-ების გამოყენებას, ტრანზიციის პრესეტების იმპორტს და შექმნი საკუთარ ვიდეო ნამუშევარს — სრულად დამუშავებულ, მონტაჟირებულ და ეფექტებით გაჯერებულ პროექტს, რომელსაც წარმოადგენ მენტორის წინაშე.ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?კურსი იდეალურია დამწყები ვიდეო ედითორებისთვის, სტუდენტებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის, სარეკლამო სააგენტოების თანამშრომლებისთვის და ყველასთვის, ვინც სურს ისწავლოს ვიდეო მონტაჟი.თუ გსურს შექმნა სოციალური მედიისთვის ვიზუალურად გამორჩეული ვიდეოები, საკუთარი YouTube არხის კონტენტი ან იმუშაო მედიაში და სააგენტოებში, ეს კურსი დაგეხმარება მიზნის მიღწევაში.მენტორი:ნიკოლოზ ჯალაღონია2012 წლიდან მუშაობს, როგორც მოძრავ, ასევე სტატიკურ გამოსახულებაზე.2014 წელს დაიწყო მუშაობა ვიდეო მონტაჟზე. 2016 წლიდან სრულად გადაერთო ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის მიმართულებით.2019 წლიდან აქტიურად ასწავლის მოუშენ დიზაინს სხვადასხვა სასწავლო პლატფორმებში. ამჟამად მუშაობს, ფრილანსერად და საკუთარ პროექტებზე ანიმაციის კუთხით.თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 2015 წელს მონაწილეობას იღებდა დოკუმენტური ფილმების გადაღებაში. 2016 წელს იყო გადაღების რეჟისორი ჯგუფი - ,,სინათლის წელიწადისა“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტის.FAQs:რა პროგრამას შევისწავლი კურსზე? - კურსის განმავლობაში შეისწავლი Adobe Premiere Pro-ს — ვიდეო მონტაჟის სფეროში ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე მოთხოვნად პროგრამას მსოფლიოში.რამდენ ხანს გრძელდება ვიდეო მონტაჟის კურსი? - კურსი გრძელდება 1 თვე და მოიცავს 10 პრაქტიკულ ლექციასშემიძლია თუ არა კურსის ონლაინ რეჟიმში გავლა? - დიახ, ვიდეო მონტაჟის კურსი ტარდება ონლაინ რეჟიმშისაჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსი განკუთვნილია დამწყებთათვისაც, პრაქტიკული დავალებები კი დაგეხმარება ცოდნის სწრაფად გამყარებაში.სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ მუშაობას ტელევიზიასა და სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოებში ან ფრილანსერად - როგორც ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი.
2 თვე

ბრენდ დიზაინის კურსი

480

1
600
ბრენდ დიზაინი არის ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესი, რომელიც აერთიანებს ლოგოს, ფერებს, ტიპოგრაფიას, გრაფიკულ ელემენტებსა და სხვა ვიზუალურ კომპონენტებს. მისი მიზანია ბრენდის უნიკალურობის გამოხატვა, დამახსოვრებადი იმიჯის შექმნა და კომუნიკაციის თანმიმდევრულობა ყველა პლატფორმაზე.ბრენდ დიზაინი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოგოს შექმნით, ის მოიცავს პროდუქტის შეფუთვას, ვებგვერდის ვიზუალს, სოციალური მედიის სტილს, რეკლამებსა და ნებისმიერ სხვა ელემენტს, რომლის საშუალებითაც ბრენდი გამოირჩევა კონკურენტებისგან. მოკლედ, ბრენდ დიზაინი არის ბრენდის “სახე და ხასიათი”, რომელიც ვიზუალურად აღიქმება ხალხის მიერ.ბრენდ დიზაინის კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა ბრენდის უნიკალური იდენტობა. რატომ უნდა აირჩიო ბრენდ დიზაინის კურსი?ბრენდ დიზაინის კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ იქმნება ძლიერი ბრენდინგი, რომელიც კომპანიებს უნიკალურ სახეს აძლევს. კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ უნდა აქციო იდეა ვიზუალურ ენად: როგორ შექმნა ლოგო, აირჩიო ფერები და ტიპოგრაფია ისე, რომ შედეგი დასამახსოვრებელი იყოს.თუ გსურს, იყო ის ადამიანი, ვინც ქმნის ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და აერთიანებს შემოქმედებითობასა და სტრატეგიას, ეს კურსი სწორედ შენთვისაა. რას ისწავლი ბრენდ დიზაინის კურსზე?ბრენდის დიზაინის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა ჩამოაყალიბო კონცეფცია, იდეა და მის საფუძველზე ვიზუალი. გაეცნობი ბრენდის დიზაინის ძირითად პრინციპებს. ისწავლი ლოგოტიპისთვის სწორი სტილის შერჩევას, გრაფიკულად აგებას, ფერების, ტიპოგრაფიის და გრაფიკული ელემენტების მოფიქრებას.ვისთვის არის განკუთვნილი ბრენდ დიზაინის კურსი?ბრენდ დიზაინის კურსი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება დიზაინით შექმნა ბრენდის იდენტობა.მენტორი:თაკო ჭაბუკიანიბრენდ დიზაინერი, არტ დირექტორიმისი პირველი შეხება დიზაინთან 2009 წლიდან იწყება. შთაგონების წყარო ფილმი „A Scanner Darkly“ გახდა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების კეთება. საქართველოში არსებული ყველა დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ცოდნის მიღება საზღვარგარეთ განაგრძო. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის მოდის ფაკულტეტი. მისი მომდევნო ეტაპი იყო ლონდონი, შილინგტონის კოლეჯი. მაგისტრატურა კი ლონდონის კომუნიკაციების კოლეჯში დაასრულა – დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციისთვის.პირველი სამსახური დაიწყო ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე, გია ბოხუას მენტორობით. 2 წლის შემდეგ კი უფროსი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ სტუდიას, პრაგმატიკას, სადაც იყო არტ დირექტორი.ამჟამად მუშაობს ფრილანს ბრენდ დიზაინერად საერთაშორისო პროექტებზე. აქვს მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება შემდეგ კომპანიებში: ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ჯიპა, თავისუფალი უნივერსიტეტი, Skillshare, Miami Ad School და მალე მისი კურსები დაიდება Domestika-ს პლატფორმაზე.უმუშავია შემდეგ ბრენდებზე: საქართველოს კაპიტალი, თიბისი ბანკი, Future Kimonos, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, წინანდლის ფესტივალი, Wattle Cloud, Phubber, Rapid Response, Impossible Code და ა.შ.ინდივიდუალური პროექტები: Georgia made by characters, Georgia Capital logo development, Phubber, Future Kimonos apparel design, Rapid response, Impossible code, Wattle Cloud logo development.FAQsრას მოიცავს ბრენდ დიზაინის კურსი? - კურსი მოიცავს ყველა იმ კომპონენტის შესწავლას, რაც ქმნის წარმატებული ბრენდის იდენტობას. კურსზე გაივლი თემებს, როგორიცაა ლოგოტიპის შემუშავება, იდეების გენერირება, ტიპოგრაფიის პრინციპები,  და ბადეებისაჭიროა თუ არა დიზაინის ცოდნა კურსზე მოსახვედრად? - კურსის გასავლელად საჭიროა ისეთი პროგრამების ფლობა, როგორიცაა Adobe Illustrator და Adobe Photoshopრამდენ ხანს გრძელდება ბრენდ დიზაინის კურსი? - ბრენდ დიზაინის კურსი 1 თვის განმავლობაში გრძელდება და 10 ლექციას მოიცავსმივიღებ თუ არა სერტიფიკატს ბრენდ დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებსად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე დიზაინ სტუდიებში, სააგენტოებში და სხვადასხვა კომპანიაში
1 თვე

SEO-ს კურსი: საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია

450

1
600
SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის პროცესი, რომელიც ვებგვერდებს საშუალებას აძლევს მომხმარებლებმა უფრო მარტივად აღმოაჩინონ.SEO მოიცავს სტრატეგიას, სტრუქტურას, ტექსტებსა და სიგნალებს, რომლებიც საძიებო სისტემებს აჩვენებს, რომ შენი გვერდი მნიშვნელოვანია და საძიებო შედეგებში მოწინავე პოზიციაზე უნდა გამოჩნდეს.SEO კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი Google-ისა თუ სხვა საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე. რატომ უნდა ისწავლო SEO?საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ, დაგეგმო ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიები Google-ში მოწინავე პოზიციის დასაკავებლად. გეცოდინება, როგორ უნდა გამოიყენო საკვანძო სიტყვები ისე, რომ ვებგვერდზე ვიზიტორთან რაოდენობა გაზარდო. საბოლოოდ კი შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებითრას ისწავლი SEO ოპტიმიზაციის კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ დაარისერჩო ქივორდები და როგორ გაიყვანო ნებისმიერი ვებგვერდი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციებზე. შეისწავლი On-Page SEO-ს, ტექნიკური SEO-ს, Off-Page SEO-სა და Local SEO-ს პრინციპებს.გაეცნობი ყველა იმ სტრატეგიას, რომლებსაც თანამედროვე SEO-ს სპეციალისტები იყენებენ. ვისთვის არის განკუთვნილი სეო ოპტიმიზაციის კურსი?SEO ოპტიმიზაციის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა ან გაეცნოს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პრაქტიკას. სეო ოპტიმიზაციის კურსი შესაფერისია როგორც დამწყებთათვის, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გამოცდილება SEO-ში, ასევე მათთვის, ვინც უკვე მუშაობს ციფრულ მარკეტინგში და სურს გააძლიეროს ცოდნა ონლაინ სტრატეგიების დაგეგმვასა და ვებგვერდების ოპტიმიზაციაში.დიმიტრი ჭიჭინაძე ჩემი მიზანია, შევქმნა მეტი პროფესიონალი ქართულ ციფრულ სამყაროში და SEO ინდუსტრიაში.“კონკრეტულად SEO-სადმი ინტერესი 2019 წელს გაუჩნდა. 2013-2015 წლებში მუშაობდა Football Insider-ში ჯერ სოციალური მედიის მენეჯერის, შემდეგ კი პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.2019 წელს დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. მაგისტრატურაზე იმავე განხრით განაგრძო სწავლა.ამჟამად Making Science • Sweeft-ის Senior SEO სპეციალისტია. არის MyDataNinja-ს ციფრული მარკეტინგის გუნდის წევრი. მუშაობს რამდენიმე ქართულ და საერთაშორისო პროექტზე.უმუშავია შემდეგ კომპანიებთან: Finpanda, Citrus.ge, Fanebi.Com, Football Insider, The Redmen და ა.შFAQsრა უნარებს ვსწავლობთ SEO კურსზე? - კურსის განმავლობაში შეისწავლი On-Page SEO-ს, Technical SEO-ს, Off Page SEO-ს, Local SEO-სა და საერთაშორისო SEO-ს ძირითად საკითხებს. გაიგებ, როგორ უნდა გააკეთო ქივორდების კვლევა და როგორ გაანალიზო შენი ვებ-გვერდის კონკურენტები.რამდენ ხანს გრძელდება SEO ოპტიმიზაციის კურსი? - კურსი 10 ლექციას მოიცავს და 1 თვის განმავლობაში გრძელდებასაჭიროა თუ არა გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსზე მოსახვედრად არანაირი წინასწარი გამოცდილება არ არის საჭიროშევძლებ თუ არა ვისწავლო Google-ში რეკლამების გაშვება? - დიახ, შეძლებთ. კურსის ბოლო სამი ლექცია ეხება რეკლამების გაშვებას (SEM-ს)გაიცემა თუ არა სერტიფიკატი SEO-ს კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ სერტიფიტაკსსად შეიძლება მუშაობა SEO ცოდნით? - SEO ცოდნით შეგიძლია გახდე ფრილანსერი ან მუშაობა დაიწყო ციფრული მარკეტინგის სააგენტოებში, სტარტაპებში, IT კომპანიებში. შესაძლებლობა გექნება, SEO უნარებით თავად შექმნა შენი საკუთარი ბიზნესი.
1 თვე

ციფრული პროექტების მართვის კურსი

400

1
700
ციფრული პროექტების მართვის კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს (Agile, Scrum, Kanban, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები). მენტორი გაგიზიარებს იმ მასალებს და პლატფორმებს, რომლებიც შენს კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გეცოდინება ყველა ის ხელსაწყო, რომლებსაც დღეს წარმატებული კომპანიები იყენებენ. გექნება საკმარისი ცოდნა, რათა დაიწყო კარიერა ამ სფეროში.რატომ უნდა ისწავლო ციფრული პროექტების მართვა?თანამედროვე ციფრული სამყარო სწრაფად იცვლება — კომპანიები მუდმივად ეძებენ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ პროექტების წარმატებულად განხორციელებას. სწორედ ამიტომ არის ციფრული პროექტების მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი დღეს. Agile და Scrum მეთოდოლოგიების ცოდნა მოგცემს საშუალებას გაუმკლავდე ცვლილებებს, მართო გუნდი ეფექტურად და მიაღწიო შედეგს ხარისხის დაკარგვის გარეშე. კურსზე ისწავლი არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ პრაქტიკულ მიდგომებსაც, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე გლობალური კომპანიები — მაგალითად, Exadel, EPAM Systems და Deloitte. მენტორების დახმარებით ისწავლი, როგორ გახდე არა მხოლოდ პროექტის მენეჯერი, არამედ სტრატეგიული ლიდერი, რომელიც გუნდის გადაწყვეტილებებს ბიზნესის მიზნებთან აკავშირებს. რას ისწავლი კურსზე?ციფრული პროექტების მართვის კურსზე ისწავლი პროექტის მენეჯმენტის ძირითადი ელემენტების ამოცნობას.გაივლი პროექტის ციკლის ყველა ეტაპს და გაეცნობი ძირითად დაგეგმვის ინსტრუმენტებს (Project Charter, WBS).ასევე მეთოდოლოგიებს:Waterfall;Agile;Agile-სა და Waterfall-ის შედარება;Scrum-ის ძირითადი პრინციპები;სხვა Agile ჩარჩოების (XP, Kanban, Lean, DSDM და სხვ.) ძირითადი პრინციპები;ვისთვის არის განკუთვნილი ციფრული პროექტების მართვის კურსი?ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ პროექტების მართვა და სურთ კარიერის ამ კუთხით გაგრძელება.დამწყები/გამოცდილი პროექტ მენეჯერებისთვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება და აინტერესებთ პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტი (Agile, Scrum, Kanban და სხვა მიდგომები, პრაქტიკები, მეთოდოლოგიები და მეთოდები).ყველასთვის, ვისაც სურს ციფრულ სფეროში კარიერის გაგრძელება, აქვთ ზოგადი წარმოდგენა ციფრულ სამყაროზე და სჭირდებათ მეტი ინფორმაცია კარიერის შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.FAQs:რას მოიცავს ციფრული პროექტების მართვის კურსი? - კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს.საჭიროა თუ არა გამოცდილება სწავლის დასაწყებად? - სწავლის დასაწყებად გამოცდილება საჭირო არ არის.რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 12 ლექციას.რა სერტიფიკატს მივიღებ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ინგლისურენოვან სერტიფიკატს.სად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში შემდეგ პოზიციებზე: Project Manager / Junior Project Manager, Scrum Master, Product Coordinator / Product Owner Assistant, Digital Project Coordinator, Agile Project Assistantმენტორი:ივერი ღოლიჯაშვილიპროექტების მენჯერი“დიდი მიღწევები იწყება პატარა ნაბიჯებით და წარმატება მოდის მაშინ, როდესაც გაბედულად მიიწევთ წინ და არ უშინდებით შეცდომებს.ჩემი, როგორც მენტორის, მიზანია, სტუდენტებს ვასწავლო, როგორ შეუძლია პროექტის მენეჯერის თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად განსაზღვროს პროექტის წარმატება, და როგორ უნდა მიიღონ გააზრებული არჩევანი თითოეულ ეტაპზე”. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში დაამთავრა ბაკალავრიატი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით, სპეციალობით IT მენეჯმენტი, სადაც აქტიურად მუშაობდა ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მართვის კუთხით, ახლა კი სწავლას აგრძელებს მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტში (IBSU). 5 წელზე მეტია დასაქმებულია პროექტების მართვის სფეროში. რა დროშიც წარმატებით წარმართა 20-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში, როგორებიცაა: განათლების ტექნოლოგიები, ფინანსები და გადასახადები, ტელეკომუნიკაციები და გართობა, საჯარო სექტორი, ესთეტიკური მედიცინა, მენტალური ჯანმრთელობა და სხვა.  პირველი სამუშაო ადგილი იყო Leavingstone, 2019 წელს, სადაც მუშაობდა მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე და მართავდა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, მათ შორის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC), თეგეტა მოტორსის, სილქნეთის, აპტოსისა და რამდენიმე ჰოლანდიელ კლიენტის პროექტებს. ამის შემდეგ, 2021 წელს შეუერთდა EPAM Systems-ს Business Analyst-ის როლში, სადაც მუშაობდა Liberty Global-ის პროექტზე.  ამჟამად კი დასაქმებულია Exadel-ში Delivery Manager-ის პიზიციაზე, სადაც მართავს პროექტების მიწოდების პროცესს და ზრუნავს გუნდის ეფექტურ მუშაობაზე.  იყო Google DevFest 2022-ის ორგანიზატორი, Google DevFest 2023-ის მოწვეული სპიკერი და საქართველოში პირველი Agile სამიტის AgileXchange-ის ორგანიზატორი და სპიკერი.  ჩატარებული აქვს რამდენიმე საჯარო მასტერკლასი Agile Project Management-ის, Scrum Facilitation Skills-ისა და Scrum with Kanban-ის მიმართულებით. უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Frontline Education, Deloitte, Liberty Global, Yes We Can Clinics, სილქნეთი, თეგეტა მოტორსი, Aptos, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, 2 ნაბიჯი, სურსათის ეროვნული სააგენტო ინდივიდუალური პროექტები: Frontline Education Accelify, Deloitte K-1G, Virgin Media, Horizon Go, Ziggo, Yes We Can Campfire, My Silknet. სერტიფიკატები: Professional Scrum Master (PSM1, PSM2) – Scrum.org, Professional Scrum with Kanban (PSK1) – Scrum.org, SAFe® 5 Agilist და SAFe® 5 Advanced Scrum Master – Scaled Agile Inc., PMI Agile Certified Practitioner (PMI-ACP)® – Project Management Institute-ის (PMI). FAQs:რას მოიცავს ციფრული პროექტების მართვის კურსი? - კურსის განმავლობაში გაიუმჯობესებ პროექტის მართვასთან დაკავშირებულ ცოდნას. გაიგებ, რა განსხვავებაა პროექტების მართვის მეთოდოლოგიებს შორის და რატომ ირჩევენ ამა თუ იმ ფრეიმვორქს. გაეცნობი პროდუქტის ეჯაილ დეველოპმენტს.საჭიროა თუ არა გამოცდილება სწავლის დასაწყებად? - სწავლის დასაწყებად გამოცდილება საჭირო არ არის.რამდენ ხანს გრძელდება კურსი? - კურსი გრძელდება 2 თვე და მოიცავს 12 ლექციას.რა სერტიფიკატს მივიღებ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებთ ინგლისურენოვან სერტიფიკატს.სად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლია დასაქმდე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში შემდეგ პოზიციებზე: Project Manager / Junior Project Manager, Scrum Master, Product Coordinator / Product Owner Assistant, Digital Project Coordinator, Agile Project Assistant

ტექ რეკრუტინგის კურსი

450

1
700
ტექ რეკრუტინგის კურსის განმავლობაში გაეცნობი რეკრუტინგის თანამედროვე მიდგომებს და საერთაშორისო სტანდარტებს. გაივლი ყველა ეტაპს რეკრუტინგის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.ისწავლი, როგორ უნდა შეადგინო სამუშაოს აღწერილობა კანდიდატისთვის, როგორ უნდა მოიძიო საუკეთესო კანდიდატი, როგორ უნდა დაამყარო მასთან სწორი კომუნიკაცია. გაიგებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კანდიდატის გამოცდილება და რა როლს ასრულებს ის დამსაქმებლის ბრენდის შენებაში. გარდა ამისა, დეტალურად გაეცნობი ძირითად ტექ პოზიციებს, მათ ფუნქციონალს და სამუშაო აღწერილობას.პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები Linkedin – ის საძიებო ალგორითმებს და ინტერვიუს სწორად წარმართვის ტექნიკას.კურსის ბოლოს შენთვის კარგად ნაცნობი იქნება რეკრუტინგის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.რატომ უნდა აირჩიო ტეჩ რეკრუტინგი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?თუ გსურს კარიერა IT რეკრუტინგის ან ტექნოლოგიური HR-ის მიმართულებით, ეს კურსი დაგეხმარება ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეულად შესწავლაში და სწორი კანდიდატების შერჩევის უნარის განვითარებაში. კურსი აერთიანებს როგორც თეორიას, ისე პრაქტიკულ დავალებებს — კურსის განმავლობაში ისწავლი LinkedIn ალგორითმებით, პოზიციების შეფასებითა და ინტერვიუს მართვის ტექნიკით მუშაობას.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში შეისწავლი რეკრუტინგის სრულ ციკლს, თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. გაეცნობი ტექ პოზიციებსა და პროგრამულ ენებს, ისწავლი LinkedIn-ზე და GitHub-ზე კანდიდატების ძიებას, Boolean და X-Ray ალგორითმებს, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკასა და AI ხელსაწყოების გამოყენებას რეკრუტინგში.ვისთვის არის განკუთვნილი ტექ რეკრუტინგის კურსი?კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი HR სპეციალისტებისთვის, რეკრუტერებისთვის და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს ისწავლოს IT სფეროში ტალანტების მოძიებისა და შერჩევის თანამედროვე მეთოდები.მენტორი:დიანა ბერიაშვილიტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერი(Tech Talents Acquisition Manager)  ,,ჩემი მიზანია, სტუდენტებმა ძალიან კარგად დაინახონ რამდენად დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ თითოეული კანდიდატისთვის და კომპანიისთვის, რომელშიც მუშაობენ”.დაასრულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბაკალავრი) და GIPA (მაგისტრატურა) საერთაშორისო ურთიერთობების განხრით.მიუხედავად ამისა, მალევე შეიცვალა პროფესია და საკუთარი უნარების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის (HR) კუთხით განაგრძო. დიპლომატიის გამოცდილება კი ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან დაეხმარა.2008 წელს დაიწყო პირველი სამსახური HR მენეჯერის პოზიციაზე.2014 წლამდე თანამშრომლობდა რამდენიმე კომპანიასთან გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში.2014 – 2018 წლებში მუშაობდა აიდიეს ბორჯომი თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.2018 წელს კი მუშაობა დაიწყო ევოლუშენში, Talent Acquisition Specialist – ის  პოზიციაზე, სადაც შეხება ჰქონდა, როგორც Mass რეკრუტინგთან, ასევე საოპერაციო მაღალ და საშუალო პოზიციებთან.2021 წელს შეუერთდა DataArt – ის გუნდს, სადაც დღემდე მუშაობს ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერად.FAQs:რა თემებს მოიცავს Tech Recruiting კურსი? - ტექ რეკრუტინგის კურსი მოიცავს რეკრუტინგის სრულ ციკლს, ტექ პოზიციების, პროგრამული ენებისა და Framework-ების განხილვას, LinkedIn ძიების ალგორითმებს, ინტერვიუს ტექნიკებს და AI ინსტრუმენტების გამოყენებას HR-შისაჭიროა თუ არა HR გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, HR გამოცდილება არ არის აუცილებელი — კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ისე მათთვის, ვისაც სურს კარიერული წინსვლარამდენ ხანს გრძელდება ტექ რეკრუტინგის კურსი? - კურსი გრძელდება თვე-ნახევარს და მოიცავს 12 ინტენსიურ ლექციასრა სერტიფიკატს მივიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ მიიღებ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინგლისურენოვან სერთიფიკატსსად შემიძლია დავსაქმდე კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ დასაქმებას როგორც ტექ კომპანიებში, ასევე HR სააგენტოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, სადაც ტექნოლოგიური ტალანტების მოზიდვაა საჭირო.
2 თვე

Product owner -ის კურსი

500

1
1000
Product Owner-ის როლი თანამედროვე ტექნოლოგიურ კომპანიებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პასუხისმგებელია პროდუქტის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და გუნდთან კომუნიკაციის ეფექტურობაზე. Product Owner-ის კურსის ფარგლებში დაეუფლები პრაქტიკულ უნარებს, გაიგებ პროდუქტის ცხოვრების ციკლის ყველა ეტაპს და შეიძენ ცოდნას, რომელიც დაგეხმარება წარმატებით შეასრულო Product Owner-ის როლი ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში.რატომ უნდა აირჩიო Product Owner-ის კურსი?Product Owner-ის კურსი გაძლევს შესაძლებლობას დაეუფლო პროდუქტზე ფოკუსირებულ სტრატეგიულ აზროვნებას, შეისწავლო Agile მეთოდოლოგიის ეფექტური გამოყენება, გაიგო პროდუქტის განვითარების პროცესი დეტალურად და განავითარო პრაქტიკული უნარები.რას ისწავლი Product Owner-ის კურსზე?კურსი დაგეხმარება ეფექტურად შეასრულო Agile მეთოდოლოგიის მიხედვით Product Owner-ის როლი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციში.დაეუფლები Product Owner-ისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს. ვისთვის არის განკუთვნილი Product Owner-ის კურსი?კურსი განკუთვნილია აქტიური პროფესიონალებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, გუნდის ლიდერებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს Product Owner-ის როლის შესასრულებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გააუმჯობესოს და გააღრმავოს პროფესიული უნარები პროდუქტის მართვის სფეროში.მენტორი:ანა გოროზია Product Owner/Product Manager ,,დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზა არის გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. თუ ჯერ ვერ იპოვეთ, განაგრძეთ ძებნა! ნუ გაჩერდებით!“ Product management-ის და Software development-ის სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში შეცდომების დაშვებასა და ამ შეცდომებზე სწავლის შედეგად დიდი გამოცდილება დააგროვა. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესი–ადმინისტრირების მიმართულებით. სწავლა განაგრძო იმავე უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მაგისტრატურაზე ჩააბარა კავკასიის ბიზნეს სკოლაში. ერასმუსის გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო რუმინეთში. ცოდნის მიღების პროცესი ამით არ დაუსრულებია და სტენფორდის უნივერსიტეტში გაიარა კურსი – ’’How to think like a successful Product Manager“.  აქვს შემდეგი სერტიფიკატები: Professional Scrum product Owner (PSPO I, PSPO II) Scaled Agilist Certification, Certified Product Manager- AIPMM The Association of International Product Marketing and Management. მისი, როგორც Product Owner-ის და გუნდის ლიდერის ამპლუაში მუშაობა თიბისი ბანკში დაიწყო. თიბისიში კომპლექსური გამოცდილება მიიღო. მისი მიზანი იყო მაქსიმალურად გაემარტივებინა თანამშრომლების სამუშაო პროცესი და მომხმარებლის ყოველდღიურობა. ამ ყველაფერს კი ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვით აღწევდა.  ამჟამად მუშაობს Test IO-ში, Epam Systems-ის შვილობილ კომპანიაში, რომელიც არის გლობალური ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის Crowd testing სერვისის მიწოდებაში – ეხმარება კომპანიებს უზრუნველყოს ხარისხიანი გამოცდილება მათი მომხმარებლებისთვის.  როგორ Product Manager-ი ფოკუსირებულია ახალი პროდუქტების, ფუნქციების შემუშავებაზე, რომლებიც წყვეტს პრობლემებს შიდა და გარე მომხმარებლისთვის.FAQs:რა არის Product Owner-ის მთავარი მოვალეობები? - Product Owner-ის მთავარი მოვალეობაა Agile გუნდში  იყოს მომხმარებლის ინტერესების წარმომადგენელი. ის პასუხისმგებელია პროდუქტის ღირებულების მაქსიმიზაციაზე. საჭიროა თუ არა Agile გამოცდილება Product Owner-ის კურსზე მოსახვედრად? - სავალდებულო არ არის. მაგრამ სასურველია, გქონდეს ძირითადი ცოდნა Agile და Scrum პრინციპების შესახებ.რამდენ ხანს გრძელდება Product Owner-ის კურსი? - Product Owner-ის კურსი 2 თვეს გრძელდება და 14 ლექციას მოიცავსგაიცემა თუ არა სერტიფიკატი? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატისად შევძლებ დავსაქმდე Product Owner-ის ცოდნით? - Product Owner-ის ცოდნით შეძლებთ დასაქმდეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, სტარტაპებში, ბანკებში და ნებისმიერი ორგანიზაციაში, რომელიც ქმნის ან მართავს პროდუქტებს.

UI/UX დიზაინის კურსი

700

1
1000
ადამიანები დღეში უამრავ ვებგვერდსა და აპლიკაციას ვიყენებთ. თუმცა, საბედნიეროდ, ბევრ დროს იმაში არ ვხარჯავთ, რომ საძიებო ველი ან ფოტოს დამატების ფუნქცია ვიპოვოთ. ეს ჩვენ უკვე ვიცით. რანაირად? ამას ერთი პასუხი აქვს - UI/UX დიზაინერები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი საყვარელი ვებგვერდებისა და აპლიკაციების დიზაინს ქმნიან. ეს დიზაინი კი ჩვენთვის ნაცნობი, კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელია. UI/UX დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ შექმნა ასეთი დიზაინი. რატომ უნდა შეისწავლო UI/UX დიზაინი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?UI/UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნას. რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში ისწავლი ყველა იმ საკითხს, რომლის ცოდნაც აუცილებელია UI & UX დიზაინერად მუშაობისთვის. დაეუფლები Figma-ს ნულიდან. გაეცნობი მთლიან UX პროცესს და დიზაინ მიდგომებს. გაიგებ, რას ნიშნავს მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული დიზაინი და მარტივი ნავიგაცია.ყოველი შეხვედრის შემდეგ მიღებული პრაქტიკული სამუშაოები და რეალური მაგალითების განხილვა სრულყოფილ ცოდნას შეგიქმნის ამ პროფესიის შესახებ. ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?UI/UX დიზაინის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა UI/UX დიზაინერად. ნიკა ქვაცაბაია, UI/UX დიზაინერიდავამთავრე საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის 4 კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამ სფეროს მიმართ კი ინტერესი ზუსტად 4 წლის წინ გამიჩნდა. პირველად, 2020 წელს გადავწყვიტე UX დიზაინის საფუძვლიანად შესწავლა. მაქვს UI/UX დიზაინის მენტორობის გამოცდილება Digital room-ში, სადაც სტუდენტებს ინდივიდუალურად ვასწავლიდი. ამჟამად ვარ ფრილანსერი და UI/UX დიზაინის კურსის ლექტორი BTU-ში.მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:ყურადღება მიაქციე მომხმარებლის გამოცდილებასა და საჭიროებებს, და არა პირად ინტერესებსა თუ სურვილებს.კურსის დასრულების შემდეგ…დამოუკიდებლად შეძლებ ციფრული პროდუქტების დიზაინის შექმნასმენტორი:ნიკა ქვაცაბაიაUI/UX დიზაინერი “როგორც UI/UX დიზაინის მენტორი, ჩემი მიზანია, სტუდენტებს გავუზიარო, როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ცოდნა UI/UX დიზაინში. ჩვენი სასწავლო გარემო მაქსიმალურად მიახლოებული იქნება რეალურ სამუშაო გარემოსთან, რათა უკეთ დაეუფლოს თითოეული მათგანი ამ პროფესიას და გამოიყენოს შეძენილი უნარები დამსაქმებლებთან. მთავარი მიზანია, გავაცნო დღესდღეობით ყველაზე ცნობილი მეთოდები, რომლის დახმარებითაც წარმართავენ UX პროცესს, ეს არის მეთოდები, რომლებსაც იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Google”.  დაამთავრა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის 4 კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ამ სფეროს მიმართ კი ინტერესი ზუსტად 4 წლის წინ გაუჩნდა. სანამ უშუალოდ ამ სფეროთი დაინტერესდებოდა, გატაცებული იყო ვექტორული გრაფიკის შექმნით და ცდილობდა Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის დახმარებით ფურცლიდან ნახატები გაეციფრულებინა და ილუსტრაციები შეექმნა. შემდეგ დაინტერესდა ვებსაიტებისა და მისი მობილური ვერსიის შექმნით და თავადაც იღებდა მონაწილეობას კოდინგის ნაწილში. ქმნიდა საიტებს და ჰყავდა დამკვეთებიც, რომლებიც მარტივ ვებსაიტებს უკვეთავდნენ. საბოლოოდ, შეძლო ყველა ნამუშევარი, რაც აქამდე ვექტორული გრაფიკის სახით ჰქონდა შექმნილი, სხვა მიმართულებასთან შეერწყა და საბოლოოდ აირჩია ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ინტერესს უჩენდა ყოველი პროექტის შექმნისას და ეს იყო – UX დიზაინი.პირველად, 2020 წელს გადაწყვიტა UX დიზაინის საფუძვლიანად შესწავლა, ამიტომ Udemy-ზე UX დიზაინის კურსები შეიძინა და შემდეგი 4 წლის განმავლობაში პროექტებზეც დაიწყო მუშაობა.  ამის შემდეგ თავადაც იყო UI/UX დიზაინის ლექტორი Digital room-ში, სადაც სტუდენტებს ინდივიდუალურად ასწავლიდა. უშუალოდ ამ სფეროში სწორედ 2020 წლიდან არის დასაქმებული, ამჟამად კი არის ფრილანსერი და UI/UX დიზაინის კურსის ლექტორი BTU-ში.უმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel. ინდივიდუალური პროექტები: Zipin Georgia, Mymarket, turebi.ge, georgiantravelguide, Felicetravel.FAQsრა პროგრამებს ვსწავლობთ UI/UX კურსზე? - UI/UX დიზაინის კურსის განმავლობაში დაეუფლები Figma-ს ნულიდანრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - UI/UX დიზაინის კურსი კურსი გრძელდება 2 თვეს და ის 14 ლექციას მოიცავს არის თუ არა საჭირო დიზაინში გამოცდილება? - არა, UI/UX დიზაინის კურსზე ყველაფერს ნულიდან ისწავლიმივიღებ თუ არა სერთიფიკატს? - დიახ, UI/UX დიზაინის კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს სად შემიძლია მუშაობა UI/UX ცოდნით? - UI/UX დიზაინის კურსის გავლის შემდეგ შეძლებ გახდე როგორც ფრილანსერი, ასევე დასაქმდე: ციფრულ სააგენტოებში, IT კომპანიებში, ონლაინ პლატფორმებზე და ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ქმნის ვებ-გვერდებს, მობილურ აპლიკაციებს ან სხვა ციფრულ პროდუქტებს.

ქოფირაითინგის კურსი

450

1
600
ქოფირაითინგი კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც სიტყვებით იდეებს აცოცხლებს.ქოფირაითერი უბრალოდ კი არ წერს, არამედ ქმნის ბრენდის ხასიათს და მომხმარებელში ემოციას აღვიძებს.ქოფირაითინგის კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ აქციო იდეა ტექსტად და ამ ტექსტით მომხმარებელს სასურველი ქმედებისკენ უბიძგო. რატომ უნდა ისწავლო ქოფირაითინგის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?Copywriting-ის კურსის დასრულების შემდეგ, გეცოდინება, როგორ დააგენერირო კრეატიული იდეები და როგორ გადმოსცე ისინი გამართული, ლაკონიური ტექსტით.გარდა ამისა, შეძლებ, დასაქმდე ამ მიმართულებით.რას ისწავლი კურსზე?კურსის განმავლობაში გაივლი იმ პროცესს, რასაც ქოფირაითერი ბრიფზე მუშაობისას გადის.გაეცნობი პრინციპებს, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაში.ვისთვის არის განკუთვნილი ქოფირაითინგის კურსი?ქოფირაითინგის კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სიტყვებით იდეების გადმოცემა უყვარს და უნდა, ეს მის პროფესიად აქციოს. ნინო ბალანჩივაძე, ქოფირაითერი2016 წლიდან მუშაობდი ლივინგსტონში, სოც.მედიის დეპარტამენტში ქოფირაითერად. 2019 წელს კი გადაწყვიტა მარკეტერობა და 2021 წლამდე იყო თიბისი ლიზინგის ბრენდ მენეჯერი.ამჟამად არის ფრილანსერი და მუშაობს კერძო შეკვეთებზე. მიმუშავია ისეთ პროექტებსა და ბრენდებზე როგორებიცაა: თბილისი გარდენსი, ტერაბანკი, ტეტესეპტი, ბადაგონი, ფაიზერი, რეპროარტი, თიბისი ლიზინგი. რჩევა,რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:ნუ იბრძვი, რომ იყო საუკეთესო, არამედ ეცადე, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუთმო სრულიად შენი არსება, ისიამოვნო ამ პროცესით. მე არ გირჩევ რომელ პროფესიას გაჰყვე, რადგან შენი გაკეთებული არჩევანებით მოვედი აქამდე და ეს შენი დამსახურებაა, უბრალოდ არაფერზე ინერვიულო, ნუ გგონია, რომ მთელი შენი ცხოვრების პასუხისმგებლობა, რამდენად შემდგარი იქნები, შენ გკიდია კისერზე, შენ ისწავლე, იმუშავე და ისიამოვნე, დანარჩენი შენმა მომავალმა მეებმა იციან.FAQs:რა არის ქოფირაითინგის კურსის მიზანი? - კურსის მიზანია, გასწავლოს, როგორ დააგენერირო კრეატიული იდეები და შეძლო მათი გამართული, ლაკონიური ტექსტით გადმოცემა, რათა შეძლო პროფესიული დასაქმება ამ მიმართულებითრას ვსწავლობთ ქოფირაითინგის კურსზე? - კურსის განმავლობაში გაეცნობი პრინციპებს, რომლებიც ქოფირაითერს ეხმარება ორიგინალური კომუნიკაციის შექმნაშისაჭიროა თუ არა წინასწარი გამოცდილება კურსზე მოსახვედრად? - არა, კურსზე მოხვედრისთვის წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არისრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - ქოფირაითინგის კურსი მოიცავს 1 თვეს - 10 ლექციასგაიცემა თუ არა სერთიფიკატი? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგეცემა სერტიფიკატი
1 თვე

MOTION DESIGN (AFTER EFFECTS CC) კურსი

520

1
650
მოუშენ დიზაინი ანიმაციის ხელოვნებაა. მისი საშუალებით შეგიძლია გრაფიკულ იდეებს სიცოცხლეს შესძინო. მარტივად რომ ვთქვათ, შენი იდეები გააცოცხლო. Motion Design-ის კურსზე ნულიდან ისწავლი, როგორ შექმნა ანიმაცია.რატომ უნდა აირჩიო Motion Design კურსი?Motion Design-ის კურსის გავლის შემდეგ შეძლებ შექმნა მოძრავი გრაფიკა, ვიდეო ანიმაციები და ციფრული ეფექტები, რაც საშუალებას მოგცემს შენი იდეები ეკრანზე გააცოხლო.რას ისწავლი კურსზე?მოუშენ დიზაინის (After Effects CC) კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe After Effects-ის პარამეტრებს ნულიდან.პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობი ანიმაციის ძირითად პრინციპებს. გაიგებ, როგორ უნდა შექმნა სარეკლამო ვიდეო, ახსნითი ანიმაციური ვიდეო (Explainer), ტექსტისა და ლოგოს ანიმაცია.ვისთვის არის განკუთვნილი Motion Design-ის კურსი?კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს, როგორ იქმნება მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია.არ არის საჭირო წინასწარი გამოცდილება, კურსზე ყველაფერს ნულიდან ისწავლი.მენტორის შესახებ:ნიკოლოზ ჯალაღონია, მოუშენ დიზაინერი და ვიდეო მონტაჟის სპეციალისტი2012 წლიდან ვქმნი, როგორც მოძრავი, ასევე სტატიკური გამოსახულებების დიზაინს. 2014 წელს მუშაობა დავიწყე ვიდეო ედითინგის მიმართულებით. 2016 წლიდან სრულად გადავერთე ვიდეო ეფექტების, ანიმაციისა და მოძრავი გრაფიკის სფეროში და მოუშენ დიზაინის კუთხით გავიარე საერთაშორისო კურსები.2019 წლიდან ვარ მენტორიც.ჩემს პორტფოლიოში შეხვდებით შემდეგ კომპანიებს: It Academy Step Georgia, BPN Georgia, რესტორანი “რიგი”, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, გასტრონავტი და სხვა.რჩევა, რომელსაც კარიერის დასაწყისში საკუთარ თავს მივცემდი:მეტი პრაქტიკა!FAQs:რა პროგრამას ვიყენებთ Motion Design-ის კურსზე? - მოუშენ დიზაინის კურსზე ნულიდან ისწავლი After Effects-სრამდენ ხანს გრძელდება კურსი? - მოუშენ დიზაინის კურსი 12 ლექციას მოიცავს და თვე-ნახევარს გრძელდებასაჭიროა თუ არა დიზაინის ცოდნა? - დიზაინის ცოდნა საჭირო არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, დაგეხმარებარა სერტიფიკატს ვიღებ კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ მოუშენ დიზაინის კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატსსად შეიძლება Motion Designer-ის პროფესიით დავსაქმდე? - მოუშენ დიზაინერად შეგიძლია დასაქმდე როგორც სარეკლამო სააგენტოებში, ისე - სხვა დიდ კომპანიებში ან გახდე ფრილანსერი
2 თვე

დაგვიკავშირდი