ბრენდ დიზაინი არის ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნის პროცესი, რომელიც აერთიანებს ლოგოს, ფერებს, ტიპოგრაფიას, გრაფიკულ ელემენტებსა და სხვა ვიზუალურ კომპონენტებს. მისი მიზანია ბრენდის უნიკალურობის გამოხატვა, დამახსოვრებადი იმიჯის შექმნა და კომუნიკაციის თანმიმდევრულობა ყველა პლატფორმაზე.
ბრენდ დიზაინი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლოგოს შექმნით, ის მოიცავს პროდუქტის შეფუთვას, ვებგვერდის ვიზუალს, სოციალური მედიის სტილს, რეკლამებსა და ნებისმიერ სხვა ელემენტს, რომლის საშუალებითაც ბრენდი გამოირჩევა კონკურენტებისგან. მოკლედ, ბრენდ დიზაინი არის ბრენდის “სახე და ხასიათი”, რომელიც ვიზუალურად აღიქმება ხალხის მიერ.
ბრენდ დიზაინის კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა ბრენდის უნიკალური იდენტობა.
ბრენდ დიზაინის კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ იქმნება ძლიერი ბრენდინგი, რომელიც კომპანიებს უნიკალურ სახეს აძლევს. კურსის განმავლობაში ისწავლი, როგორ უნდა აქციო იდეა ვიზუალურ ენად: როგორ შექმნა ლოგო, აირჩიო ფერები და ტიპოგრაფია ისე, რომ შედეგი დასამახსოვრებელი იყოს.
თუ გსურს, იყო ის ადამიანი, ვინც ქმნის ბრენდის ვიზუალურ იდენტობას და აერთიანებს შემოქმედებითობასა და სტრატეგიას, ეს კურსი სწორედ შენთვისაა.
ბრენდის დიზაინის კურსის განმავლობაში გაიგებ, როგორ უნდა ჩამოაყალიბო კონცეფცია, იდეა და მის საფუძველზე ვიზუალი.
გაეცნობი ბრენდის დიზაინის ძირითად პრინციპებს.
ისწავლი ლოგოტიპისთვის სწორი სტილის შერჩევას, გრაფიკულად აგებას, ფერების, ტიპოგრაფიის და გრაფიკული ელემენტების მოფიქრებას.
ბრენდ დიზაინის კურსი არის მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება დიზაინით შექმნა ბრენდის იდენტობა.
თაკო ჭაბუკიანი
ბრენდ დიზაინერი, არტ დირექტორი
მისი პირველი შეხება დიზაინთან 2009 წლიდან იწყება. შთაგონების წყარო ფილმი „A Scanner Darkly“ გახდა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ციფრული ილუსტრაციების კეთება.
საქართველოში არსებული ყველა დიზაინის კურსის გავლის შემდეგ ცოდნის მიღება საზღვარგარეთ განაგრძო. დაამთავრა სამხატვრო აკადემიის მოდის ფაკულტეტი. მისი მომდევნო ეტაპი იყო ლონდონი, შილინგტონის კოლეჯი. მაგისტრატურა კი ლონდონის კომუნიკაციების კოლეჯში დაასრულა – დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციისთვის.
პირველი სამსახური დაიწყო ჯუნიორ დიზაინერის პოზიციაზე, გია ბოხუას მენტორობით. 2 წლის შემდეგ კი უფროსი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა საკუთარ სტუდიას, პრაგმატიკას, სადაც იყო არტ დირექტორი.
ამჟამად მუშაობს ფრილანს ბრენდ დიზაინერად საერთაშორისო პროექტებზე. აქვს მენტორობის მრავალწლიანი გამოცდილება შემდეგ კომპანიებში: ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ჯიპა, თავისუფალი უნივერსიტეტი, Skillshare, Miami Ad School და მალე მისი კურსები დაიდება Domestika-ს პლატფორმაზე.
უმუშავია შემდეგ ბრენდებზე: საქართველოს კაპიტალი, თიბისი ბანკი, Future Kimonos, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, წინანდლის ფესტივალი, Wattle Cloud, Phubber, Rapid Response, Impossible Code და ა.შ.
ინდივიდუალური პროექტები: Georgia made by characters, Georgia Capital logo development, Phubber, Future Kimonos apparel design, Rapid response, Impossible code, Wattle Cloud logo development.
FAQs
რას მოიცავს ბრენდ დიზაინის კურსი? - კურსი მოიცავს ყველა იმ კომპონენტის შესწავლას, რაც ქმნის წარმატებული ბრენდის იდენტობას. კურსზე გაივლი თემებს, როგორიცაა ლოგოტიპის შემუშავება, იდეების გენერირება, ტიპოგრაფიის პრინციპები, და ბადეები
საჭიროა თუ არა დიზაინის ცოდნა კურსზე მოსახვედრად? - კურსის გასავლელად საჭიროა ისეთი პროგრამების ფლობა, როგორიცაა Adobe Illustrator და Adobe Photoshop
რამდენ ხანს გრძელდება ბრენდ დიზაინის კურსი? - ბრენდ დიზაინის კურსი 1 თვის განმავლობაში გრძელდება და 10 ლექციას მოიცავს
მივიღებ თუ არა სერტიფიკატს ბრენდ დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ? - დიახ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატს მიიღებ
სად შევძლებ დასაქმებას კურსის დასრულების შემდეგ? - კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე დიზაინ სტუდიებში, სააგენტოებში და სხვადასხვა კომპანიაში
მზად ხარ?
რა დაგჭირდება სწავლისთვის
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მზად ხარ?
რა დაგჭირდება სწავლისთვის
კურსის დაწყებამდე საჭირო რესურსები მოგიმზადეთ, რაც გაგიმარტივებს სწავლის პროცესს
მათი შთაბეჭდილებები
ჩვენი სტუდენტების შთაბეჭდილებები კურსის შესახებ
გაეცანი წარმატებული სტუდენტების ისტორიებს