ზურა გამგებელის ისტორია: სად მოვხვდი აკადემიაში 3 კურსის გავლის შემდეგ
თარიღი: 24 October, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის ნატალია მუსერიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში არც მეტი არც ნაკლები 3 კურსი გაიარა: ქოფირაითინგის, სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის, ამჟამად კი მუშაობს კომპანია “ბიბლუსში” სოციალური მედიის მენეჯერად.
მე ვარ ზურა გამგებელი, 29 წლის. პატარა ასაკიდანვე დავიწყე მუშაობა და პარალელურად ბევრ სხვადასხვა სფეროში მოვსინჯე საკუთარი თავი.
დიდი ხნის მანძილზე აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და ვმუშაობდი ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ყოველთვის ჩემს თავზე ვიღებდი სოციალური მედიის მართვას, მაგრამ ამ მიმართულებას, როგორც პროფესიას, არასდროს განვიხილავდი. თან მაშინ ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და შესაბამისად, მეც არ მქონდა ბევრი ინფორმაცია იმაზე თუ როგორ შეიძლებოდა საკუთარი თავი განმევითარებინა ამ კუთხით. ამიტომ დიდი ხნის მანძილზე ამ სფეროს გარე ორბიტაზე ვტრიალებდი.
3 წლის წინ, დადგა პერიოდი როცა პროფესიულად გავიჭედე და არ ვიცოდი, რისი კეთება მინდოდა ან საკუთარი თავი სად შეიძლებოდა მეპოვა. სწორედ ამ დროს ჩემმა შეყვარებულმა (სუულ ახალი დაწყებული იყო ჩვენი ლავსთორი), რომელიც გრაფიკული დიზაინერია, მითხრა, რომ ჩემგან კარგი ქოფირაითერი დადგებოდა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის კონკურსის ლინკი გამომიგზავნა, სადაც მონაწილეობა მივიღე და 50%-იან დაფინანსებასაც გამოვკარი ხელი. ასე დაიწყო ჩემი დამეგობრება აკადემიასთან. ქუცას კურსის დასრულების შემდეგ, მალევე დავიწყე ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში ქოფირაითერად მუშაობა, მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მხოლოდ ამაზე ვერ გავჩერდებოდი და კიდევ მჭირდებოდა რაღაც, რაც პროფესიულად მეტად განმავითარებდა.
ამ გაზაფხულზე, თქვენმა წარმომადგენელმა დამირეკა და შემომთავაზა, რომ სოციალური მედიის კურსი გამევლო და რადგან უკვე ვფიქრობდი, რომ ამ პროფესიის ძირეულად შესწავლა მინდოდა, კურსზე იმ საღამოსვე დავრეგისტრირდი და მოვხვდი უმაგრეს მენტორ, ნუცა ბერუჩაშვილთან, რომლის დახმარებითაც შევისწავლე სოციალური მედიის ყველა ნიუანსი და ის, თუ რას ნიშნავს ამ სფეროს წარმომადგენლობა.
ამ პერიოდში გავიგე ციფრული მარკეტინგის შესახებ და მივხვდი, რომ თუ მსურდა პროფესიონალად ჩამოვყალიბებულიყავი, ეს მიმართულებაც აუცილებლად უნდა მესწავლა. აქ აკადემიამ კიდევ ერთი ფასდაკლება მაჩუქა და ასე მოვხვდი, ახლა უკვე ჩემი მეგობრის, ირაკლი ქართველიშვილის კურსზე, სადაც ციფრული რეკლამებისა და კამპანიების აზრი, ისტორია, თანამედროვე ტრენდები და ყველა ის დეტალი შევისწავლე, რომელმაც უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩემს ხედვებში და საბოლოოდ გადამაწყვეტინა ამ პროფესიაში თავით გადაშვება. თან კურსის ბოლოს ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში.
კურსის დასრულებიდან მალევე, ირაკლის რეკომენდაციით, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთი დიდი ქართული ბრენდისგან, კომპანია ბიბლუსისგან, სადაც დავიწყე სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობა და პროფესიაში ახალი საფეხურების გავლა. პარალელურად კი, როგორც ფრილანსერი, ვთანამშრომლობ არაერთ ბრენდთან.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიას აქვს ერთი დიდი პლიუსი, რაც კურსის დასრულების შემდეგ დასაქმების ხელშეწყობაა.
როგორც ქოფირაითერი, აკადემიის რეკომენდაციით ვთანამშრომლობდი ერთ-ერთ საერთაშორისო ბრენდთან, სადაც გავიღრმავე ცოდნა SEO ქოფირაითინგის მიმართულებით და როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემს ამჟამინდელ პოზიციაზე მუშაობა აკადემიის მენტორის დამსახურებაა.
ამ სფეროში დასაქმების მსურველებს ვურჩევ, რომ არ დაკარგონ დრო და შეისწავლონ მათთვის საინტერესო მიმართულებები. შეიძლება ციფრული სფერო ახალი ხილია, მაგრამ უდიდესი შესაძლებლობების მქონე, უზომოდ საინტერესო სამყაროა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია იპოვოს საკუთარი თავი და ადგილი. მთავარია მონდომება, თვალების ფართოდ გახელა, გონების გახსნა და ყველაზე გიჟური აზრებისა თუ იდეების წინა პლანზე გადმოტანა. რაც მთავარია, ვურჩევ რომ არჩევანი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შეაჩერონ. მასწავლებელი და სწორი გარემო აუცილებელი წინაპირობაა წარმატებების მისაღწევად.