fbpx

UI/UX კურსის სტუდენტის ლაშა ხაჩიძის ფინალური პროექტი

თარიღი: 16 January, 2020

წარმოგიდგენთ ჩვენი UI/UX დიზაინის კურსის სტუდენტის ლაშა ხაჩიძის ფინალურ პროექტსა და ინტერვიუს

– როგორ შეაფასებდით ლექტორს?

მე ვფიქრობ, ბაჩო არის პროფესიონალი, რაც კარგად ჩანს მის ინდივიდუალურ მიდგომაზე სტუდენტების მიმართ, პროფესიონალიზმის და ენერგიულობის გარდა გამოვყოფდი მის მეგობრულ და უშაულო ხასიათს.

– როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?

UI/UX-ის კურსი იყო ძალიან საინტერესო, დატვირთული სხვადასხვა მნიშვნელოვანი და პრაქტიკული საკითხით, რაც საშუალებას გაძლევს დამოუკიდებლად შექმნა ციფრული პროდუქტები.

– როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?

კურსამდე ზოგადი, არამყარი ცოდნა მქონდა იმის შესახებ, თუ რა არის ui/ux  , კურსის გავლის შემდეგ კი უკვე საკმარისი ცოდნა მივიღე იმისათვის, რომ დამოუკიდებლად განვაგრძო განვითარება.

– რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?

ჩემი ინსპირაციის წყაროზე ბევრი არ მიფიქრია, თემატიკა მარტივად ავარჩიე (პრიორიტეტი კურსის მანძილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება იყო), მინდოდა გადატვირთული დიზაინისა და კომპლექსური ნავიგაციის გამარტივება, რასაც მომხმარებელი მარტივად გამოიყენებდა.

 

ტეგები: