fbpx
ანა გვაზავა

UI/UX კურსის სტუდენტის – ანა გვაზავას ფინალური პროექტი

თარიღი: 20 December, 2019

წარმოგიდგენთ ჩვენი UI/UX დიზაინის კურსის სტუდენტის ანა გვაზავას ფინალურ პროექტს და ინტერვიუს.

– როგორ შეაფასებდით ლექტორს?

ლექტორი სალექციო კურსში ბოლომდე ჩართულია და სტუდენტებს განვითარებაში მაქსიმალურად ხელს უწყობს. მისი ლექციები ძალიან ინფორმაციული იყო, რაც UI/UX დიზაინის სფეროსთან დაახლოებაში კიდევ უფრო მეტად გვიწყობდა ხელს.

– როგორ შეაფასებდით კურსის მსვლელობას?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აღნიშნული პროცესისგან მივიღე, იყო ის ცოდნა, რომელიც თემასთან დაკავშირებული ყველა საბაზისო თუ ძირითადი საკითხის გარკვევაში დამეხმარა. პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის აძლევს სტუდენტს სწორ მიმართულებას, რომელიც მას შემდგომში  ეხმარება საკუთარი ადგილის როგორც ფრილანს, ისე კორპორაციულ ბაზარზე პოვნაში.

– როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს კურსამდე და კურსის შემდეგ?

პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ, კურსამდე UI/UX დიზაინზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა. მისი დასრულების შემდგომ კი ამ მიმართულებით უკვე სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობა შემიძლია. ვფიქრობ ამ კურსის დახმარებით ახალი პროფესია შევიძინე, რისი მოლოდინიც მანამდე ნამდვილად არ მქონია.

– რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის მთავარი ინსპირაციის წყარო?

საფინალო პროექტის დავალება იყო, რომ უკვე არსებული პროდუქტის რედიზაინი უნდა გაგვეკეთებინა. ავირჩიე აქსესუარების ბრენდი Monk&Anna, რომელიც გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით, არის დეტალებზე ორიენტირებული, რბილი ტექსტურებითა და  პასტელური ტონებით.

დავალებაზე მუშაობისას შევეცადე მათი ესთეტიკა კურსის ფარგლებში ნასწავლი წესებისა და მითითებების გათვალისწინებით ახალ ციფრულ პროდუქტში გადმომეტანა. საბოლოოდ პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და Behance-ის კურატორთა რჩეულ ორ კატეგორიაში მოხვდა. ასევე ნამუშევრით დაინტერესდა სან-ფრანცისკოს Adobe-ის ოფისი და მათთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.