fbpx
გაგი მურჯიკნელი

UI/UX დიზაინის კურსდამთავრებული გაგი მურჯიკნელი

თარიღი: 16 June, 2020

ჩემ შესახებ…

გამარჯობა, მე ვარ გაგი მურჯიკნელი. მინდა დავიწყო გუნდური მუშაობა და განვვითარდე, როგორც UI /UX დიზაინერი, მივიღო გამოცდილება პროფესიონალურ დონეზე. ამჟამად ვმუშაობ, როგორც Freelancer და ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებს.

UI/UX დიზაინის კურსის გავლა გადავწყვიტე…

სწავლა დავიწყე დამოუკიდებლად, თუმცა გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა ეს სფერო. ამასთნ, ის ინფორმაცია, რომლის მიღებაც მინდოდა არ იყო ქართულად, უცხოურ ენაზე კი გამიჭირდა სფეროს საფუძვლიანად შესწავლა, ამიტომ ვარჩიე კურსის გავლა.

ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი გამოიწვია..

ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ ტექნოლოგიებით, კერძოდ Web სამყაროთი. ყოველთვის მიყვარდა და გამოვარჩევდი ლამაზ ვებ-გვერდებს. ამიტომ გადავწყვიტე შემესწავლა სფერო, რომელიც საშუალებს მაძლევს მე თვითონ შევქმნა, რაიმე ლამაზი და მარტივი. ვფიქრობ ეს პროფესია ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება ჩემთვის, რადგან ადამიანი პირველს, რასაც ხედავს ეს გამოსახულებაა.

ჩემი შთაბეჭდილებები UI/UX დიზაინის კურსთან დაკავშირებით…

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის UI/UX დიზაინის კურსმა კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა. მე ყოველთვის ვურჩევ DIA-ს იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ინტერფეის დიზაინის სწავლა.

მე კურსამდე და კურსის შემდეგ..

სანამ კურსს გავივლიდი, მეგონა ვიცოდი UI დიზაინი, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. აქ ვისწავლე იმაზე მეტი და იმაზე სწრაფად, ვიდრე მე მოვახერხებდი ჩემი შესაძლებლობებით.

მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსმა შემძინა..

ახლა უკვე შემიძლია თავისუფლად ვიმუშაო დიდ პროექტებზე. კურსმა მომცა თავდაჯერებულობა და რაც მთავარია დიდი ცოდნა.

UI/UX დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში უნდა გაიარო, რადგან..

ციფრული ინდუსტრიის აკადემია სრულიად ეთანხმება შენს მოთხოვნებს მორგებული სილაბუსითა და განრიგით, შენ გაქვს 24 საათიანი დახმარება და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღების შესაძლებლობა და რაც მთავარია აკადემია დაკომპლექტებულია პროფესიონალი ლექტორებით, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ.

ლექტორი…

ნიკოლოზ ერგემლიძე, ლექტორი დიდი გამოცდილებით და ცოდნით, გადმოცემის უნარით, რომლითაც ბოლომდე ცდილობს საკუთარი ცოდნა გაგიზიაროს და შეგასწავლოს ეს სფერო.

რჩევა დამწყებ დიზაინერებს…

დამწყები დიზაინერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოუსმინონ შენიშვნებს, გაითვალისწინონ და შეეცადონ შემდეგში მის გამოსწორებას. ასევე ვურჩევ, რომ გაიარონ UI/UX დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

Image may contain: abstract