UI/UX დიზაინის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები
თარიღი: 28 October, 2024
UI&UX დიზაინის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა ძეედარებინათ Amazon-ის და Ebay-ის ვებგვერდები.
გამარჯვებული სამეული ცნობილია. ისინი UI/UX დიზაინის კურსს 100%, 50% და 30%-იან დაფინანსებით გაივლიან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
გიზიარებთ გამარჯვებული სამეულის ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – ლალი გავაშელიშვილი
Amazon და eBay, ორი უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს უწყვეტი სავაჭრო გამოცდილება მომხმარებლებისთვის. თუმცა, მათი მობილური აპლიკაციების ინტერფეისები მნიშვნელოვნად განსხვავდება დიზაინითა თუ ფუნქციონალობით.
Amazon -ის მთავარი გვერდის დიზაინი იყენებს მინიმალისტურ მიდგომას, ფერებად მისი ბრენდის ფერებს ვხვდებით, ფონად კი თეთრს. ეს სიმარტივე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ყურადღება გაამახვილონ პროდუქტებზე და დაინტერესდნენ რაც შეიძლება მეტის შეძენით. თუმცა, სარეკლამო ბანერების ხშირმა არსებობამ შეიძლება ზოგჯერ შელახოს სუფთა დიზაინი, შექმნას ვიზუალური არეულობა, რაც არღვევს აპლიკაციის ესთეტიკას.
ამის საპირისპიროდ, eBay-ის დიზაინი უფრო ვიზუალურად მდიდარი და მიმზიდველია. მთავარი გვერდი აერთიანებს მკაფიო ფერებს, რომლებიც ასახავს პლატფორმის ბრენდის იდენტობას, უფრო ესთეტიურად სასიამოვნო ბანერებთან ერთად. ეს ელემენტები აპს უფრო მიმზიდველს და ცოცხალს ხდის, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის ინტერაქციას.
ნავიგაციის შემთხვევაში Amazon გვთავაზობს მარტივ და ინტუიციურ განლაგებას, სადიდანაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება მარტივად მიწვდეს პროფილს, კალათას, მთავარ გვერდსა და პროდუქტის აღწერის მოკლე ვიდეოებსაც, რომლებსაც მარტივად ვერტიკალურად სქროლვის ფუნქციით ვათვალიერებთ, რაც მომხმარებლისთვის შენაძენის გაკეთებისა და პროდუქტის არჩევის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, მსგავსს ვიდეო აღწერებს ვერ ვნაავთ eBay-ის მობაილ აპლიკაციაში, ეს ფუნქცია ჩაშენებული Amazon-ის ქვედა კოლონტიტულში ნამდვილად ახალი და ინოვაციურია, რაც პროდუქტების გაყიდვების რიცხვზე მნიშვნელოვნად იმოქმედებდა.
ასევე მნიშვნელოვანია Amazon-ის ნავიგაციის ქვედა ზოლში ჩაშენებულ AI-ს ჩატ ბოტს, რომელიც მომხმარებლს შოპინგის პროცესს გაუმარტივებს და ნებისმიერ შეკითხვაზე AI-ს ძალით სწორ მიმართულებას მისცემს.
eBay-ის ნავიგაციის ზოლში, მთავარის, პროფილისა და სერჩის გარდა, Amazon-სგან განსხვავებით ასევე ვხედავთ კომპონენტს სახელად „Selling” , რაც მომხმარებელს საკუთარი ნივთების მარტივად და უსაფრთხოდ გაყიდვის საშუალებას აძლევს, და „inbox” რაც ასევე საკუთარი პროდუქტის გაყიდვებისა და მყიდველ/გამყიდველებთან ურთიერთობის ხელშეწყობისთვისაა.
მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ნივთების გაყიდვის საშუალებას Amazon-ის აპლიკაციაც იძლევა, eBay-ის შემთხვევაში ეს პროცესი ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
ორივე აპლიკაცია იძლევა მყისიერი ძებნის საშუალებს, აქ შეგვიძლია პროდუქტის მოძიება როგორც აღწერით ასევე ფოტოსურათით, რაც ორივე აპლიკაციისთვის მნიშნველოვნი ფუნქციაა.
პროდუქტის კატეგორიები კარგად არის ორგანიზებული მთავარ გვერდზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ ნივთები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე.
Amazon გამოირჩევა სეზონური და სარეკლამო გარიგებებით ცალკეული სექციებით ვერტიკალური ან ჰორიზონტალური გადახვევით.
შედარებისთვის, eBay პრიორიტეტს ანიჭებს პროდუქტების ჩვენებას მომხმარებლის დათვალიერების ისტორიის საფუძველზე. ეს ხელს უწყობს ახალი ნივთების აღმოჩენას, როგორც ადრე ნანახი, რაც ქმნის პერსონალიზებულ სავაჭრო გამოცდილებას.
eBay-ის აპლიკაციის დიზაინში კიდევ ერთი ფუნქცია, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ყოველი გვერდის ბოლოს კონკრეტული გვერდის შესახებ, შეფასების დაბრუნების ფუნქციაა, რასაც ამდენად ხელმისაწვდომ ნაწილში Amazon-ის აპლიკაციის შემთხვევაში ვერ ვხეედავთ. ფაქტია, eBay-ის დიზაინერებისთვის მომხმარებლის შეფასება და უკუკავშირი მნიშვნელოვანია.
ორივე მობაილ აპლიკაცია თავის მხრივ ცდილობს მოერგოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებს.
Amazon-ის აპლიკაცია უზრუნველყოფს წაკითხვად დიზაინს, დიდ ღილაკებსა და შრიფტებს, ასევე ჩაშენებული ხმვანი ბრძანებებით, როგორიცაა Alexa, კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის აპლიკაციას მაგალითად მხედველობის ან მობილობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის.
მსგავსი ფუნქციები eBay-ის აპლიკაციის დიზაინშიც გვხვდება, თუმცა ისინი არ არის ამდენად ყოვლისმომცველი, რამდენადაც Amazon.
მიუხედავად იმისა, რომ eBay დიზაინის ცვლილების/მორგების საშუალებას იძლევა, რაშიც იგულისხმება, შრიფტის ზომისა და ღილაკების სიცხადის გაუმჯობესება, რათა უკეთ მოერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებს, ის მაინც არ არის იმდენად ადაპტირებული ამ ტიპის საზოგადოებისთვის რამდენადაც Amazon.
საბოლოო ჯამში, ორივე აპლიკაცია აკმაყოფილებს მომხმარებლის სხვადასხვა საჭიროებებს. Amazon ხაზს უსვამს სიმარტივეს, ხელმისაწვდომობას და ეფექტურობას, რაც მას იდეალურს ხდის მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ გამოყენების სიმარტივეს და გამარტივებულ ნავიგაციას. მისი AI ინტეგრაცია და ხმოვანი ბრძანების ფუნქციები კიდევ უფრო აძლიერებს მომხმარებლის გამოცდილებას.
მეორეს მხრივ, eBay, გთავაზობთ უფრო აქტიურ და კონფიგურირებად ინტერფეისს, რომელიც მორგებულია მომხმარებელზე, რომლებსაც სიამოვნებთ ყიდვა-გაყიდვა უფრო ინტერაქტიულ გარემოში.
მიუხედავად იმის, რომ ორივე აპლიკაციის დიზაინი განსხვავებული დეტალებზე არის აქცენტირებული, ამაზონის აპლიკაცია უფრო თანმიმდევრულ და მოსახერხებელი გამოცდილებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მარტივად გამოყენებას და საიმედოობას. მიუხედავად მინიმალიზმისა ამ აპლიკაციის დიზაინი საკმაოდ კარგად ახერხებს მთავარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებას, და მისი გამორჩეული ფუნქციებით მომხმარებლის სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.
მეორე ადგილი – გიორგი ბაჩოშვილი
(შედარებულია ანდროიდ აპლიკაციები)
როგორც ამაზონს, ასევე იბეის სწორება აქვს ონლაინ მაღაზიის სტატუსზე, შესაბამისად აუცილებელია აპლიკაციების შედარებისას დასკვნათა ძირითადი ნაწილი სწორედ ამ მოცემულობიდან ამომდინარეობდეს.
1. აპლიკაციის ვიზუალური მხარე
1.1 პირველი და მნიშვნელოვანი სხვაობა რაც აპლიკაციების ჩართვისას უმალვე შემჩნევადია არის ის თუ რამდენად დამოუკიდებელია უშუალოდ აპლიკაცია ვებ-გვერდთან მიმართებაში. იბეის აპლიკაციის ვიზუალური მხარე ჩართვისას იძლევა ეფექტს რომ ეს კონკრეტული აპლიკაცია დამოუკიდებლად ფუნქციონირებს საკუთარსავე ვებ გვერდთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაცია იტვირთება როგორც ვებ გვერდი და არ ქმნის მნიშვნელოვან ვიზუალურ განსხვავებას ბრაუზერით ვებ გვერდის ჩატვირთვასთან მიმართებაში. ამას განაპირობებს: 1. დაყოვნების ხანგრძლივი დრო აპლიკაციის გააქტიურებიდან ფუნქციონალური ვიზუალის ეკრანზე გამოტანამდე – რა პერიოდშიც სიცარიელე შეუვსებელია, მაშინ როდესაც იბეის მოძრავი ლოუდინგ აიქონი გვთავაზობს მსუბუქ გადასვლას ფუნქციონალურ ამოქმედებამდე 2. სქროლვის პროცესში იბეის აპლიკაცია ანიმაციურად რეაგირებადია ეკრანზე განლაგებულ აიქონებთან, წარწერებთან მიმართებაში მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაცია გვთავაზობს სტანდარტულ, ვებგვერდისებურ სტატიკურ სქროლვით გამოცდილებას.
1.2 ორივე აპლიკაციის შემთხვევაში სექციები განლაგებულია უკიდურეს ქვედა მხარეს და ამ ფუნქციონალის გამოყენების შემთხვევაშიც იბეის აპლიკაცია ტოვებს დამოუკიდებელი აპლიკაციის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაცია კვლავ ვებგვერდის ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადასვლის ეფექტს გვთავაზობს.
1.3 აიქონების და მარკეტში შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტირებაც უკეთეს გამოცდილებას ტოვებს იბეის შემთხვევაში და ამას განაპირობებს 1. პრომო ქარდების უფრო დეტალური ვიზუალური დამუშავება და ქარდს შიგნითა ანიმაციურად რეაგირებადი ფუნქციონალი 2. პრეზენტირებული კატეგორიების, უშუალოდ პროდუქტის ვიზუალურად დამუშავებული ფორმები.
2. აპლიკაციის ფუნქციონალური მხარე
2.1 „შვილობილი აპლიკაცია“ ვებ გვერდთან მიმართებაში რამდენად დამოუკიდებელია ამას ერთის მხრივ განაპირობების აპლიკაციის „Settings” ში წარმოდგენილი ფუნქციონალური მრავალფეროვნება. მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაცია უშუალოდ ვებ გვერდთან მიმართებაში არაფერ დამატებითს არ გვთავაზობს გარდა Permission პროცესისა იბეის აპლიკაცია მოქმედებს როგორც უფრო მეტად დამოუკიდებელი აპლიკაცია და გვაძლევს საშუალებას 1. გავასუფთაოთ ძიების ისტორია 2. შევძლოთ აპლიკაციაში არსებული პროდუქტის ინფორმაციის თარგმნა სასურველ ენაზე 3. მოვარგოთ აპლიკაციას შესაბამისი „თემა“ იქნება ეს ბნელი, ნათელი, ბატარეასთან სინქრონიზირებული თუ უშუალოდ მობილურის სისტემასთან თავსებადი.
2.2 პერსონალური გვერდის სექციები ასევე გაცილებით უკეთ არის კატეგორიზირებული იბეის მიერ რადგან: 1. გამოყოფილი და მკაცრად არის დანაწილებული 2. არ აქვს განმეორებითი ფორმა, როგორსაც ამ ყველაფერს ვხვდებით ამაზონის აპლიკაციაში 3. ვხვდებით ერთიან პროპორციულ ფორმებს – მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაციაში ვხედავთ ფუნქციონალური წარწერათა ფორმების ქაოტურად დალაგებულ, ოვალურ ან/და კუთხობრივ ფორმებს.
2.3 იბეის აპლიკაციის ფუნქციონალური მხარე მომხმარებლისათვის უკეთ სინქრონიზირებული და ინტუიტიურია ამას კი განაპირობებს 1. პროდუქტის მკაცრი – ლოგიკურად ინტუიტიური კატეგორიზაცია და კატეგორიების ჩაშლა ქვეკატეგორიებად და ამ ფუნქციონალის არჩევა ამაზონისგან განსხვავებით, რომელიც ფილტრაციის მეთოდზე აგებს ნივთების ძიების ფუნქციონალს. 2. მცირედი თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი: ე.წ. CART განლაგება იბეის მიერ ზედა მარჯვენა კუთხეში მიუთითებს გათვლას სწორედ მომხმარებლის ინტუიტიურობაზე რადგან ზოგადი საერტო სტანდარტით Cart სექცია სწორედ ამ ნაწილში თავსდება – მაშინ როდესაც ამაზონის აპლიკაციაში იგი განთავსებულია სექციების შუა ნაწილში Personal Page და Shop by categoryს შორის.
2.4 ამაზონის აპლიკაციის პირველივე გვერდი დატვირთულია უშუალოდ პროდუქტით და აპლიკაციასთან ეტაპობრივი კომუნიკაციის მაგივრად პირდაპირ გთავაზობს უშუალოდ პროდუქტსა და მის შეძენას მაშინ როდესაც იბეის პირველი გვერდი აქცენტირებს მხოლოდ ტრენდულ პროდუქციაზე და ანიმაციურ „responsive” პრომო ქარდებზე.
გამომდინარე იქიდან რომ საშუალება არ მეზლევა 5000 სიმბოლოში ჩავატიო სხვა კიდევ მრავალი დეტალი ამ მოცემულობით მიმაჩნია რომ: იბეის აპლიკაცია გვთავაზობს 1. გაცილებით უკეთეს ვიზუალურ გამოცდილებას 2. უკეთ მართვადი და ინტუიტიურია აპლიკაციის შიგნით 3. მეტად დამუშავებულია და განცალკევებულია ტიპიური ვებ გვერდის ვიზუალური მოდელისგან 4. მეტად მოდერნულია და მორგებულია თანამედროვე მომხმარებელთა ინტერესებს – შესაბამისად თუ ამაზონს სურს უკეთესი პროდუქტის შეთავაზება აუცილებელია მათ მიერ სწორება გაკეთდეს არა ვებ გვერდის ვიზუალური მხარის ერთი ერთში გადმოტანაზე აპლიკაციაში, მინიმალური ფუნქციონალის დამატებით – არამედ აუცილებელია მოარგოს აპლიკაცია მოდერნული აპლიკაციის ვიზუალურ და ფუნქციონალურ სტანდარტებს.
მესამე ადგილი – ნიკა ლოლაძე
Amazon-ის აპლიკაცია
UI (User Interface):
დიზაინი და ვიზუალი: Amazon-ის აპლიკაცია ვიზუალურად ორგანიზებული და სუფთაა. მთავარი ფერები ლურჯი და თეთრი კომბინაციით არის შეხამებული, რაც თვალისთვის სასიამოვნოა. მთავარ გვერდზე მთავარი შეთავაზებები დიდ ბანერებად არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს სწრაფად აძლევს წვდომას ტენდენციურ პროდუქტებზე.
ნავიგაცია: მთავარი მენიუ და ზოლი ზედა ნაწილში საშუალებას იძლევა მომხმარებელმა მარტივად იპოვოს სასურველი კატეგორიები და განყოფილებები.
შრიფტის ზომა: შრიფტის ზომა დიდია და ადვილად იკითხება, თუმცა ზოგ ადგილას შეიძლება გადატვირთული იყოს რეკლამებით, რაც ართულებს მთავარ ფუნქციონალზე ყურადღების გამახვილებას.
UX
მარტივად გამოყენებადი: მომხმარებლის ნავიგაცია გამარტივებულია კატეგორიებისა და ფილტრების გამოყენებით, რაც გამოცდილებას ძალიან ეფექტურს ხდის. თუმცა, ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება გაუჭირდეს გარკვეული სექციების პოვნა იმ შემთხვევაში, თუ პირველად იყენებს აპლიკაციას.
საძიებო სისტემა: საძიებო ზოლი ზუსტადაა გამართული და პროდუქტების მოძიება სწრაფად და სწორად ხდება. თუმცა, ფილტრები და სორტირება ზოგჯერ ბევრ ვარიანტს იძლევა, რაც მომხმარებელს ურთულებს ორიენტირებასს
Ebay-ის აპლიკაცია
UI
დიზაინი და ვიზუალი: Ebay-ის აპლიკაცია შედარებით მარტივი და პირდაპირია. დიზაინი არ არის ისეთი ელეგანტური, როგორც Amazon-ის, მაგრამ ეყრდნობა ძირითადი ფერები (თეთრი, ნაცრისფერი, ლურჯი), რაც მომხმარებელს აძლევს კმაყოფილებას, და ნდობის შეგრძნებასს.
ნავიგაცია: Ebay-ზე მენიუები აშკარად ჩანს და იოლადაა შესაძლებელი მთავარ კატეგორიებზე გადართვა. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად ბევრი ნაბიჯია საჭირო კონკრეტული პროდუქტის პოვნაში, უმჯობესია 5 კლიკამდე დაიყვანონ კონკრეტული ქმედება რაც მარტის და მოსახერხებელს გახდის ნავიგაციასს
შრიფტის ზომა და სისუფთავე: შრიფტის ზომა საკმაოდ დიდი და წაკითხვადი, რაც გამოსაყენებლად მოსახერხებელია. თუმცა, ზოგჯერ ზედმეტად დიდი სივრცეები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აპლიკაცია გადატვირთულია.
UX ………
ნავიგაციის სირთულე: Ebay-ის მომხმარებლებისთვის შეთავაზებები ხშირად კარგადაა ჩამოყალიბებული. თუმცა, აუქციონის ფორმატი და პროდუქციის მრავალფეროვნება ზოგჯერ იწვევს გადატვირთულობას და დროის ხარჯვას პროდუქტების პოვნაში.
საძიებო სისტემა: საძიებო სისტემაში პროდუქტების მოძიება საკმაოდ სწრაფია, მაგრამ შედეგები ხშირად ზედმეტად ბევრი კატეგორიის გადარჩევას მოითხოვს, რაც მომხმარებლისთვის შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს.
დასკვნა და რეკომენდაციები:
Amazon-ის პლიუსი: მარტივი და ორგანიზებული ნავიგაცია, ვიზუალური სისუფთავე, სწორი საძიებო სისტემა.
Amazon-ის მინუსი: ზოგჯერ ზედმეტად ბევრი რეკლამა და შეთავაზება მთავარ გვერდზე, რაც აქცენტს ასუსტებს პროდუქტების მოძიებაზე.
Ebay-ის პლიუსი: მარტივი ინტერფეისი და წაკითხვადი შრიფტი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღოს ინფორმაცია.
Ebay-ის მინუსი: ზოგჯერ ზედმეტად რთული ნავიგაცია და აუქციონის მრავალფეროვნება, რაც მომხმარებელს პროდუქციის პოვნას ურთულებს.
გაუმჯობესების რეკომენდაცია:
Amazon-ისთვის: რეკომენდირებულია რეკლამების რაოდენობის შემცირება მთავარ გვერდზე და სუფთა, მარტივი წვდომის უზრუნველყოფა იმ კატეგორიებზე, რომლებსაც მომხმარებლები ხშირად იყენებენ, მატ საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის ჩვენებაც.
Ebay-ისთვის: UX-ის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროა მარტივი და სწრაფი ნავიგაცია, რომ მომხმარებლებს უფრო ადვილად შეძლონ სასურველი პროდუქტის პოვნა, განსაკუთრებით აუქციონებზე.