fbpx
UI/UX დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 13 April, 2024

UI&UX დიზაინის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ვებგვერდი, რა ხარვეზებს ხედავდნენ, რას გამოასწორებდნენ და ა.შ.

გამარჯვებული სამეული ცნობილია. ისინი UI/UX დიზაინის კურსს 100%, 50% და 30%-იან დაფინანსებით გაივლიან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

გიზიარებთ გამარჯვებული სამეულის ნამუშევრებს:

პირველი ადგილი – ანა თოფურიძე

მომწონს, რომ მარტივია. ფონტებს შევცვლიდი. ნაცრისფერს ცოტა ტონს შევუცვლიდი მეტი სიმსუბუქისთვის.

1. მთავარი გვერდი.

ნავიგაცია:
– სანავიგაციო მენიუ იძლევა რამდენიმე პიქსელით გაზრდის საშუალებას, ახლა დესკტოპისთვისაც პატარაა და ლეპტოპისთვის მითუმეტეს.
– სანავიგაციო მენიუ უცნაური მანძილით არის დაშორებული სოციალური ქსელებისგან, თითქოს ჰაერშია, არც იქით არც აქეთ.
– დავამატებდი ძიების აიკონს, იმის მიუხედავად, რომ საიტი საკმაოდ მარტივად აღსაქმელია, ვთვლი რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს მაინც ძიების ფუნქციას.

მთავარი სლაიდერი:
– მთავარი სლაიდერის მარცხენა ისარი არ არის გაცენტრილი წრესთან.
– როდესაც სლაიდერში არის მხოლოდ 1 პოსტი (სლაიდი) ისრები არ უნდა ქონდეს, ახლა 1 პოსტის მიუხედავად მაინც აქვს მეც ინსტიქტურად მაშინვე დავაჭირე და არაფერი არ მოხდა, რაც მომხმარებლისთვის ცუდი გამოცდილებაა.
– ასევე ვთვლი, რომ მარჯვენა მხარეს ძალიან დიდი შავი სივრცეა და ტექსტები და ღილაკი ერთმანეთთან ამ სივრცის ფონზე საკმაოდ ახლოსაა, სხვანაირად გადანაწილებასაც ვცდიდი.
– გაიგე მეტის ღილაკში ტექსტი ჩარჩოსთან სავარაუდოდ გაცენტრილია, თუმცა ტექსტის ლაინ ჰეითის გამო ქვემოთ უფრო დიდი სივრცეა ვიდრე ზემოთ და თვალისთვის არაპროპორციულია.

შეთავაზებების ბლოკი:
– ,,არ გამოტოვო შეთავაზებები” პატარად წერია, რადგან საშუალება არის რომ გაიზარდოს, ჯობს უფრო დიდად ეწეროს და ქვედა ტექსტიც უფრო უკეთესად აღქმადი იქნება. (ამ ქვედა ტექსტ ჩემი აზრით ქეფსი არ ჭირდება).
– თვითონ აქ არსებულ პოსტებს რაც შეეხება, თეგები რაცაა (ნაცრისფერ ფონზე ლურჯი წარწერით), ნაცრისფერს ან უფრო გავაღიავებდი ან თეთრ ფონს გამოვიყენებდი ცოტა შედოუთი, რათა უფრო მსუბუქი გამხდარიყო და შეიძლებოდა ტექსტით დამეთხელებინა ანუ ბოლდი არ ყოფილიყო.
ფასები და გაიგე მეტი ძალიან დიდი ფონტით წერია, პლიუს გაიგე მეტს ხაზი აქვს გასმული და კიდევ უფრო მძიმდება დიზაინი. მე სხვანაირად გადავანაწილებდი და ტექსტებს წონებსაც სხვანაირად დავურეგულირებდი.

,,აირჩიე სასურველი კურსი და დარეგისტრირდი” ბლოკი:
– ტრენერიც და ტრენერის სახელიც ორივე ერთნაირად წერია, ან რომელიმე უნდა იყოს ლოუ ქეისით ან მინიმუმ რომელიმეს ზომა მაინც უნდა შემცირდეს. პლიუს ტრენერის სახელი ძალიან ახლოსაა ტრენერთან და ცოტა დაშორება სჭირდება მეტი სიმსუბუქისთვის,
– ამდენი კურსის ჩამოთვლა არ მგონია, რომ იუზერისთვის სწორი გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს მობილურ ვერსიაში. ჯობს 4-6 ყველაზე მოთხოვნადი კურსი იყოს ან სლაიდერი გაკეთდეს.

ფუტერი:
– ძალიან მწირი ინფორმაციაა და ძალიან დიდი ფუტერი, ძალიან ბევრი ცარიელი სივრცეა.

2. კურსები:

ბანერი:
– ტექსტს მარცხენა მხრიდან დავიწყებდი და არა ცენტრიდან.
– შესაბამისად ბრედქრამბსაც.

ბრედქრამბსი:
-რომელ გვერდზეც ვდგავართ ის რომ ენთოს უფრო სწორია ვიდრე რომელი გვერდიდანაც გადმოვედით.

კურსების ჩამონათვალი:

– ძალიან ბევრი კურსია და ბევრი დასქროლვა სჭირდება, (მობილურზე მითუმეტეს) ამიტომ პაგინაცის სჭირდება დაახლოებით 6 კურსის მერე.

3. კურსების დეტალური გვერდი:

– ბანერს გამოვყოფდი, როგორც სხვა გვერდებზეა, რომ ყველა გვერდ ერთნაირი სტრუქტურა ჰქონდეს.
– გავამარტივებდი დიზაინს (შესაძლოა ნაცრისფერი ფონი არც გამომეყენებინა მეტი სიმსუბუქისთვის და უბრალოდ ხაზოვნად გამიჯნულიყო კურსის აღწერა ზედა ნაწილისგან,
– სხვანაირად გადავანაწილებდი, რადგან ახლა ტრენერის ფოტო მარჯვნივაა და შესაბამისად მის ქვემოთ მარჯვენა სივრცე ცარიელია.
– ტექსტ მეტად გავშლიდი სიგანეში.
– ფონტებს დავაკორექტირებდი (მაგ: სილაბუსი და ქვემოთ მერე ,,Workshop 1 – რა არის რეკრუტინგი” და დანარჩენი სათაურები ერთნაირად დიდია, რაც თვალისთვის ძაან ბევრია.

4. მასტერკლასები:

ეს გვერდი სხვაგან გადადის და დეტალურად არ აღვწერ, თუმცა ერთი სიტყვით, რომ აღვწერო სრულიად შესაცვლელია.

5. შეთავაზებები:

ბანერი:
– გრაფიკული ბანერები უკვე ნაკლებად მიმზიდველია, ამიტომ სხვა ბანერით ჩავანაცვლებდი არაგრაფიკულით.
– აქაც მარცხნიდან დავიწყებდი ტექსტებს.

შეთავაზებების პოსტები:
– ეს უკვე დავწერე მთავარი გვერდის შემთხვევაში.
– აქაც ერთდროულად ძალიან ბევრი შეთავაზებაა და პაგინაცია სჭირდება.

6. შეთავაზებების პოსტების შიდა გვერდი:

– აქ კარგად ჩანს, რატომ არის საჭირო სხვანაირად გადანაწილება, (ისე უნდა დალაგდეს, რომ როდესაც რაიმე არ შეივსება საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს არც აიკონი/ტექსტი და დიზაინი არ უნდა დაირღვეს). რადგან როდესაც რაიმე არ ივსება ძალიან ცუდად რჩება როგორც ზედა ნაწილი (ხანგრძლივობა, კურსები პაკეტში) ასევე მარჯვენა ლექტორის მხარე.

7. ბლოგი

– ბანერზე იგივე რაც სხვა გვერდების შემთხვევაში.

პოსტები:
– თარიღსაც გამოვიტანდი გარეთ.
– აქაც ძალიან ბევრი პოსტი ერთ გვერდზე,
– პაგინაციას მარჯვენა მხარეს გადავიტანდი, რადგან მარცხნიდან მარჯვნივ ვკითხულობთ, პირველი ყურადღება მარცხენა მხარეს მახვილდება და უფრო დატვირთულია შესაბამისად, ამიტომ მარჯვენა მხარეს პაგინაცია უფრო მეტ ბალანსს შემოიტანდა.

8. ბლოგის შიდა გვერდი:

– ბანერად დავაყენებდი იმ ფოტოს რაც ფოტოს ქვემოთაა, ორი ამხელა ფოტო ერთმანეთის ქვეშ ბევრი ა.
– ბანერზე გრძელი ტექსტის შემთხვევაში ფონტი ძალიან დიდი ჩანს, ამიტომ დავაპატარავებდი რამდენიმე პიქსელით, ჯობს პატარა იყოს ყველგან ვიდრე ამხელა.
– თეგებს ლურჯად დავაწერდი, უფრო თვალში მოსახვედრი იქნებოდა.

9. კონტაქტი

– სხვანაირად გადავანაწილებდი, მარჯვენა და მარცხენა ბლოკი ძაან ახლოსაა ერთმანეთთან (მოგვწერეთ და კონტაქტი)
– ფორმის ველებს ერთმანეთის ქვეშ დავალაგებდი სამივეს, მეტი სივრცისთვის და მარჯვენა მხარეს სხვანაირად შევავსებდი.

პ.ს. შესახებზე აღარ მეყო სიტყვები.

მეორე ადგილი – ნია კობალაძე

მოცემული ვებსაიტის დესკტოპ ვერსიაზე ჩემს ყურადღებას კომპანიის Brand Identity იქცევს. გამოყენებულია ერთი ფერი, რომელიც მომხმარებელს თავს ამახსოვრებს და თუ მომხმარებელი სადმე მსგავს ფერს დაინახავს,შესაძლოა ეს კომპანია გაახსენდეს.საიტზე შესვლისთანავე ვხედავთ ჰედერს,რომელზეც განთავსებულია ლოგო,სანავიგაციო მენიუ და სოც-მედია ლინკები.თუ ფუტერს შევხედავთ,აღმოვაჩენთ იგივე სოც-მედია აიქონებს,შესაბამისად,ორივე ადგილას ერთი და იგივე ფუნქციის მატარებელი სექციების გამოყენება ზედმეტია.ჰედერზე აიქონების მაგივრად დავამატებდი ღილაკს „რეგისტრაცია“ და მასზე დაჭერისას ვნახავდით კურსების ჩამონათვალს.როცა ვსქროლავთ,ჰედერი თავის ადგილზე რჩება და ართულებს იმ ინფორმაციის წაკითხვას,რაც მის დაბლაა მოცემული.სასურველი იქნებოდა მხოლოდ კურსორის ზემოთ ადგილას მიტანის შემთხვევაში ჩამოშლილიყო და სქროლვისას კი აკეცილიყო.სოც-მედია აიქონები სანავიგაციო მენიუს კომპონენტებში გადასვლისას ზოგიერთში ქრება.მთავარ გვერდზე ვხედავთ სლაიდერს,რომელსაც ორივე მხრიდან წრეები აქვს,თუმცა მათში ისრები გაცენტრილი არაა და არც მუშაობს.მიუხედავად ამისა,მომწონს თუ როგორაა გამოტანილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სლაიდერზე,რომელიც მოკლე და კონკრეტულია.„გაიგე მეტი“ ღილაკზეც შიდა ტექსტი გასაცენტრია.როცა ქვემოთ ჩამოვდივართ,პაკეტების სექციას ვხედავთ,ხოლო როცა რომელიმეზე კურსორს მივიტანთ drop shadow უფრო მკვეთრი ხდება და ასოციაციას გვიტოვებს,რომ მასზე დაჭერა შეგვიძლია.მოცემული shadow ძველებურ იერსახეს ანიჭებს და დაბლა „გაიგე მეტი“ underlined ტექსტს თავის ფუნქციას აკარგვინებს.მე მოვაცილებდი პაკეტზე მიტანისას დაკლიკების ეფექტის შექმნას და მხოლოდ „გაიგე მეტი“ ტექსტზე გამოვაჩენდი შიგნით შესვლის შესაძლებლობას.თუ გადავედით სხვა სექციაში და მთავარ გვერდზე დაბრუნება გვინდა,მხოლოდ ლოგოზე დაჭერით თუ გადავალთ, ამიტომ უკეთესია ჰედერის სანავიგაციო მენიუში დაემატოს ველი სახელად „მთავარი“.„კურსებში“ გადასვლისას ვხედავთ Hero block-ს და თუ როგორ მოვხვდით მოცემულ გვერდზე „მთავარი>კურსები“,ხოლო როცა „შეთავაზებების“ გვერდზე გადავდივართ,ვხედავთ Hero block-ს რომელიც წინასთან შედარებით უფრო დიდი ზომისაა,მათი Heading-ისა და paragraph-ის ტექსტები ერთ ადგილას არაა და ასევე,შეთავაზებების გვერდზე ჰედინგის დაბლა არ ვხედავთ იმას,თუ როგორ მოვხვდით მოცემულ სექციაში.ან ყველა გვერდზე ასე უნდა იყოს მოკლე ინფორმაცია განთავსებული,ან ის უნდა ეწეროს თუ როგორ მოვხვდით ამ გვერდზე.რადგან „შეთავაზებების“ გვერდის გარდა,ყველა სექციაში „მთავარი > კურსები (ან სხვა)“ წერია,აქაც ამას დავწერდი.ასევე აღსანიშნია,Hero block-ის ფოტო,რომელიც ზოგ გვერდზე განსხვავებულია,ზოგზე კი ერთი და იგივეა.ერთი ფოტოა შემდეგ სექციებზე: „კურსები“,“კონტაქტი“,“შესახებ“ დანარჩენზე კი სხვებია.ამიტომაც, აქაც ან 1 ფოტოს განვათავსებდი ან სულ სხვადასხვებს.არ მომწონს რომელიმე შეთავაზებაში შიგნით შესვლის ვიზუალი.მომხმარებელი როცა აქ შედის, აინტერესებს „ღირებულება“, „პაკეტში შესული კურსები“ და „ხანგრძლივობა“,ამიტომ უმჯობესია ისინი უფრო დიდად,მკაფიოდ და Bold ფონტით იყოს გაკეთებული,რათა მომხმარებელმა პირველი ეს შენიშნოს.როცა რომელიმე კურსის შიგნით შევდივართ,ზოგიერთ მათგანში ვხედავთ სილაბუსს,რომელიც გაწერილია საიტშივე.ვფიქრობ,უმჯობესია შეიქმნას ერთი ღილაკი,რომელზეც გაილინკება სილაბუსის PDF და მას მომხმარებელი შეინახავს საკუთარ მოწყობილობაში და აღარ დასჭირდება საიტზე ძებნა.ზოგიერთ კურსზე შესვლისას ღირებულების,ხანგრძლივობისა და შემავალი კურსების სექციას მაღლაც და დაბლაც ვხედავთ და უმჯობესია მხოლოდ მაღლა დარჩეს,რადგან ორივე ერთსა და იმავე ფუნქციას ატარებს.როცა რეგისტრაციის ღილაკს ვაჭერთ ხელს და შიგნით გადავდივართ,არ მომწონს სახელის ან სხვა მონაცემებისთვის განკუთვნილი ჩასაწერი ველის ვიზუალი,მომრგვალებულია და ჩაწერილი ტექსტის წაკითხვას უშლის ხელს.როცა შიგნით შეგვყავს მონაცემები,იწერება წვრილად და მათი წაკითხვა რთულია.ძალიან მიმზიდველი და ეფექტურია სექცია „ბლოგები“.თითოეული ბლოგის გარეკანის ვიზუალი ულამაზესია.შიგნით შესვლისას,კომპოზიცია იდეალურია,Heading და paragraph ტექსტის აღსაქმელად სწორადაა შერჩეული Bold და Light ფონტები.ასევე, მომწონს „კონტაქტის“ სექცია,თუმცა გაპარულია მცირე გრამატიკული შეცდომები – „გაგზავნა“ წერია ღილაკზე „გაგზავნის“ ნაცვლად. ყველა მსგავს ღილაკზე შიგნით ტექსტი გასაცენტრია.ასეთი ღილაკები გვხდება უმეტესად ვებსაიტზე,თუმცა ზოგიერთი ლურჯ outline-ს ატარებს და კურსორის მიტანისას მთლიანად ლურჯდება,ზოგი კი პირიქით,არადა ორივე შემთხვევაში ისინი ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ.ასეთ შემთხვევაშიც,მარტო ერთ სტილს ავირჩევდი როგორი იქნებოდა ღილაკი hover-ამდე და hover-ის შემდეგ.მობაილ ვერსია დესკტოპ ვერსიაზე მეტად ეფექტურია.მომწონს მთავარ გვერდზე ფოტოების,ფონტების,აიქონების და ღილაკების კომპოზიცია.როცა რომელიმე შეთავაზებაში შევდივართ,უკეთ ხედავს მომხმარებელი იმ ინფორმაციას,რაც მას სჭირდება,თუმცა დადებული ნაცრისფერი გრადიენტი „ხანგრძლივობას“ რთულად წასაკითხს ხდის.მე დავწერდი Bold ფონტით და კონტრასტისთვის უფრო ღია ფერით.რომელიმე კურსზე შიგნით შესვლისას არ მომწონს ინგლისური და ქართული ენების გადახლართვა,მაგალითად Workshop-ის მაგივრად დავწერდი მის ქართულ შესატყვისს:გაკვეთილს,ლექციას ან შეხვედრას.(არ ვგულისხმობ აქ იმ სიტყვებს,რომლებიც ქართულად რთული გადმოსათარგმნია,თუნდაც: Wireframes).ბლოგების სექცია ლამაზია,თუმცა სხვა გვერდზე გადასვლის ღილაკებს გავაუმჯობესებდი,ნაკლებ ღილაკს მოვათავსებდი.მე-10 გვერდზე გადასვლისას უკვე ვეღარ გადავდივარ შემდეგ გვერდზე.

მესამე ადგილი – ნინო ჩხაიძე

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ვებსაიტის ეფექტურობა განისაზღვრება არა მხოლოდ მისი ვიზუალური მიმზიდველობით, არამედ იმითაც, თუ რამდენად აკმაყოფილებს მომხმარებლებს. ამის მისაღწევად საჭიროა დიზაინის ელემენტების დელიკატური ბალანსი, ფუნქციონალურობა და გამოყენებადობა. აღნიშული ვებსაიტის გახსნისთანავე ყურადღებას იქცევს საინტერესო კარუსელის და header- ის იდეალური თავსებადობა.ვებსაიტზე გამოყენებულია შეკრული ფერების პალიტრა, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალა, დახვეწილი ვიზუალური ეფექტები, რაც მომხმარებლისთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის. ასევე აქვე განთავსებულია ზოგიერთი შეთავაზება და კურსი, თუმცა მომხმარებელთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად, უკეთესი იქნებოდა აქვე ყოფილიყო ქარდები ბლოგებიდან. ჩემი ყურადღება მიიპყრო კურსების რაოდენობამ. საკმარისი იქნებოდა რენდომად გამოდიოდეს მხოლოდ 3 ან 4 ქარდი.
აღსანიშნავია, რომ Header-ში გვხვდება სოციალური ქსელების ლოგოები და შესაბამისი ლინკები (facebook, Instagram..,). სოციალური მედიის ბმულების განთავსებამ ისეთ თვალსაჩინო ადგილას, როგორიცაა სათაური, შეიძლება გადაიტანოს მომხმარებლების ყურადღება ძირითადი ნავიგაციის ვარიანტებიდან ან ვებსაიტის მნიშვნელოვანი შინაარსისგან და დააზიანოს დიზაინის განლაგება. არსებული ინფორმაცია ასევე გვხვდება footer- ში, სადაც ასევე სასურველი იქნებოდა ყოფილიყო საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. გვერდების ზედმეტი სათაურები ქმნის დაბნეულობას და არღვევს მომხმარებლის საერთო გამოცდილებას. მაგალითად მთავარი გვერდი-> კურსები, ზედმეტი და არასაჭიროა რადგან მომხმარებელი ისედაც ხვდება რომელ გვერდზე იმყოფება, იკავებს ადგილს, არ ჯდება დიზაინში, და ამასთანავე არის არა ფუნქციური რადგან მთავარ გვერდზე დასაბრუნებლად ლოგოზე დაკლიკებაც საკმარისია. ვებსაიტს არ გააჩნია ფილტრაციის ან ძებნის ხელსაწყოები, რათა მარტივი იყოს სასურველი თემატიკის კურსის ან სიახლის მოძიება.მაგალითად ფასის ფილტრი, სფეროს ფილტრი. კიდევ ერთი რამ, რაც ჩემთვის ვებსაიტს აკარგვინებს მთლიანობას არის ის ,რომ კარუსელის ადგილას მენიუს სხვა გვერდებზე განთავსებულია ფოტოები , თუმცა კარგი იქნებოდა რომ შერჩეული ყოფილიყო ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსული ფოტომასალა.ქარდზე, ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების არ არსებობა, როგორიცაა ფასები და ხანგრძლივობა, რაც ქმნის ბარიერს მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება გააუმჯობესებს მომხმარებლის კმაყოფილებას. უფრო მეტიც, ზოგიერთი კურსის გვერდი განიცდის ზედმეტი ინფორმაციის სექციებს, რაც იწვევს დაბნეულობას მომხმარებელში. უშუალოდ კურსის გვერდზე გვხვდება ლექტორის profilecard რაც ძალიან მოსახერხებელია, ეს მატებს სანდოობას და ეხმარება მომხმარებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე კარგი იქნება თუ მოხდება სივრცის ათვისებაზე და პროფესიონალური პლატფორმების ინტეგრირება, როგორიცაა LinkedIn, რაც გააძლიერებს .ჩემი აზრით კურსის ქარდებში ზედმეტია აღწერილობამდე და აღწერილობის შემდეგ გამოყენებული ინფორმაცია: პერიოდი ღირებულება, რეგისტრაცია,ერთიც საკმარისი იქნებოდა.როგორც აღვნიშნე, საიტზე ხელმისაწვდომია ლექტორების ინფორმაციები, თუმცა მისაგნებად არის რთული. აღნიშნული ფუნქციონალის გასამარტივებლად კარგი იქნებოდა მენტორების გვერდი ყოფილიყო ცალკე. მასტერკლასის გვერდს სხვა დომეინი აქვს, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ დიზაინის და განლაგების ნაწილში იქნებოდა თანხვედრა, აღნიშნულ გვერდზე საორიენტაციო სივრცეში არის ცოტა არეულობა და ორგანიზება სჭირდება. ქარდში არსებული ინფორმაციის ნაწილი არის ინგლისურად, ნაწილი კი ქართულად, რაც არღვევს მთლიანობას. ამ გვერდის მიზანი მკაფიოდ არის გამოხატული, თუმცა საჭიროებს მცირეოდენ დახვეწას. ასევე უმჯობესი იქნებოდა, თუ უკან დაბრუნების ღილაკი იქნებოდა განთავსებული. შეთავაზებების განყოფილება მომხმარებლებს წარუდგენს მომხიბვლელ შეთავაზებებს და პაკეტის ვარიანტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ინტერესის მოქმედებად გადაქცევას, თუმცა ამ ნაწილში გამოყენებული არაფუნქციური ბმულები აფერხებს მომხმარებლის ინტერაქციას და აკნინებს ვებსაიტის სანდოობას.აქვე დავამატებდი იმას რომ header- ის ნაწილში გამქრალია სოციალური მედიის ლოგოები , თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე დავაკლიკებთ, ვნახავთ, რომ ლინკები მაინც ფუნქციონირებს.ბლოგებში გამოყენებულია თეგები, მაგრამ გვერდზე, სადაც ეს ბლოგებია განთავსებული არ არსებობს არანაირი საშუალება, რომ მარტივად მოხდეს ამ თეგებით ფილტრაცია. კარგი იქნებოდა მათ უფრო გლობალური მიზნებისთვის გამოყენება, მაგალითად ფილტრაციისთვის მთლიან ვებსაიტზე .უნდა აღინიშნოს ის რომ აღნიშნულ ვებსაიტს აქვს მობაილ ვერსია , სადაც ძირითადი ნაწილი არის მორგებული მობილურზე და არის თანხვედრაში დესკტოპის ვერსიასთან. ზოგიერთ გვერდზე არარის ქარდები დაცენტრილი და ძალიან არაკომფორტულია მთავარ გვერდზე არსებული ყველა ქარდის გადავლა რომ ჩავიდე პირობითად footer- ის ნაწილში. ვისურვებდი რომ კარუსელი ყოფილიყო მობაილ ვერსიაშიც, იგი უფრო გამოცოცხლება ვებსაიტის დიზაინს და საინტერესოს გახდიდა მომხმარებლის გამოცდილებას.მთლიანობაში ვებსაიტი მარტივად გამოსაყენებელია, საინტერესოა, ძირითადი ნაწილი დახვეწილი და ათვისებულია. არსებული ფუნქციონალებიდან ძალიან მცირე ნაწილია არა გამოყენებადი და ზედმეტი. საიტის მიზანიც არის მკაფიოდ გადმოცემადი და გამართული. უნდა აღინიშნოს, რომ არ ფუნქციონირებს კარუსელი, ზოგიერთი ლექტორის გვერდი არ არსებობს, ასევე კარგი იქნებოდა შეთავაზებებიდანაც რომ შეიძლებოდეს ლექტორების პროფილის გახსნას, ამ ეტაპზე გვაბრუნებს ისევ შეთავაზების გვერდზე.