UI/UX დიზაინის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები
თარიღი: 14 February, 2024
UI&UX დიზაინის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა დაწერათ TikTok-ის აპლიკაციის შეფასება. კერძოდ, რა მოსწონთ მასში, რა ხარვეზებს ხედავენ და როგორ აფასებენ მის დიზაინს.
გამარჯვებული სამეული ცნობილია. ისინი UI/UX დიზაინის კურსს 100%, 50% და 30%-იან დაფინანსებით გაივლიან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
გიზიარებთ გამარჯვებული სამეულის ნამუშევრებს:
პირველი ადგილი – ხატია ჩომახაშვილი
TikTok 2016 წელს დაარსდა. აპლიკაციის დაარსების მიზანი მცირე ვიდეოებით დიდ აუდიტორიაზე გასვლა იყო, რაც მცირე ადამიანებს / მცირე ბიზნესებს დაეხმარებოდა სერვისის პოპულარიზაციაში. 2016 წლიდან დღემდე აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა მასშტაბურად იზრდება. შემოქმედებით გუნდს მუდმივად უწევს განახლებაზე ზრუნვა. აპლიკაციას ნელ – ნელა ემატება სხვადასხვა ფუნქცია როგორიცაა: 10 წუთიანი ვიდეო; სურათების ატვირთვა, ფილტრები, sounds, effects, video repost და ა.შ. ეს მომხმარებელს უმარტივებს აპლიკაციის გამოყენებას. TikTok შემთხვევაში მომწონს უშუალო მოხმარების მარტივი დიზაინი. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, ტიკტოკს აქვს ძალიან კარგი SEO ( სეო ოპტიმიზაცია) და თუ მოვიძიებთ ინფორმაციას, ჰეშთეგის საშუალებით გვაჩვენებს ყველა პოპულარულ ვიდეოს. “search” ვიზუალის ნაწილში, გავამუქებდი ადგილს სადაც წერია: “top, creator, hashtag”, რომ თვალისთვის უფრო ხილული და შესამჩნევი იყოს. მარტივად გამოერკვეს ადამიანი, რისი ნახვა სურს. კომენტარების ველში კარგი იქნებოდა ფერადი რეაქციები, გამოცოცხლდებოდა, ცოტა უფრო სახალისოს გახდიდა. ვიზუალურად სწორედაა გადანაწილებული sounds ხელის ერთი მოძრაობით შესაძლებელია შევინახოთ სიმღერა და როცა დაგვჭირდება გამოვიყენოთ Favourite Sounds ნაწილიდან. თუმცა, როდესაც ვიდეოს ვტვირთავთ, პირველ რიგში, გვიჩვენებს recommended sounds და საჭიროა შემდეგ გადავიდეთ Favourite Sounds ნაწილში რაც მგონია, რომ დისკომფორტის შემქმენელია, რადგან კრეატორი რომელიც ქმნის კონტეტს მან ზუსტად იცის სიმღერის დანიშნულება. ამ ნაწილში რეკომენდირებულ და ფეივორით სიმღერებს გადანაცვლება კარგი იქნება. ღილაკი Follow -, შემოქმედებით ჯგუფს ამ ღილაკზე ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი, ღილაკი განთავსებულია აპლიკაციის იმ ნაწილში სადაც ხელი სულ გვიხვდება. ზოგჯერ ისეც შეიძლება, გამოვიწეროთ არხი, რომ ვერ მივხვდეთ. ეს აპლიკაციისთვის კარგია რადგან, სწორედ, აუდიტორიის სწრაფი ზრდისთვისაა შექმნილი. Follow ღილაკი რომ იყოს ცოტა ქვემოთ ან პროფილის დეტალში სადაც თვალი კარგად დაინახავდა და მოგინდებოდა იუზერის პროფილზე გადასვლას, მომხმარებელს გაეზრდებოდა profile view და მიხვდებოდა. უმარტივესია დამწყებმა თავის სურვილის შესაბამისად დაარედაქტიროს BIO ატვირთოს პროფილის სურათი, დააკავშიროს ინსტაგრამის გვერდი თუმცა არ ჩანს არც პირად და არც უცხო იუზერზე რამდენი პოსტი აქვს განთავსებული კრეატორს რაც დისკომფორტი მგონია როგორც მომხმარებლისთვის ასევე ინფლუენსერ მარკეტინგის დროს, ან შესაძლებელია თავად კრეატორს უნდოდეს იცოდეს რამდენი ვიდეო უდევს. კარგი იქნება წაშლაში თუ დაემატება Select ღილაკი, რომ რამდენიმე ვიდეოს შენთვის შეინახო ან წაშალო ერთდროულად. ვფიქრობ არაკომფორტულადაა repost ღილაკი, თუ მომხმარებელს ვიდეო არ უდევს და არის 12234 – user. სადაც არ დევს პოსტი, ზოგჯერ ჰგონიათ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს რომ ამ 12234 იუზერმა მისი ვიდეო მოიპარა და თავის გვერდზე დადო, როდესაც მსგავს ექაუნთზე გადადიხარ პირდაპირ repost ვიდეოს გიჩვენებს და ტიკ-ტოკის მსგავსი პლატფორმისთვის ეს მოუხერხებელი მგონია, ჯერ უნდა ჩანდეს რომ ადამიანს უდევს 0 პოსტი ხოლო შემდეგ შეეძლოს ნახოს გადაზიარებული პოსტი, ან უნდა დაიხვეწოს, მკვეთრად გამოჩნდეს, ვისი პოსტია. Discover ღილაკი, ვფიქრობ რომ ეს ღილაკი არის სრულად გამოუსადეგარი და არაფრის მომცემის, ადამიანს რამის მოძებნა თუ სჭირდება ისეც მოძებნის. Filtered request – დაპინვის გარეშე უნდა იყოს შეტყობინებების ნაწილში პირველ პოზიციაზე, ასევე ფონტი უნდა იყოს უფრო გამოკვეთილი. Switch account/add account ძალიან მომწონს ამ ორი ღილაკის სიმარტივე, უმარტივესია ექაუნთის სხვა ექაუნთზე გადართვა და ახალი ექაუნთის დამატება, გარდა ამისა სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით თუ ექაუნთი ექაუნთზე არ გადართე შეტყობინებები არანაირად არ გაწუხებს და ეს არის უდიდესი კომფორტი როცა რამდენიმე ექაუნთს მართავ. Share profile ძალიან კარგად არის კონკრეტული ღილაკი განთავსებული, როდესაც გინდა ადამიანს შენი პროფილი გაუზიარო, ღილაკი არის გამოკვეთილი და მკვეთრად ჩანს პროფილზე. კომენტარების განყოფილებაში არ მომწონს, რომ არ გვხვდება hide comment, ერთი მარტივი ღილაკით მოგვარდება ეს პრობლემა. კომენტარების ჩამოშლა და შემდეგ წაკითხვა არის ძალიან არაკომფორტული. კარგი იქნებოდა დიზაინში თუ დაემატებოდა: all comment, most relevant comment ნაწილი, რომ მომხმარებლებმა შევძლოთ რისი გაფილტვრაც გვინდა. Პროფილის დიზაინი გადანაწილებულია სწორად და სასიამოვნოდ, აპლიკაციის 99% გადანაწილებულია შავ-თეთრ ფერებში, სწორადაა დასმული edit profile-ი იმისთვის, რომ მომხმარებელმა მარტივად მოაწესრიგოს პროფილი. სწორადაა დასმული share profile რაც ამარტივებს ნებისმიერი ადამიანისთვის პროფილის გაზიარებას. ძალიან კარგად და სწორად ჩანს მომხმარებლის BIO, სადაც დიზაინში სწორადაა ჩასმული Instagram და YouTube ლინკები, გადანაწილებული ვიდეოების განთავსება, private video – ები. თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნულოვან პროფილზე არ მომწონს რეპოსტის ღილაკი, favourite and like video – ს ნაწილი. Არის მცირე დეტალი რომლის შეცვლაც საინტერესო იქნებოდა, პროფაილში არის ღილაკი friends / suggested რომელიც გულისხმობს კონტაქტები, რომელიც ტიკტოკის წევრებიც არიან, მათ გამოწერას, თუმცა ვფიქრობ რომ ეს ღილაკი სრულიად უსარგებლოა და დიზაინის გადატვირთვას იწვევს. Tiktok თავის მიზანი გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას აქვს მცირე ხარვეზები დიზაინში, მაგრამ მთავარი მიზანი – დახმარებოდა ადამიანებს მცირე ბიზნესებს პოპულარიზაციაში, გამართლდა.
მეორე ადგილი – საბა წამალაშვილი
TikTok არის უნიკალური და მიმზიდველი პლატფორმა მომხმარებლებისთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ მოკლე ფორმის ვიდეოები. TikTok-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც შეუფერხებლად აერთიანებს სიმარტივეს კრეატიულობას. აპლიკაციის ალგორითმი საოცრად ეფექტურია ინდივიდუალურ პრეფერენციებზე მორგებული კონტენტის კურირებისთვის, რაც უზრუნველყოფს გასართობი ვიდეოების გაუთავებელ ნაკადს. ინტუიციური გადაფურცვლა ზევით და ქვევით ჟესტები ნავიგაციას აჩქარებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილებას. „For You“ გვერდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მძლავრი და მომხმარებლის ინტერესზე მორგებული ალგორითმით, ინარჩუნებს მომხმარებლებს მიჯაჭვულობას კონტენტის მრავალფეროვნების შეთავაზებით.
კიდევ ერთი დადებითი მხარე აპლიკაციაში,რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ TikTok-ს აქვს ძლიერი ინტეგრაცია მუსიკასთან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ადვილად დაამატონ პოპულარული სიმღერები თავიანთ ვიდეოებში. ამან კი გამოიწვია სიმღერების ვირუსული გავრცელება, რაც უკვე პირდაპირ ხელს უწყობს სხვადასხვა არტისტების პოპულარიზაციას და მუსიკალური ტენდენციების წარმატებას. TikTok-ის სქროლვისას ასევე შეხვდებით სხვადასხვა ნიჭიერ ხალხს რომელიც ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი სწორედ ამ აპლიკაციის დამსახურებით გახდნენ.
ერთი შეხედვით გასართობი აპლიკაცია შესაძლოა წარმოვიდგინოთ რომ ზოგიერთი ადამიანისთვის სამსახური და შემოსავლის წყაროა. ამის მაგალითი არის ის რომ ხშირად ვაწყდებით რეკლამებს და სხვადასხვა ტიპის ვაკანსიებსაც.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, TikTok არის მრავალფეროვანი შინაარსის სპექტრი , რომელიც ემსახურება სხვადასხვა ინტერესებს, რაც უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ მარტივად იპოვონ კონტენტი, რომელიც მათთვის საინტერესოა. ამას ადასტურებს შემდეგი: კომპანია ამჟამად გამოიყენება 150-ზე მეტ ქვეყანაში და მხარს უჭერს 75-ზე მეტ ენას. ამ ზრდის შედეგად, მან მოიპოვა მომხმარებელთა დიდი ბაზა, 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში.
2. რაც შეეხება დიზაინს და იმ მხარეს რასაც ვფიქრობ რომ დახვეწა სჭირდება. ვიდეოს დაედითების პროცესში არის ხელსაწყოები, თულები რომლებსაც შესაძლოა ნებისმიერმა მომხმaრებელმა მარტივად ვერ მიაგნოს, და დასჭირდეს ამისთვის ბევრად მეტი ცოდნა, წვალება. ( მნიშვნელოვანი თულები დამალულია და ართულებს გამოყენებას).
დამალული რედაქტირების ინსტრუმენტები: TikTok მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან კრეატიულ ინსტრუმენტებს მათი ვიდეოების რედაქტირებისთვის და გასაუმჯობესებლად. თუმცა, ზოგიერთი ამ რედაქტირების ოფცია აშკარად არ არის ნაჩვენები მთავარ ინტერფეისზე, რაც ნაკლებად ცხადს ხდის ახალი მომხმარებლებისთვის სად იპოვონ ისინი.
ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ვიდეო ეფექტები, ფილტრები და გაფართოებული რედაქტირების ხელსაწყოები, ხშირად განლაგებულია ქვემენიუებში ან მეორად მენიუში, რაც მომხმარებლებს ურთულებს აპში მარტივად მათ მოძიებას და გამოყენებას.
ერთ-ერთი პრობლემა რომელსაც ვაწყდებოდი აპლიკაციის გამოყენებისას მუდმივად იყო ვიდეოს გადაღების შემდეგ მისი ტელეფონში ჩაწერა. როდესაც ვიდეოს მოყვებოდა უზერნეიმის თარგი. თული რომელიც თარგის გარეშე გადმოწერას უწყობს ხელს ჩამალულია როცა შესაძლოა მეტად თვალსაჩინო ადგილას იყოს.
აპლიკაციაში პირადი მიმოწერისას თუ მსურს რომ გამოვიყენო კონკრეტული ემოჯი, გიფი მოძებნა რთულია და არ არსებობს სპეციალური ველი სადაც ჩავწერთ საკვანძო სიტყვას რომ მოვძებნო რომელიმე კონკრეტული ემოჯი ან გიფი.
3. ფერების პალიტრა. TikTok-ის ფერების პალიტრა ვფიქრობ რომ შეესაბამება აპლიკაციის შინაარს
და მომხმარებლებს უფრო მეტ კომფორტს უქმნის გამოყენების დროს. ასევე მუქი რეჟიმის დამატებაც ერთ ერთი კარგი ნაბიჯი იყო დეველოპერების მხრიდან. ვიდეო ფილების და ღილაკების მომრგვალებული კუთხეები ხელს უწყობს რბილ და სასიამოვნო შეგრძნებას, რაც შეესაბამება აპლიკაციის ჩვეულებრივ და კრეატიულ ატმოსფეროს. ფორმების გამოყენების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას და მომრგვალებულ და მკვეთრ კიდეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას შეუძლია ხელი შეუწყოს შეკრულ და ესთეტიურად სასიამოვნო დიზაინს.
მესამე ადგილი – თათა შამათავა
აპლიკაციაში ყველაზე მეტად მომწონს კომენტარზე ვიდეოთი პასუხის და ბოლოს ნანახი ვიდეოს ფიდზე გამოჩენის ფუნქცია, რადგან მიმაჩნია, რომ ამარტივებს მომხმარებლის გამოცდილებას, მარტივად იპოვოს ბოლოს ნანახი ვიდეო და ქრონოლოგიურად გააგრძელოს ყურება. რაც შეეხება კომენტარზე ვიდეოთი პასუხის ფუნქციას, ისიც როგორც კრეატორს, ისე მაყურებელს მარტივი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას აძლევს კონკრეტული საკითხების ირგვლივ. რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩემი აზრით ფიდის ორ ნაწილად დაყოფა რაღაც მხრივ ჭკვიანური იდეა იყო, რათა ცალკე შეგეძლოს შენი დაფოლოვებული კრეატორების ყურება, ამაში ვგულისხმობ following/ for you page-ის განცალკევებას, თუმცა რადგან ტიკტოკის მომხმარებელი აპლიკაციის გახსნისთანავე for you გვერდზე ხვდება, ცოტა შანსია იმის რომ სქროლვისას სპეციალურად შეცვალოს ის following page-ზე, ამას ვსაუბრობ როგორც პერსონალურ გამოცდილებაზე, ისე ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ალგორითმი არამხოლოდ უცხო, ყველაზე ნახვად ვიდეოებს უნდა აგდებდეს fyp-ზე ხშირად, არამედ შენი დამეგობრებული ხალხის ვიდეოებსაც. (იგივე სიხშირით თუ არა, უფრო ინტენსიურად მაინც). ტიკტოკის დიზაინი ერთი მხრივ, რახან უკვე თვალი შეჩვეულია დასამახსოვრებელია, თუმცა ობიექტურად თუ შევხედავთ ამ თემას, ჩემი აზრით, ბევრი რამის დამატება შეიძლება. პირველ რიგში ორ კონტრასტულ ფერში-შავსა და თეთრში აპლიკაციის ყველა ველისა თუ ფუნქციის ქონა მოსაწყენია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ , რომ ამ აპპს უმეტესად entertaining ფუნქცია აქვს. აქედან გამომდინარე, მე საშუალებას მივცემდი მომხმარებელს ინტერფეისი მთლიანად თვითონ შეცვალონ და საკუთარი გემოვნების მიხედვით დააკონფიგურირონ. ამაში არ ვგულისხმობ core ფონტებისა და მთლიანი დიზაინის შექმნას,არამედ შესაძლებელია ფავორიტი ფერების გრადიენტით სტილის შეცვლა. შესაძლებელია მომხმარებელმა აირჩიოს ფერის თემა, შრიფტის ზომა და ფორმის სტილი. ეს მგონია, რომ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოარგონ აპლიკაცია თავიანთ პრეფერენციებზე, ამის ნათელი მაგალითია tumblr, რომელსაც წლების წინ ჩემს გარშემო მარტო იმიტომ იყენებდა ხალხი, რომ პერსონალიზებული ფიდის აწყობა შეეძლოთ. მიმაჩნია, რომ ისეთი გასართობი აპპისთვის, როგორიც ტიკტოკია მსგავსი განახლება დიდ ფურორს გამოიწვევს და უამრავ ტრენდს, რაც მომხმარებელს უფრო მეტად მისი გამოყენების და პერსონალიზებული გვერდის შექმნის იდეას გაუღვივებს. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ისეთი გლობალური აპლიკაცია, როგორიც ტიკტოკია და იმის მიხედვით, რამდენ შემოსავალსაც იღებს კომპანია, ძალისხმევა უნდა ჩადონ იმაშიც, რომ ეს აპპი მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებზეც. ამისთვის საწყის დონეზე შესაძლებელია ხმოვანი ბრძანებებისა და ეკრანის წამკითხველის მხარდაჭერის შემოტანა. მაგალითად, სიტყვა “შემდეგი”, “დაბლა”, “მაღლა” შეიძლება იყოს ის key სიტყვები, რომლითაც უფრო გაუმარტივდებათ საქმე არა მარტო შშმ პირებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ხელები დაკავებული ჰქონდეთ, საჭმელს აკეთებდნენ და ამავდროულად სურდეთ ტიკტოკის სქროლვა ხელშეუხებლად. დარწმუნებული ვარ ეს ფუნქცია ერთხელ მაინც ყველას უნატრია. ამის გარდა, როგორც ფეისბუქზე გამრავლდა რეაქციის რიცხვი, სხვადასხვა ემოციის შემოტანის შემდეგ, ვფიქრობ ტიკტოკზეც გულის ღილაკზე დიდხანს დაჭერის შემდეგ უნდა ჩნდებოდეს სხვადასხვა ემოციის გამომხატველი ღილაკი, რაც მეტად გამჭვირვალეს გახდის მაყურებლის რეაქციასა და შეფასებას.