fbpx
UI&UX დიზაინი

UI & UX დიზაინის კონკურსი დასრულდა – გამარჯვებულების ნამუშევრები

თარიღი: 12 May, 2023

UI&UX დიზაინის კონკურსი დასრულდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მოცემული ჰქონდათ პრობლემა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა მოეფიქრებინათ აპლიკაციის ფუნქციონალი.

პრობლემა ასე გამოიყურებოდა:

პრობლემა

კომპანიას ჰყავს 15, 000 დასაქმებული. ავტომობილების განთავსებისთვის თანამშრომლები იყენებენ ე.წ. მიწისქვეშა პარკინგს. დიდი რაოდენობისა და სივრცის გამო მათ ხშირად ავიწყდებათ სად დააყენეს ავტომობილი. მოსაძებნად კი ტრადიციულ მეთოდს მიმართავენ და გასაღების დახმარებით, მანქანის სიგნალიზაციით ცდილობენ მის მიგნებას. ეს კი იწვევს ძალიან დიდ ხმაურს მთელ ტერიტორიაზე.

მონაწილეებს ამ პრობლემის გადასაჭრელად უნდა მოეფიქრებინათ არსებული აპლიკაციისთვის ფუნქციონალი. ფუნქციონალის გამოყენებისას თანამშრომლებს მარტივად უნდა გაეგოთ საკუთარი მანქანის ადგილმდებარეობა და აღარ უნდა დასჭირვებოდათ ტრადიციული მეთოდების გამოყენება.

პირველი ადგილის მფლობელი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში UI&UX დიზაინის კურსს 100, მეორე 50, მესამე კი 30%-იანი ფასდაკლებით გაივლის.

გიზიარებთ გამარჯვებულების ნამუშევრებს.

პირველი ადგილი – ნუცა ჩიჩილიძე

სამუშაო დღის ბოლოს თანამშრომლებმა მარტივად რომ იპოვონ საკუთარი ავტომობილები, კომპანიის არსებულ აპლიკაციაში უნდა იყოს ინტეგრირებული პარკინგის რუკა, სადაც:
1.თითოეული ადგილი იქნება დანომრილი;2.აღნიშნული იქნება პარკინგზე შესვლის/გასვლის ლოკაცია;3.თანამშრომელს შეეძლება საკუთარი თავის რუკაზე დანახვა ლოკაციის გაზიარებით (როგორც რუკაზე შენი გადაადგილება ჩანს პინის სახით) როგორ მოხდება პარკინგის დამახსოვრება: როდესაც თანამშრომელი სამსახურში მივა და დააპარკინგებს მანქანას, აპლიკაციის საშუალებით ადგილს რუკაზე მონიშნავს, როგორც დანიშნულების ადგილს (ყველაზე მარტივი მისახვედრია ლოგიკა, არსებული რუკებიდან გამომდინარე) და მოხდება ამ ადგილის შენახვა სხვა ფერის წერტილით, სტატიკურად (მანამ სანამ აპლიკაციაში დარეგისტრირებული თანამშრომელი ამ ადგილს მიღწეულად არ მონიშნავს).

სამუშაო დღის ბოლოს, როდესაც თანამშრომელი გაეშურება პარკინგისკენ საკუთარი მანქანის მოსაძებნად აპლიკაციის რუკაზე გამოუჩნდება საკუთარი თავი, როგორც მოძრავი წერტილი და საკუთარი მანქანის ადგილმდებარეობა, როგორც სტატიკური წერტილი. მოძრავი წერტილის დახმარებით თანამშრომელი მარტივად მიაღწევს სტატიკურ წერტილამდე და დანიშნულების ადგილს მონიშნავს მიღწეულად, რაც გააქრობს ამ სტატიკურ წერტილს რუკიდან.

მეორე სამუშაო დღეს ხელახლა მოხდება სტატიკური წერტილის, როგორც დანიშნულების შენახვა და თანამშრომელი იმავეს გაიმეორებს ყოველდღე, მთავარია დღის დასაწყისში არ დაავიწყდეს ადგილმდებარეობის შენახვა და დღის ბოლოს დანიშნულების ადგილის გაუქმება.

მეორე ადგილი – მარიამ ქანთარია

აპლიკაციაში ასახული იქნება კომპანიის მიწისქვეშა პარკინგის ზუსტი, ციფრული ანალოგი, დაყოფილი სართულების მიხედვით, რამდენიმე სართულიანი მიწისქვეშა პარკინგის არსებობის შემთხვევაში. 

ავტომობილის განთავსების შემდეგ მფლობელი მონიშნავს ადგილს, სადაც გააჩერა თავისი ავტომობილი – იქნება Pin სახელწოდებით “My Car/ჩემი მანქანა“. აღნიშნული მონიშვნის დასმის შემდეგ აპლიკაციის სხვა მომხმარებლებისთვის მოცემული საპარკინგე ადგილი გადაიქცევა „დაკავებულად“.

დასმული Pin-ები შეინახება მანამ, სანამ მანქანა არ დატოვებს პარკინგს, რა დროსაც მძღოლს/მფლობელს აპლიკაციაში ერთი ხელის დაჭერით შეეძლება „ადგილის გათავისუფლება“.

აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით ყველა მძღოლს ზუსტად ეცოდინება საკუთარი მანქანის ადგილმდებარეობა და, შესაბამისად, აღარ დასჭირდება მისი მოძებნა მანქანის სიგნალიზაციის დახმარებით, რაც იწვევდა დიდ ხმაურს ტერიტორიაზე. 

ასევე, აღნიშნული აპლიკაციით თანამშრომლებს საშუალება ექნებათ გაიმარტივონ მანქანის გაჩერების პროცესი, რადგან აპლიკაციაში უკვე დაკავებული ადგილები იქნება „დაკავებულად“ მონიშნული. ხოლო თავისუფალი ადგილები – „თავისუფლად“.

მესამე ადგილი – ნიკა ზურაშვილი

ამ პრობლემის ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს პარკირების ადგილმდებარეობის თვალთვალის ფუნქციის დამატება კომპანიის არსებულ მობილურ აპლიკაციაში.

ჩამოთვლილია რამდენიმე ფუნქცია, რომელიც შეიძლება დაემატოს აპს:

– პარკინგის ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება: თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ აპი მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანის ადგილმდებარეობის აღსანიშნად. აპს შეუძლია გამოიყენოს GPS და Bluetooth ტექნოლოგიები მანქანის ადგილმდებარეობის დასადგენად და მისი მდებარეობის შესანახად.

– ნავიგაცია გაჩერებულ მანქანამდე: აპს შეუძლია უზრუნველყოს ნაბიჯ-ნაბიჯ ნავიგაცია, რათა თანამშრომლებს გაუძღვეს გაჩერებულ მანქანამდე. ეს შეიძლება გაკეთდეს GPS ნავიგაციის გამოყენებით, რომელიც ინტეგრირებული იქნება მიწისქვეშა პარკინგის რუკასთან.

– შეხსენების შეტყობინებები: აპს შეუძლია გააგზავნოს შეტყობინებები, რათა შეახსენოს თანამშრომლებს სად გააჩერეს მანქანა, განსაკუთრებით თუ მათ ავიწყდებათ პარკირების ადგილის მონიშვნა. შეტყობინებების გაშვება შესაძლებელია მომხმარებლის მდებარეობიდან გამომდინარე, გეოფენის ტექნოლოგიის გამოყენებით.

– პარკირების ადგილის დაჯავშნა: თანამშრომლებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ პარკირების ადგილი აპლიკაციის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს მათ დანიშნულ ადგილს და არ მოუწევთ დროის დახარჯვა თავისუფალი ადგილის მოსაძებნად.

– პარკირების ადგილის ხელმისაწვდომობა: აპს შეუძლია აჩვენოს თანამშრომლებს პარკირების ადგილების ხელმისაწვდომობა რეალურ დროში. ეს დაეხმარება თანამშრომლებს მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად გააჩერონ ავტომობილი.

ამ ფუნქციების დანერგვამ შეიძლება გაუადვილოს თანამშრომლებს გაჩერებული მანქანის პოვნა მიწისქვეშა ავტოსადგომზე, შეამციროს ხმაური  და გაზარდოს პროდუქტიულობა დროის დაზოგვით.