fbpx

,,თქვენ აქ შეიძენთ იმ ცოდნას, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.” – მარიამ აბაშიძე

თარიღი: 4 August, 2022

,,რომ არა აკადემია, ალბათ, არასდროს მომეცემოდა შანსი იმისა, რომ ამ კუთხით განვითარებულიყავი.”

დღეს მარიამ აბაშიძე მოგიყვება საკუთარ ამბავს:

-მე ვარ..

ახლახან დავასრულე ილიაუნის სამართლის სკოლა. შესაბამისად, პროფესიით ვარ იურისტი, თუმცა ვცდილობ არ ჩავიკეტო ერთ სფეროში და ჩემი ცხოვრება თუ სამუშაო გამოცდილება მაქსიმალურად მრავალფეროვანი გავხადო.

-როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მუშაობა დავიწყე 2021 წელს, თუმცა აკადემიის შესახებ გაცილებით ადრე მქონდა ინფორმაცია.

აკადემიას ჰყავს შესანიშნავი, ძალიან მეგობრული გუნდი, ამიტომაც, ჩემთვის ძალიან კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული აქ გატარებული პერიოდი.

-რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

აკადემიაში გავიარე სოციალური მედიისა და ქოფირაითინგის კურსები. ორივე კურსი იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული.

სოციალური მედიის კურსის დახმარებით ვისწავლე: Facebook გვერდის მართვა, კონტენტის გეგმის შექმნა, სოციალურ მედიაში არსებული რეკლამის სახეობები და სხვა.

ქოფირაითინგის კურსის გავლამ მომცა ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის: მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაცია, ბრენდის იმიჯის მშენებლობა, კამპანიის სწორად წარმართვა და ბევრი სხვა.

-სად ხართ ამჟამად დასაქმებული?

ამჟამად სტაჟირებას გავდივარ მეპ სოლუშენში, ციფრული მარკეტინგის კუთხით. ვსწავლობ, Google Ads-ის გამოყენებას და SEO ოპტიმიზაციას.

-რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

პირველ რიგში, აკადემიამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ამ სფეროსადმი დაინტერესების კუთხით. აქ მივიღე ცოდნა, რომელმაც საფუძველი შექმნა ჩემი შემდგომი განვითარებისთვის.

რომ არა აკადემია, ალბათ არასდროს მომეცემოდა შანსი იმისა რომ ამ კუთხით განვითარებულიყავი.

-ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ნათქვამია, არაფერი იწყება ამბიციის გარეშეო. აუცილებელია გჯეროდეთ, რომ შეგიძლიათ გახდეთ ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადი კადრი ამ სფეროში. აუცილებელია არ დაგეზაროთ შრომა.

კურსის გავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ძალიან კარგი აზრია. თქვენ აქ შეიძენთ იმ ცოდნას, რომელიც მომავალში მუშაობისას ძალიან გამოგადგებათ.

კურსის გავლის შემდეგ შეგიძლიათ გაიაროთ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში, რომელიც პრაქტიკულ ცოდნას მოგცემთ ამ სფეროში და სამომავლოდ დასაქმებისათვის უდიდეს დახმარებას გაგიწევთ.