fbpx
HR მენეჯმენტის კურსი

თეა ჯაფარიძის ისტორია: როგორ მოვხვდი HR-ში

თარიღი: 12 November, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, თეა ჯაფარიძის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში HR მენეჯმენტის კურსი გაიარა, ახლა კი HR ადმინისტრაციული ოფიცერია. 

მე ვარ თეა ჯაფარიძე, 48 წლის. ვარ მრავალპროფილური განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანი – ინგლისური ენის პედაგოგი, გიდი, ადმინისტრაციული მენეჯერი, თარჯიმანი, თვითნასწავლი დიზაინერი (ვქსოვ ყაისნაღითა და ჩხირებით), HR ადმინისტრაციული ოფიცერი.

ვინაიდან ვერ ვიპოვე შესაფერისი სამსახური და არაერთი მცდელობის გამო არ იყო უკუკავშირი გაგზავნილ რეზიუმეებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის მაისში გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი LinkedIn-ზე და შემექმნა პროფილი, რამაც საშუალება მომცა უფრო მეტი ადამიანი გამეცნო, გამეზიარებინა მათი მოსაზრებები და სიახლეები და უკეთ დამენახა ჩემ მიერ დაშვებული შეცდომები და გამერკვია მიზეზი, თუ რატომ ვერ შევძელი სამსახურის დაწყება 2 წლის განმავლობაში. დავინტერესდი კარიერული მენტორის – სალომე სულაბერიძის პოსტებით, რომელმაც ჩემი თხოვნით მთლიანად შეცვალა ჩემი რეზიუმეს ფორმატი, მოარგო თანამედროვე სტანდარტებს. ამასთანავე, მაწოდებდა სავარაუდო ვაკანსიებს და მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე მყოფი მუდამ ცდილობდა ჩემ გამხნევებას. რადგან ჩვენმა ერთობლივმა მცდელობამ 2 თვის განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო, სალომემ მირჩია დავრეგისტრირებულიყავი თქვენს ონლაინ კურსზე.

მიმდინარე წლის 31 ივლისს ავიღე სერტიფიკატი ადამიანური რესურსების მართვის კურსისთვის, რომლის ტრენერი იყო კესო სუმბაძე. აღნიშნულმა კურსმა ჩემი თავი სხვა რაკურსით დამანახა. უპირველეს ყოვლისა ამიმაღლა თვითშეფასება, მომცა შესაძლებლობა ჩემი უნარ-ჩვევები უფრო დამეხვეწა, გავცნობოდი სიახლეებს, დამაძლევინა შიში ახლის მიმართ და მაქსიმალურად მომცა ყველანაირი ამომწურავი ინფორმაცია HR მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებზე, კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობასა და ორგანიზაციის სტრატეგიულად და გუნდურად ჩამოყალიბებაზე.

ამჟამად ვმუშაობ HR ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციაზე.

აკადემიაში ჩემ მიერ განვლილმა კურსმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ მალე დავსაქმდი და ახლა მარტივად ვუმკლავდები ახალი პოზიციის ფუნქცია-მოვალეობებს. ინტერვიუს დროს თავიდანვე სწორად შევაფასე დამსაქმებლის მიერ სწორად დასმული კითხვები და კარგად განვსაზღვრე აქცენტები მომავალ მოლოდინებზე, შევაფასე მათი მზაობა ხელშეკრულების დროულად გაფორმებასთან და ონბორდინგთან დაკავშირებით, რამაც მომცა საფუძველი და შეგრძნება იმისა, რომ შესაფერის გუნდში მოვხვდი. ბევრი არც მიფიქრია და დღეს მე ამ გუნდის სრულუფლებიანი წევრი ვარ. სერტიფიკატის მიღება კი იყო კიდევ ერთი დამატებითი პლიუსი ჩემს რეზიუმეში და ახალმა სტატუსმა შემმატა გაბედულება და მოტივაცია გასაუბრების დროს, გამხადა უფრო თავდაჯერებული და მომცა საშუალება, მარტივად მომეპოვებინა ნდობა მომავალ მენეჯმენტთან.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დანებდეთ, არ ჩამორჩეთ სიახლეებს, ეცადეთ გაიაროთ აკადემიის კურსები, აღმოაჩინეთ თქვენში ახალი შესაძლებლობები და არ შეუშინდეთ გამოწვევებს, ახალ ტერმინოლოგიასა და მიდგომებს.

მე არ ვაპირებ გაჩერებას. უკვე დარეგისტრირებული ვარ ტექ რეკრუტინგის კურსზე მომავალ წელს და მესამე კურსის გავლასაც ვგეგმავ. მადლობა ადმინისტრაციას საუკეთესო შესაძლებლობისთვის და სიახლეებისთვის! 

წარმატებებს ვუსურვებ ყველა მენტორსა და სტუდენტს!