fbpx

თათული აფციაურის ისტორია: აკადემიიდან ფრილანსერობამდე

თარიღი: 19 May, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის თათული აფციაურის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში გრაფიკული და ინტერიერის დიზაინის კურსები გაიარა, ახლა კი ფრილანსერობასათან ერთად დასაქმებულია ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანია – “სპექტრუმში”. 

მე ვარ თათული აფციაური, 24 წლის, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. პაპაჩემი  მხატვარი იყო და ბავშვობიდან სულ ვხატავდი. ისე სასიამოვნოდ მიხსნიდა ყველაფერს, რომ სულ მქონდა ინტერესიცა და წვდომაც მის ნივთებთან. მახსოვს ერთხელ მითხრა, ეცადე ისე ხატო, რომ საშლელი არ დაგჭირდესო.  ეს სიტყვები ცნობიერებაში ჩამრჩა და დღემდე ვცდილობ, შევასრულო და ვიყო ისეთი არქიტექტორი რომ “საშლელი” არ გამოვიყენო. ყოველდღიურად ვცდილობ და ვმუშაობ, რომ განვავითარო საკუთარი თავი.

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ინფორმაცია სოც. ქსელებიდან მქონდა. მათი წარმატებული სტუდენტების შემხედვარე მეც მომინდა კურსის გავლა. ბევრი არც მიფიქრია, დავესწარი რამდენიმე უფასო ლექციას, რამაც საშუალება მომცა ამერჩია ლექტორი. ავარჩიე უსაყვარლესი სალი თოფურია, რომელმაც უფასო ლექციაზეც კი ძალიან ბევრი ინფორმაცია მომაწოდა. 

ციფრულ ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ორი კურსი – ინტერიერის დიზაინი და გრაფიკული დიზაინი. 

ინტერიერის დიზაინის კურსმა კიდევ უფრო სხვა კუთხით დამანახა ეს პროფესია და მომცა თავდაჯერებულობა დამოუკიდებლად ამეღო პროექტები. გრაფიკულმა დიზაინის კურსმა კი მომცა შესაძლებლობა დამეხვეწა ჩემი სტარტაპები და ამეღო შეკვეთები გრაფიკული დიზაინის განხრით ფრილანსერობის დროს.

ამჟამად დასაქმებული ვარ “სპექტრუმში” – ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში. 

აკადემიამ მომცა თავდაჯერებულობა, მემუშავა ფრილანსერად. შემდეგ როცა დავრწმუნდი, რომ უფრო მეტი შემიძლია, დავიწყე სპექტრუმში მუშაობა და ახლა ვმუშაობ საზღვრებს გარეთაც.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს ვურჩევდი, რომ დაიწყონ სწავლა რაც შეიძლება პატარა ასაკში, რომ დრო არ დაკარგონ. უფრო მეტი ისწავლონ და არასდროს შეწყვიტონ განვითარება.

ტექნოლოგიები, ტენდენციები და სტრატეგიები შეიძლება მოძველდეს თვალის დახამხამებაში. ამიტომ, განავითარეთ საკუთარი თავი, იყავით ინფორმირებული ინდუსტრიის სიახლეების შესახებ, დარეგისტრირდით კურსებზე და  დაესწარით სემინარებს .

მაგრამ არქიტექტურაზე სწავლას თუ გადაწყვეტენ, მაინც  კარგად უნდა დაფიქრდნენ , რამდენად შეიყვარებენ თავიანთ პროფესიას და გაართმევენ თავს. რადგან როგორც ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი  იტყოდა: “If you want an easy life, don’t be an architect”.