fbpx
სოციალური მედიის კურსი

თათა შანიძის ისტორია: ციფრული ინდუსტრიის აკადემიიდან ამერიკამდე

თარიღი: 5 August, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის თათა შანიძის ისტორიას, რომელიც იურიდიული ფაკულტეტიდან ჯერ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, შემდეგ კი, არც მეტი არც ნაკლები, ნიუ-იორკში მოხვდა ერთ-ერთი Fashion ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანია – Eyecrafter-ის სოც. მედია მენეჯერისა და კოტენტ კრეატორის პოზიციაზე. 

მოგესალმებით, მე ვარ თათა შანიძე, პროფესიით მარკეტერი. თავდაპირველად დავამთავრე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი. ამ განხრით გარკვეული პერიოდი ვიმუშავე, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ რაღაც სხვა მაინტერესებდა, ეს “სხვა” კი საბოლოო ჯამში მარკეტინგი აღმოჩნდა.

მივიღე ამ სფეროში განათლება და მალევე დავსაქმდი კომპანია “დიო”-ს მარკეტინგის დეპარტამენტში, სადაც მოგვიანებით დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დავიკავე.

ამ პერიოდში ასევე სურვილი გამიჩნდა კიდევ უფრო სიღრმისეულად შემესწავლა სოციალური მედიის მართვა. ამიტომ გადავწყვიტე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გამეარა კურსი, რომელიც მეგობრებმა მირჩიეს.

კურსმა საკმაოდ კარგი ცოდნა მომცა, დეტალურად გავიარე სხვადასხვა პლატფორმების მართვა, კონტენტის წერა, თარგეთირება, ქომუნითი მენეჯმენტი და სხვა.

კურსის გავლის შემდეგ გავემგზავრე ნიუ-იორკში, სადაც ერთ-ერთ Fashion ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანია – Eyecrafter-ში სოც. მედია მენეჯერისა და კოტენტ კრეატორის პოზიცია დავიკავე. კომპანია მსოფლიო ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობს და მათი დიზაინით შექმნილ სათვალეების რეალიზაციას ახორციელებს.

ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს კი აუცილებლად ვურჩევდი, რომ სცადონ, მიიღონ ცოდნა და ახსოვდეთ, მთელი გულითა და მონდომებით შრომას ყოველთვის, ყველგან მოაქვს შედეგი.