თამარ სიმონიას ისტორია: ბიზნესიდან დიზაინამდე
თარიღი: 9 July, 2024
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის თამარ სიმონიას ისტორიას, რომელმაც უნივერსიტეტი ბიზნესის კუთხით დაამთავრა, თუმცა აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლის შემდეგ დიზაინის სფეროში გადაინაცვლა. ახლა კი კავკასიის უნივერსიტეტში არქიტექტურის სტუდიის დიზაინერად მუშაობს.
მე მქვია თამარ სიმონია. 2023 წელს დავასრულე უნივერსიტეტი ბიზნესის განხრით, თუმცა ბავშვობიდანვე ახლოს ვიყავი ხელოვნებასთან. უნივერსიტეტის ბოლო წელს მივხვდი, რომ ამ სფეროს უნდა გავყვე. მარტივად ვეუფლები ახალ პროგრამებს და მსიამოვნებს პრობლემების პრაგმატულად და კრეატიულად გადაჭრა, რამაც კიდევ უფრო მიბიძგა პროფესიის შეცვლისკენ.
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე და ჩემს წრეშიც ტრიალებდა დადებითი მოსაზრებები მათ შესახებ.
მე გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი, სადაც შევისწავლე Archicad და 3Ds Max, ასევე პროექტების გეგმარება და მოდელირება. ამ კურსმა მომცა საბაზისო ცოდნა, რომლითაც შევიქმენი ფუნდამენტი უნარების და აზროვნების განსავითარებლად.
ამჟამად ვმუშაობ კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის სტუდიის დიზაინერად.
კურსის დახმარებით მზად და თავდაჯერებულად მივედი პოზიციამდე და დღეს უკვე ვმუშაობ სხვადასხვა პროექტებზე. ასევე ვარ ფრილანსერი და მუდამ ახალი შესაძლებლობების ძებნაში ვარ, რათა მაქსიმალურად განვვითარდე.
ყველას, ვისაც სურს ციფრულ სამყაროში დასაქმება და სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებს ან ყოყმანობს, მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არის გვიანი გააკეთო ის, რაც გსიამოვნებს. ბაზარი დიდია და კონკურენციაც მაღალია, მაგრამ ასევე მრავალი შესაძლებლობაც არსებობს. მონდომება და შრომა ყველაფრის საწინდარია.