თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით.
თამარ ნასარიძე, 27 წლის.
პროფესიით ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ და ქოფირაითინგის სფეროში არანაირი წინარე გამოცდილება არ მქონდა, მხოლოდ ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი მესწავლა კარგი ქოფის წერა.
რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გავიარე ქოფირაითინგის კურსი, სონია გულაღაშვილთან.
ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და ეფექტური კურსია სწორად შერჩეული თემებითა და დავალებებით.
სად ხართ ამჟამად დასაქმებული?
ამჟამად გორგიაში ვარ სტაჟირებაზე, სადაც საშუალება მომეცა თავი სრულიად ახალ სივრცეში გამომეცადა და კურსზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა.
ძალიან მომწონს და ვფიქრობ ნებისმიერი დამწყები ქოფირაითერისთვის საჭირო და საინტერესო გამოცდილებაა.
რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?
კურსის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე გავიარე გასაუბრება გორგიას მარკეტინგის დეპარტამენტში და მოვხვდი სტაჟირებაზე.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?
სხვათაშორის, უკვე არაერთს ვურჩიე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლა, ბევრმაც თავისით გამოთქვა სურვილი მას შემდეგ, რაც ჩემი გამოცდილების შესახებ ვუამბე.
კურსის მანძილზე დავალებებით იმდენად ვერთობოდი გარშემო ყველას ვუყვებოდი და ვაჩვენებდი ჩემს ნამუშევრებს და ბევრი დაინტერესდა და დაფიქრდა სწავლაზე.