თამარ ხატიაშვილის ისტორია: როგორ მოვხვდი ციფრულ სამყაროში
თარიღი: 6 February, 2025
გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის, თამარ ხატიაშვილის ისტორიას, რომელმაც ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და SEO/SEM-ის კურსები გაიარა, ახლა კი სტაჟირებას გადის სააგენტოში – 10XSEO.
მე ვარ თამარი, ციფრული მარკეტინგის ენთუზიასტი, რომელსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს სოციალური მედიის, SEO-სა და SEM-ის მიმართულებით. გავიარე შესაბამისი კურსები ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და აქტიურად ვცდილობ, პრაქტიკაში დავნერგო მიღებული ცოდნა.
მომწონს ახალი გამოწვევები და მუდმივად ვეძებ შესაძლებლობებს განვითარებისთვის!
ეს კურსები ჩემთვის იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღების, არამედ რეალურ პროექტებზე მუშაობის შესანიშნავი შესაძლებლობა.
ამჟამად სტაჟირებას გავდივარ 10XSEO სააგენტოში, სადაც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ მომცეს უნიკალური შანსი, ვყოფილიყავი მათი გუნდის ნაწილი და პრაქტიკაში გამომეყენებინა ცოდნა. განსაკუთრებით მადლიერი ვარ მათი ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
აკადემიამ დიდი როლი ითამაშა ჩემს განვითარებაში, რადგან მან მომცა ძლიერი საფუძველი და დამაკავშირა სფეროს საუკეთესო პროფესიონალებთან.
ჩემი რჩევა ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებისთვის იქნება, რომ არასოდეს დანებდეთ! ის, რაც გულით გინდათ, აუცილებლად სრულდება. შრომა, განვითარება და სწორი გარემო – ეს არის წარმატების გასაღები.