თაკო ჭაბუკიანის სქრინშოტი
თარიღი: 22 June, 2020
ჩემ შესახებ…
თამარი: დიზაინერი, ლექტორი, არტ დირექტორი.
ინსპირაციის წყარო..
Long walks and long showers.
კარგი ლოგოს შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანია…
სიმამაცე, იმიტომ რომ ყოველი ლოგოს შემუშავება არის უღრან ტყეში გასვლა: არ იცი ბოლომდე სად მიდიხარ, არ იცი ვინ დაგხვდება და არ იცი, როგორ სოკოებს მოკრეფ კარგს თუ შხამიანს.
თვისება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბრენდ დიზაინერს…
ანალიტიკური და კრეატიული ტვინის ნახევარსფეროები თანაბრად უნდა დუღდეს.
ლოგო დიზაინი წარმოუდგენელია…
ლოგო დიზაინერის გარეშე. უკვე არსებობს მრავალი საიტი, სადაც შეგიძლია შენით, როგორც ჩვეულებრივმა არადიზაინერმა ადამიანმა, დააგენერირო ლოგო. ეს საიტები ძალიან პრიმიტიულ დონეზეა განვითარებული, შესაბამისად შედეგიც საკმაოდ ბრტყელი და არაშთამბეჭდავია.
შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვას ლოგო დიზაინერმა…
Pieter Thiel – ის ციტატაში თუ ჩავანაცვლებთ სიტყვა ‘დამფუძნებელს’ ‘დიზაინერად’, ეს
ციტატა იდეალური პასუხი იქნება.
“The single greatest danger for a founder is to become so certain of his own myth that he loses his mind. But an equally insidious danger for every business is to lose all sense of myth and mistake disenchantment for wisdom.”
ჩვევა ლოგო დიზაინის შექმნის პროცესში…
კარგი ჩვევა და პრაქტიკაა ყოველ თითო – ორ საათში 5 წუთით გასეირნება. მე ამის
კეთება მიჭირს.
სამი რჩევა დამწყებ ლოგო დიზაინერებს…