fbpx
ტექ რეკრუტინგის კურსი

სწორი ფაზლის ნაწილი კომპანიისთვის – ანუ ვინ არის ტექ რეკრუტერი?

თარიღი: 22 February, 2024

თუ ადრე რეკრუტინგის პროცესი მხოლოდ რეზიუმეში გამოცდილების გრაფაში ჩაწერილი რიცხვების შეხედვას მოიცავდა, ახლა ეს პროცესი ბევრად უფრო კომპლექსური და საინტერესოა.

კომპანია ფაზლივითაა. ყველა თანამშრომელი კი ამ ფაზლში უნდა ჩაჯდეს. 

რეკრუტერები იმ ფაზლის ნაწილს ეძებენ, რომელიც დარჩენილია, რომ დაშლილი ფაზლი შეკრულ სურათად იქცეს. ამ ნაწილს კონკრეტული ფორმა, ზომა და ფერი აქვს. მაგალითად თუ ვან გოგის ,,ვარსკვლავებიანი ღამისთვის’’ ეძებ დარჩენილ ნაწილს, წითელი ფერის ფაზლი ვერ გამოგადგება, რაც არ უნდა ლამაზი იყოს ის. 

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც კომპანიაში ვაკანსია ცხადდება, რეკრუტერის მიზანია, ისეთი ადამიანი იპოვოს, რომელიც ზუსტად მოერგება კონკრეტულ კომპანიასა და პოზიციას, რომლის გამოცდილება და სურვილები არც ზედმეტი იქნება და არც ძალიან ცოტა, არც ძალიან ამბიციური და არც ძალიან ინდიფერენტული. კარგი რეკრუტერი კი ზუსტად ხვდება არის თუ არა კონკრეტული კანდიდატი ფაზლის ის ნაწილი, რომელიც კომპანიას ასაწყობად სჭირდება.

ტექ რეკრუტინგის კურსი

რაში გვჭირდება რეკრუტინგი და რეკრუტერები?

კომპანია ერთი დიდი მანქანაა, მისი თანამშრომლები კი ჭანჭიკები არიან. თუმცა ჭანჭიკის ზომამ არ შეგაცდინოთ. ამ ადამიანების გარეშე მთლიანი მექანიზმის მუშაობა წარმოუდგენელია. ერთ-ერთი ჭანჭიკი მაინც რომ იყოს არასწორად ჩასმული, მუშაობას მთელი მანქანა შეწყვეტს, რადგან მისი მექანიზმი საერთო ჯამში უამრავ პატარა ჭანჭიკზე დგას, რომლებიც აუცილებლად სწორ ადგილას უნდა იყვნენ. 

სწორედ ამიტომაა საჭირო რეკრუტინგი და რეკრუტერები. ეს ადამიანები იცნობენ მთელი მანქანის მუშაობის მექანიზმს და ზუსტად იციან, რომელი ჭანჭიკი სად უნდა ჩაამაგრონ, რომ მანქანამ სწორად ფუნქციონირება განაგრძოს. ამ ადამიანების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმის ანუ კომპანიის გამართულად ფუნქციონირება.

ტექ რეკრუტინგის კურსი

რა განსხვავებაა რეკრუტერებსა და ტექ რეკრუტერებს შორის?

ამ ორ ადამიანს შორის მთავარი განმასხვავებელია სიტყვა ,,ტექ’’, რომელიც, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიას აღნიშნავს. ტექ რეკრუტერი უფრო სპეციფიკური პოზიციაა ვიდრე უბრალოდ რეკრუტერი, რადგან ეს ადამიანები კონკრეტულად ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობენ და ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც სწორედ ამ სფეროში უნდათ დასაქმება.