Academy logo
Academy logo
სოციალური მედიის კურსდამთავრებული - მარიამ ბერაძე

სოციალური მედიის კურსდამთავრებული - მარიამ ბერაძე

24 აპრ. 2026

თქვენ შესახებ მოგვიყევით რამდენიმე სიტყვით.

მე ვარ მარიამი, 19 წლის. 

ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძირითადი პროფესიული მიმართულება იურიდიული სფეროა, ყოველთვის ვცდილობ თვითგანვითარებასა და მრავალმხრივი უნარების შეძენას. 

თანამედროვე სამყაროში წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივი სწავლა, ახალი გამოცდილების მიღება და საკუთარი უნარ-ჩვევების აღმოჩენა, რაც ვფიქრობ, რომ ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ წინსვლას. 

რომელი კურსი გაიარეთ ჩვენთან და რა მოგცათ ამ კურსმა?

აკადემიაში გავიარე სოციალური მედიის კურსი. 

ზოგადად, კურსი კარგად არის შედგენილი და მორგებულია ისეთ მსმენელებზე, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ ამ სფეროში. 

ამ კურსის განმავლობაში გავიგე, როგორ უნდა შევქმნა სწორად სოციალური მედიის სტრატეგია, შევიძინე აუდიტორიასთან სწორი კომუნიკაციისა და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი.


როგორ მოხვდით ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით მივიღე. 

დავინტერესდი იმ შესაძლებლობებით, რომელთაც აკადემია სტუდენტებს სთავაზობდა - პრაქტიკული ცოდნა, თანამედროვე პროფესიული უნარები და დასაქმების პერსპექტივა.   


სად ხართ ამჟამად დასაქმებული? 

ამჟამად ვმუშაობ კომპანია Biznetix-ში, სადაც ყოველდღიურად ვიყენებ აკადემიაში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. 

ეს სამუშაო გარემო მაძლევს შესაძლებლობას, პარალელურად გავაგრძელო სწავლა, განვითარდე პროფესიულად და რეალურად დავინახო საკუთარი შრომის შედეგი.


რა როლი ითამაშა აკადემიამ თქვენს დასაქმებაში?

აკადემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი კარიერის დასაწყისში.

სწორედ აკადემიის შიდა საკომუნიკაციო სივრცეში განთავსებული ვაკანსიების საშუალებით გავეცანი ერთ-ერთ მათგანს, რომელიც შევავსე და წარმატებით გავიარე შერჩევის პროცესი. 

მიღებულმა ცოდნამ მომცა თავდაჯერებულობა და მზადყოფნა რეალურ სამუშაო გარემოში საქმიანობის დასაწყებად.


თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ციფრულ სამყაროში დასაქმების მსურველებს რას ურჩევდით?

ყველაზე მნიშვნელოვანი არის მუდმივი განვითარება და სწავლა. 

არ შეგეშინდეთ თქვენი თავის გამოცდა განსხვავებულ მიმართულებებში, მაშინაც კი, თუ თქვენი ძირითადი პროფესია სხვა სფეროს ეკუთვნის. 

დამატებითი უნარები ყოველთვის ზრდის შესაძლებლობებს და გეხმარებათ, უფრო კონკურენტუნარიანები გახდეთ.