fbpx
ციფრული მარკეტინგის კურსი

სოფო მუხაგულიშვილის ისტორია: პიანისტობიდან მარკეტერობამდე

თარიღი: 14 February, 2024

გიზიარებთ ჩვენი კურსდამთავრებულის სოფო მუხაგულიშვილის ისტორიას, რომელმაც აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსი გაიარა, ახლა კი ,,Tegeta Holding’’-ის მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობს. 

მე ვარ სოფიო 21 წლის. ამჟამად – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ჩემ გარშემო ყველამ იცის, რომ ბევრი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. თითქმის 13 წელი პიანისტი ვიყავი, შემდგომ დიპლომატიამ გამიტაცა, ახლა კი მარკეტინგის სფეროში დავიწყე კარიერული განვითარება.

მას შემდეგ, რაც მარკეტინგით დავინტერესდი, გადავწყვიტე, დრო არ დამეკარგა და მაშინვე დავიწყე კურსების ძებნა.  სწორედ ასე აღმოვაჩინე სანდო და გამოცდილი ციფრული ინდუსტრიის აკადემია. 

აკადემიაში შევისწავლე ციფრული მარკეტინგი, რადგან მსოფლიო დღესდღეობით უფრო და უფრო ციფრული ხდება. ეს გადაწყვეტილება წამითაც არ მინანია, რადგან ამ ცოდნის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი ვახერხებ.

ამჟამად დასაქმებული ვარ ,,Tegeta Holding’’-ის მარკეტინგის დეპარტამენტში, რომელიც ,,MAN’’- ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. 

აკადემიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. აქ მივიღე ის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ყველა მარკეტერს სჭირდება. ამან კი ჩემს კარიერაში ბევრად მეტი შესაძლებლობა გააჩინა დასაქმების კუთხით. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მოულოდნელი იყო თეგეტაში ჩემს ყოფილ მენტორთან – სალომე ჯანაშვილთან შეხვედრაც. ვიტყოდი, რომ ასეთ შესანიშნავ ადამიანთან კარიერულ გზაზე გადაკვეთა, ნამდვილად გამართლებაა.

იმ ადამიანებს, ვისაც სურთ ციფრულ სამყაროში დასაქმდნენ, ვურჩევდი, რომ არცერთი დღით არ გადადონ სწავლა და განვითარება. თუ ეს სფერო გაინტერესებს, აუცილებელია დაისახო დიდი მიზნები და გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები. ჩემთვისაც წარმატების გასაღები სწორედ ეს არის: საკუთარი თავის რწმენა, შრომა და მოთმინება განვითარების გზაზე.