fbpx

სოციალური მედიის მნიშვნელობა ტურიზმში

თარიღი: 28 June, 2019

ციფრულმა ტექნოლოგიებმა ფუნდამენტალურად შეცვალა კომპანიებს და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის ფორმა ტურისტულ სექტორში. შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მომხმარებლების მხრიდან და მათი ჩართულობა სოციალურ მედიაში ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდია. დღეს ადამიანების უმრავლესობა სამოგზაურო აპლიკაციების დახმარებით გეგმავს დასვენებას, იყენებს ვირტუალურ გიდსა და ორგანიზებას უწევს სატრანსპორტო მიმართულებებს.

ტურიზმისთვის სოციალური მედია საჭირო ინსტრუმენტია მომხმარებლის ონლაინ ქცევაზე დასაკვირვებლად. მოგზაურები ფოტო სურათებს ტვირთავენ სოციალურ ქსელში და მათი სოციალური აქტივობის 40 % შეფასებების, ე,გ ,,რევიუების”გაკეთებას ეთმობა. ჰეშთეგების მეშვეობით ნებისმიერი მომხმარებლს შეუძლია მარტივად ნახოს სხვისი ტურისტული კონტენტი, რაც აადვილების ინფორმაციის გაცვლის პროცესს.
წარმატებულ სერვისზე დაფუძნებული ბრენდი ნიშნავს, რომ თითოეული მომსახურება უნიკალურ შეთავაზებას უნდა წარმოადგენდეს მომხმარებლისთვის. სოციალური მედია კი საშუალებას გაძლევთ მომხმარებლის დამოკიდებულებებს, მოსაზრებებს, გამოცდილებებს გაეცნოთ და ამ კვლევის საფუძველზე უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი შეთავაზებები.
მომხმარებელი ყოველთვის წინასწარ ნახულობს პოტენციურ სამოგზაურო დანიშნულებასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს: სასტუმროს მომსახურეობის, თვითფრინავის, რესტორნის შესახებ. ამიტომ ტურიზმისთვის მარკეტინგი მთლიანად ადაპტირებულია სოციალურ მედიაში.

ტურისტული მომსახურებების რეზერვაციისითვის ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო პლატფორმებია : Booking.com, Airbnb.com, სადაც შეგიძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ ნებისმიერი სამოგზაურო სერვისის შესახებ, წაიკითხოთ სხვა მომხმარებლის შეფასებები. ონლაინ კვლევებმა დიდი გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზე, რადგან წინა მომხმარებლის შეფასება დიდ ემოცირ ზეგავლენას ახდენს შემდგომ მომხამრებელზე.

აქვს გთავაზობთ Buffer-ის 2019 წლის სოციალური კვლევის შედეგებს. გამოკითხვა ჩატარდა ტურიზმის სექტორში ბიზნესის მფლობელებს შორის.

 

ამ სტატის მიზანია გაგაცნოთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის სფეროში. ციფრული ინდუსტრიის აკადემია კი ერთი თვის მანძილზე მზად არის უფასოდ გაუწიოს ბიზნესის მფლობელებს მარკეტინგული მომსახურება.