fbpx
Socialuri media

სოციალური მედია ბიზნესისთვის

თარიღი: 10 June, 2019

სოციალური მედიის არსებობამ რადიკალურად შეცვალა სამყაროსთან ურთიერთქმედების ფორმა.
ის გულისხმობს ონლაინ დიალოგის პროცესს: ბრენდებს, ადამიანებს, კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის.

ჯეფ ბეზოსი, ამერიკელი გამომგონებელი და მეწარმე ამბობს : ,, თუკი რეალურ სამყაროში თქვენი მომხმარებელი უკმაყოფილოა მას 6 მეგობრისთვის შეუძლია ამ გრძნობის გაზიარება, ხოლო თუკი მომხმარებლები ინტერნეტში აფიქსირებენ საკუთარ უარყოფით აზრს, ეს გამოხმარება მინიმუმ 6 000 ადამიანამდე მიაღწევს.”
აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, სოციალური მედიის გავლენა ნებისმიერ ბიზნეს კომუნიკაციაში.

ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანები დიდ დროს ატარებენ სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე. სწორედ ამიტომ, ტრადიციული მარკეტინგის ფორმებთან მიმართებაში პრიორიტეტად სოციალური მედიის მარკეტინგი იქცა. მისი დახმარებით ბიზნესს შეუძლია თავისი ხმა მიაწვდინოს მომხმარებელს. მარკეტერების 96% სოციალურ მედიას იყენებს ყველაზე ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიებისთვის.

თუკი ხართ ბიზნესის მფლობელი, ან სტარტაპერი, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სოციალური მედია ის ადგილია საიდაც უნდა დაიწყოთ კომუნიკაცია. ის არამარტო არსებულ მომხარებელთან სტაბილურ კავშირს შეგინარჩუნებთ, არამედ ბიზნესის გაფართოებაშიც დაგეხმარებათ.
ავტომატურად ბრენდს ავტორიტეტს შეუქმნის და სოციალური მედია თქვენი ბრენდის ხმად იქცევა.

ბიზნესის ხილვადობა სოციალურ ტრიბუნებზე

სოციალურ მედია საშუალებას გაძლევთ სტაბილური კონტროლი და დაკვირვება გქონდეთ თქვენს აუდიტორიაზე.რომელი ინდუსტრიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოთ ციფრული სტიქიების საშუალებით ყოველთვის შეძლებთ მომხმარებლის ყურადღების მიქცევას.
როდესაც ქმნი ურთიერთობებს მომხარებლებთან, ავტომატურად მათ ნდობასაც იმსახურებ. სოციალურ მედიაში სიახლეებისა და შეთავაზებების სისტემატიური გაზიარება უზუნველყოფს დაინტერესებული პირების მუდმივ ინფორმირებულობას თქვენი საქმინობის შესახებ. ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევით, კომპანიებს, რომლებიც  სოციალურ მედიაში აქტიურები არიან, მეტი ნდობა აქვთ მომხარებლისგან.

ჰეშთეგების ხმა სოციალურ მედიაში

სოციალური მედიის დამსახურებაა, რომ დღეს სამყარო ჰეშთეგების ენით საუბრობს.
ჰეშთეგით სიტყვა ფორმირდება ლინკად, რომელიც სოციალური ქსელების მასშტაბით შესაძლებელი ხდება მოიძებნოს.  ეს მარკირების მეთოდი პირველად Twitter-ში გამოჩნდა, მას შემდეგ გამოიყენება ყველა სოციალურ ქსელში: ბრენდის, პროდუქტის, ნებისმიერი ქონთენთის ადვილად მოძებნისთვის.
მომხარებელისთვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება მისთვის სასურველი ინფორმაცია.
სწორედ ამიტომ ჰეშთეგი სოციალურ მედიაში ინტენსიურად გამოიყენება, მისი დახმარებით
კონკრეტული მესიჯი უფრო ყურადღებამისაქცევი ხდება მომხმარებლისთვის.

თუკი გაქვთ სურვილი ,რომ სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტების დახმარებით თქვენი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადოთ, მაშინ გაეცანით ციფრული ინდუსტრიის აკადემისს კურსს : http://digitaledu.ge/digital-branding/