fbpx
ვებ-დეველოპმენტი

შთაბეჭდილებები ვებ-დეველოპმენტის კურსის შესახებ

თარიღი: 16 February, 2021

-ჩემ შესახებ..

მე ვარ გიგა ქარქუსაშვილი 25 წლის, დავამთავრე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი (ფინანსები).

-ინტერესი დეველოპმენტის მიმართულებით..

ინტერესი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პარალელურად ვეუფლებოდი მეორად პროფესიად.

-პირველი შეხება ამ სფეროსთან..

პატარა ასაკიდანვე მქონდა ინტერესი კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართ, ვმუშაობდი პატარ-პატარა პროექტებზე და ასევე ვქმნიდი ჩემს საიტებს.

ვებ-დეველოპმენტი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში მოხვედრამდე ვსწავლობდი დამოუკიდებლად, სხვადასხვა საიტების მეშვეობით. გამიჩნდა სურვილი რომ პროფესიონალურ დონეზე დავუფლებოდი ამ პროფესიას და დავიწყე შესაბამისი დაწესებულების მოძიება. ბევრი ძებნის შედეგად არჩევანი გავაკეთე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე, რადგან უამრავი დადებითი კომენტარი და შეფასება მხვდებოდა, ასევე რამდენიმე მეგობარმა მირჩია კიდეც.

-შთაბეჭდილებები კურსის შესახებ..

ჩემი მოლოდინები გამართლდა, შედგენილი სასწავლო პროგრამა იყო გამართული და მარტივად გასაგები ყველა ეტაპზე მყოფი სტუდენტებისთვის.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსმა მეტი თავდაჯერებულობა მომცა, ვისწავლე ახალი ინფორმაციის მოძიებაზე მუშაობა და ამ გზით სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა.

ვებ-დეველოპმენტი

-ლექტორი…

ყველაზე მეტი ალბათ ლექტორზე შემიძლია ვისაუბრო. დიდ რეკომენდაციას გავუწევდი ლექტორს, ის მუდამ გვაძლევდა სწავლის მოტივაციას. ლექციები არ იყო ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი, ლექტორი ზრუნავდა, რომ მაქსიმალური ცოდნა მიგვეღო და არ დაგვრჩენოდა არცერთი საკითხი გაუგებარი.

ის არა მხოლოდ ლექტორი, არამედ ჩვენი მეგობარიც გახდა. ამ სფეროს მიმართ ინტერესი, რომ არ გქონდეთ პირველივე ლექციის შემდეგ დარწმუნებული ვარ აზრს შეიცვლით და შესაძლოა მეორე პროფესიად აირჩიოთ ან საერთოდ შეიცვალოთ პროფესია.

-ვებგვერდის იდეასა და სამუშაო პროცესზე, რომ მოგვიყვეთ..

მუშაობის პროცესში მინდოდა ჩემი ცოდნის გამოყენებით ვიზუალურად სრულყოფილი, დახვეწილი და თემატური ვებგვერდი შემექმნა. დამჭირდა სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, რათა საიტს უფრო მეტი ფუნქცია ჰქონოდა.

-რატომ არის ეს სფერო მნიშვნელოვანი?

ვთვლი, რომ მომავალი არის კომპიუტერი ტექნოლოგიების, რომელიც მუდმივად უმჯობესდება და იხვეწება. არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა და მაღალი ანაზღაურება, ასევე შესაძლებლობა გაქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში იმუშავო.

ვებ-დეველოპმენტი

ვებგვერდის ნახვა შეგიძლიათ აქ.