fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 22 June, 2021

,,მოუშენ დიზაინის კურსმა მასწავლა, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა კარგი პროდუქტი. გამომიმუშავა აღქმის უნარი, უფრო მეტად დავიწყე ობიექტებზე დაკვირვება, რათა ყველა მოძრაობა, თუ სიჩქარე სწორად გადმოვიტანო ნამუშევარში.”

დღეს მარიამ მახარაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ მარიამ მახარაძე გრაფიკული დიზაინერი. გავიარე გრაფიკული დიზაინისა და მოუშენ დიზაინის კურსი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში. ამჟამად, ვმუშაობ უცხოურ კომპანია Web services pros-ში, ასევე ვარ ფრილანსერი.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..

ბავშვობიდან მიყვარს ანიმაციების ყურება და ყოველთვის მაინტერესებდა თუ, როგორ იქმნებოდნენ და მოძრაობდნენ პერსონაჟები.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

დიდი ხანია მინდოდა დიზაინის სწავლა და ვერ ვყალიბდებოდი თუ, სად ვხედავდი ჩემს თავს. სოციალურ ქსელში მოვიძიე უამრავი სასწავლებელი და „ფიდბექებით“ ავირჩიე საუკეთესო.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

ის, რაც მეგონა რომ იყო ძალიან რთული, ლექტორის დამსახურებით აღმოჩნდა მარტივი.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

მოუშენ დიზაინის კურსმა მასწავლა, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ შექმნა კარგი პროდუქტი. გამომიმუშავა აღქმის უნარი, უფრო მეტად დავიწყე ობიექტებზე დაკვირვება, რათა ყველა მოძრაობა, თუ სიჩქარე სწორად გადმოვიტანო ნამუშევარში.

მოუშენ დიზაინი

-ლექტორი…

ოთო ხოხიაშვილი არის ადამიანი, რომელიც ამომწურავად გიხსნის ყოველ დეტალს. ორიენტირებულია იმაზე, რომ მოსწავლემ კარგად გაიგოს თითოეული ლექცია. ბევრის თქმა არის შესაძლებელი ოთოზე, მაგრამ სჯობს მისი ნამუშევრები ნახოს ყველამ. სიტყვები ზედმეტია.

-ნამუშევრების იდეა და სამუშაო პროცესი..

ძალიან ბევრი იდეა მქონდა, თუ რისი გაკეთება მსურდა. ილუსტრატორში ვხატავდი პერსონაჟს არ მომწონდა ვშლიდი, თავიდან ვხატავდი ისევ ვშლიდი და ბოლოს, როცა გადავწყვიტე რისი გაკეთებაც მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით შესვენების გარეშე დავამთავრე.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ფინალური პროექტი ზუსტად 7 საათში, პროექტის ჩაბარების წინა ღამეს, “Daft Punk”-ის სიმღერის ფონზე შევქმენი და ინსპირაციაც აქედან წამოვიდა.