fbpx
მოუშენ დიზაინი

შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 8 June, 2021

,,მოუშენ დიზაინის კურსმა დეტალებზე დაკვირვების უნარი გამომიმუშავა, სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. კურსის შემდეგ, ყველა მოძრაობას ისე ვაკვირდები თითქოს პროგრამაში ვმუშაობდე.”

დღეს ნინო ბახტაძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

მე ვარ ნინო ბახტაძე, ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი. ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მედია ხელოვნების ფაკულტეტზე და გავიარე რეკლამა და გრაფიკული დიზაინის კურსი ჯიპაში. ამჟამად ვმუშაობ ბიდიო დიჯითალში გრაფიკულ დიზაინერად, ასევე ვარ ფრილანს დიზაინერი.

-ინტერესი მოუშენ დიზაინის მიმართ..

ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის მინდოდა ჩემი ნახატების გაცოცხლება, რადგან სტატიკური ილუსტრაციების მიღმა საოცრად ბევრი რამ ხდება. ხშირად ვუყურებდი ვიდეოებს, სადაც ნაჩვენები იყო თუ, როგორ იქმნებოდა ანიმაციები და ეს პროცესი ყოველთვის ძალიან მიზიდავდა.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

მოუშენ დიზაინი

ძალიან მომწონდა ოთო ხოხიაშვილის ნამუშევრები და ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ კურსი გამევლო ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.

-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..

თავიდან, Illustrator-ისა და Photoshop-ის მარტივი ინტერფეისის შემდგომ, ცოტა შემაშინა After Effects-მა, თუმცა იმდენად მარტივად გვაწვდიდა ლექტორი ინფორმაციას, რომ უკვე ნებისმიერი სირთულეც კი მარტივდებოდა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..

მოუშენ დიზაინი

მოუშენ დიზაინის კურსმა დეტალებზე დაკვირვების უნარი გამომიმუშავა, სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. კურსის შემდეგ, ყველა მოძრაობას ისე ვაკვირდები თითქოს პროგრამაში ვმუშაობდე. ჩემდა უნებურად ვაკვირდები ობიექტის მოძრაობას, წინაღობებს, სიჩქარეს, ინერციას და ა.შ.

-ლექტორი…

ოთო ხოხიაშვილი, ჩემს რჩეულ ლექტორებს შორის ერთ-ერთია. ძალიან მარტივად და გასაგებად ხსნიდა ერთი შეხედვით არც ისე მარტივ პროცესებს. დისტანციური სწავლის მიუხედავად ლექციები საკმაოდ ინტერაქტიული იყო. ვერთვებოდით სტუდენტებიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენივე ნამუშევრების მიხედვით განვიხილავდით სწორ და არასწორ გზებს.

მოუშენ დიზაინი

-ნამუშევრის კონცეფცია და სამუშაო პროცესი..

ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ საინტერესო და რთული იყო. რთული იმიტომ, რომ როდესაც იწყებ მოძრაობაზე დაკვირვებას და აწყობას ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება ამიტომ მომიწია ბევრი ვიდეოს ნახვა, რომ უფრო უკეთ გამეაზრებინა მოძრაობა და გამეხადა მეტად რეალისტური. საერთო ჯამში, იმაზე საინტერესო აღმოჩნდა მოუშენზე მუშაობა, ვიდრე მე ველოდი.

-ფინალური პროექტის შთაგონების წყარო..

ხშირად ვათვალიერებ სხვადასხვა პლატფორმებზე ილუსტრაციებსა თუ 2D ანიმაციებს. ყოველთვის მომწონდა სიმარტივით მიღებული საკმაოდ დინამიკური და ეფექტური ანიმაციები. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა რამე დინამიკური მოძრაობა.
მოუშენ დიზაინი