შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 6 April, 2021
,,კურსი იყო ძალიან საინტერესო, სწორად შედგენილი სილაბუსით და პრაქტიკული სამუშაოებით გაჯერებული, ამ ყველაფრის დახმარებით სწავლის პროცესი წარმატებით დავასრულე.”
-მე ვარ..
ილია ბურდული, 28 წლის. UI/UX დიზაინერი კომპანია ვებიზში.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..
რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობა მომიწია მოუშენ დიზაინერთან ერთად, რის შემდეგაც გამიჩნდა ინტერესი და სურვილი მეც მესწავლა, შემექმნა და გამეცოცხლებინა ჩემივე დახატული დიზაინები.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?
2 წლის წინ მეგობრის რეკომენდაციით სწორედ ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში დავიწყე UI/UX დიზაინის შესწავლა და მოუშენ დიზაინის კურსზეც ისევ თქვენთან მოვედი.
-შთაბეჭდილებები მოუშენ დიზაინის კურსის შესახებ..
კურსი იყო ძალიან საინტერესო, სწორად შედგენილი სილაბუსით და პრაქტიკული სამუშაოებით გაჯერებული, ამ ყველაფრის დახმარებით სწავლის პროცესი წარმატებით დავასრულე.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა..
მოუშენ დიზაინის კურსმა მომცა ის სუპერ ძალა, რომლის საშუალებითაც წუთებს კადრებად აღვიქვამ
-ლექტორი…
სუპერ! ყველასთან სათითაოდ მუშაობდა, მაქსიმალურად გადმოგვცა ის ცოდნა, რაც თვითონ ჰქონდა და არა მარტო ცოდნა Plugin -ებიც.
-ნამუშევრის კონცეფცია..
შევეცადე მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გამომევლინა ამ ნამუშევრის სახით.