fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 29 June, 2021

,,კურსი ძალიან მომეწონა. არ მეგონა თუ რვა ლექციის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა ამხელა ცოდნის შეძენა. “

დღეს სოფო ფაილოძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-მე ვარ..

გამარჯობა, მე ვარ სოფო ფაილოძე, 33 წლის. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩემი მეუღლის პროფესიიდან გამომდინარე წლების განმავლობაში ვცხოვრობდი სხვადასხვა ქვეყანაში და ვერ მოვახერხე ამ მიმართულებით განვითარება.

გრაფიკული დიზაინი

ამიტომ გადავწყვიტე ახალი პროფესიის დაუფლება, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა. ჯერჯერობით არ ვმუშაობ, ვაგრძელებ  სწავლას და აუცილებლად ვაპირებ ინტერიერის დიზაინის მიმართულებით განვითარებას.

ინტერიერის დიზაინი

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ყველა ხვდებოდა, რომ ეს სფერო ძალიან მიტაცებდა. ოჯახის წევრების რჩევით მოვხვდი აკადემიაში.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

როგორც აღვნიშნე, ვცხოვრობ საზღვარგარეთ და შესაბამისად ფიზიკურად კურსზე დასწრებას ვერ ვახერხებდი. ციფრული ინდუსტრიის აკადემია აკმაყოფილებდა ჩემს ყველა მოთხოვნას, რადგან კურსი არის ონლაინ და ამასთანავე ყოვლისმომცველი.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი არის სფერო, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა და ქვეცნობიერად ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი. ვუყურებდი გადაცემებს ინტერიერის დიზაინზე და ვიძიებდი ძალიან ბევრ ინფორმაციას. მივხვდი, რომ დრო იყო ეს სფერო საფუძვლიანად შემესწავლა.

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

კურსი ძალიან მომეწონა. არ მეგონა თუ რვა ლექციის განმავლობაში შესაძლებელი იქნებოდა ამხელა ცოდნის შეძენა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

კურსის გავლამდე, ინტერიერის დაგეგმარება ბევრად მარტივი პროცესი მეგონა. სწავლის პროცესმა დამანახა, თუ რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ინტერიერის დაგეგმარება, რამდენი დეტალის გათვალისწინება არის საჭირო და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ნებისმიერ პროექტზე მუშაობა.

ინტერიერის დიზაინი

-ლექტორი..

თათა სვანაძეზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო. იგი არის თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ემოციას დებს სტუდენტებთან ურთიერთობაში.

სწავლის პროცესში დაუღალავად გვაძლევდა რჩევებს და გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა, რომ უფრო მეტად მომენდომებინა.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ვურჩევ, რომ არ დაეზაროთ, ყველა ლექციას ყურადღებით მოუსმინონ და შემდეგ გაარჩიონ დეტალურად. გაითვალისწინონ ლექტორის რჩევები და იშრომონ  ძალიან ბევრი.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ფინალური ნამუშევარს მივუდექი ისე, როგორც მივუდგებოდი საკუთარ სახლს. ვეცადე ჩემი გემოვნება და ინტერესები მაქსიმალურად წარმომეჩინა. შევეცადე შემექმნა ინტერიერი, რომელშიც მე ვიგრძნობდი თავს კომფორტულად.

ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი