fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის და 3D Max ვიზუალიზაციის კურსის შესახებ

თარიღი: 30 March, 2021

,,ახლა ქალაქში გასვლისას, თუ აივნიდან ყურებისას სულ სხვანაირად აღვიქვამ შენობებს. ადრე თუ მხოლოდ მშენებლობას აღვიქვამდი, ახლა უკვე ვხედავ კოლონებს, ვარჩევ მასალას და კიდევ ბევრ სხვა რამეს.”

დღეს თაკო პაპოშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ თაკო პაპოშვილი, ინტერიერის დიზაინერი.

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ინტერესი პანდემიის დროს გამიჩნდა, როდესაც დიდ დროს ვატარებდი სოციალურ ქსელში, მივხვდი რომ ჩემი გამოწერილი გვერდები ძირითადად სულ სახლების მოწყობას უკავშირდებოდა და არა მაგალითად საყიდლებს ან სხვა რამეს.

ამიტომ მომინდა მეტი მცოდნოდა ამ ყველაფერზე. ჯერ ინტერიერის დიზაინი ვისწავლე და ამის ლოგიკური გაგრძელება იყო 3DMax დიზაინი, რომელიც იდეებისთვის ხორცშესხმაში დამეხმარა.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია თავიდან ავირჩიე, იმიტომ რომ სწავლება მოკლევადიანი იყო. მთელი ცხოვრება ვაპროტესტებ გაწელილ სასწავლო გეგმას, რომელიც ყველაფერს ეხება გარდა იმისა, რაც გაინტერესებს. ძალიან სწრაფად გავიარე რეგისტრაცია და ძალიან სწრაფად დავიწყე სწავლა.

-ლექტორი..

პირველივე წამს მოვინუსხე, როდესაც სწავლა დაიწყო და დავინახე ჩემი ულამაზესი და ძალიან მაგარი პროფესიონალი ანკა ჩოჩია. იმდენად საინტერესო იყო ყოველი წუთი, რომ 3 საათიანი ლექციები თითქოს 3 წუთში მთავრდებოდა.

ანკას შემდეგ კი იყო უკვე 3D Max-ის ნამდვილი მასტერი გიორგი გონდაური, ასევე დიდი პროფესიონალი და ძალიან სასიამოვნო ლექტორი. ორივე მათგანი ლექციებს მიღმა ყოველთვის მეხმარებოდა და მაძლევდა რჩევებს. ძალიან კარგები არიან და ძალიან მიხარია მათი მოსწავლე რომ ვიყავი.

ინტერიერის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

მნიშვნელოვანი უნარები ნამდვილად შევიძინე 3 ძალიან მოთხოვნადი პროგრამის სწავლით. ახლა ქალაქში გასვლისას, თუ აივნიდან ყურებისას სულ სხვანაირად აღვიქვამ შენობებს. ახლა ქალაქში გასვლისას, თუ აივნიდან ყურებისას სულ სხვანაირად აღვიქვამ შენობებს. ადრე თუ მხოლოდ მშენებლობას აღვიქვამდი, ახლა უკვე ვხედავ კოლონებს, ვარჩევ მასალას და კიდევ ბევრ სხვა რამეს.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

მეც დამწყები დიზაინერი ვარ , რომელმაც 1 ნაბიჯი გავიარე დიდ პროფესიაში და კიდევ მინდა განვითარება. რაც შეეხება რჩევას დამწყები დიზაინერებისთვის ვურჩევდი რომ ამ პროცესისგან მიიღონ სიამოვნება.

ინტერიერის დიზაინი