შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 19 January, 2021
,,ირწმუნეთ საკუთარი თავის, მიეცით საშუალება თქვენს იდეებს, რომ განვითარდნენ, დიზაინი ეს არის ხელოვნება, რომელიც მოდის თქვენი გულიდან.”
ანა ღვინიანიძე გაგიზიარებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს ინტერიერის დიზაინის კურსთან დაკავშირებით:
-ჩემ შესახებ..
დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, ამჟამად ვმუშაობ ფასადების კომპანიაში არქიტექტორად.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ვეძებდი ინტერიერის დიზაინის კურსებს და აღმოვაჩინე ციფრული ინდუსტრიის აკადემია, ხოლო გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რატომ თქვენ, დიდი როლი ითამაშეს ლექტორებმა, რომლებიც ამ კურსის ლექციებს კითხულობენ.
-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..
კურსი სავსე იყო მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული მასალის გაზიარებით, იმ დროის განმავლობაში, რომელსაც ეს კურსი მოიცავდა, მაქსიმალური ცოდნა მივიღეთ.
-ლექტორი..
რაც შეეხება თათას, ის არის მომთხოვნი, რაც მეტყველებს მის მაღალ პასუხისმგებლობის გრძნობაზე. მისი დამოკიდებულება სწავლისადმი მოტივაციას მაძლევდა. მიხარია, რომ მომიწია მასთან მუშაობა და წარმატებებს ვუსურვებ.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
პირველ რიგში ირწმუნეთ საკუთარი თავის, მიეცით საშუალება თქვენს იდეებს, რომ განვითარდნენ, დიზაინი ეს არის ხელოვნება, რომელიც მოდის თქვენი გულიდან. ასე რომ იყავით თავდაჯერებულები, შრომისმოყვარეები და ორიენტირებულნი განვითარებაზე.
-რა იყო თქვენი ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
მთავარი იდეა იყო ის, რომ სახლის სივრცე პრაქტიკული და ფუნქციური უნდა ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე ორი სივრცის (მისაღები და საძინებელი ოთახების) ისე შერწყმა რომ ერთმანეთი არ გადაეკვეთათ. ამ სივრცის გაყოფამ მიკარნახა სად, როგორ, რა უნდა ყოფილიყო.