შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 22 December, 2020
-ჩემ შესახებ..
ანა სარალიძე, 26 წლის. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ სამშენებლო კომპანია m2-ში.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..
დიდი ხანია ვადევნებ თვალს თქვენს კურსებს და როგორც კი დრო გამომიჩნდა, მაშინვე გადავწყვიტე ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ჩემთვის პირადად, ქართულ ბაზარზე კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ყველაზე ხელმისაწვდომი აკადემიაა.
-რატომ ინტერიერის დიზაინი?
სულ მინდოდა ამ სფეროსთან გადაკვეთა და ჩემი m2-ში საოცარ დიზაინერებთან მუშაობის პერიოდში კვლავ გამიჩნდა ინტერიერის დიზაინის შესწავლის სურვილი და ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ვიპოვე.
-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..
კურსი იყო ნამდვილად პროდუქტიული. 8 ლექციაში შევძელი რეალური პროექტის შესრულება და საკუთარი შედეგის დანახვა, რომელიც შეუძლებლად მიმაჩნდა დასაწყისში. საბოლოო ლექციის დროს მივხვდი, რომ ძალიან ბევრი გაქვთ ნამუშევარი კურსზე და ეს ნამდვილად დასაფასებელია.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
შრომისმოყვარეობა და მუშაობის დროს სიამოვნების მიღება.
-ლექტორი..
ანკას როცა უსმენ, რწმუნდები, რომ იმდენად უყვარს თავისი საქმე შეუძლია დაუღალავად გესაუბროს და გასწავლოს. ითხოვს მაქსიმუმს და გიხსნის ყველა დეტალს მარტივად და დაუღალავად.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.
არ შეუშინდნენ ცვლილებებს. მუშაობის პროცესში არ დაბლოკონ ახალი იდეები, რადგან შეიძლება ზუსტად მაგ დროს გაეპაროთ ნამუშევრის იდეალური ვარიანტი.
-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..
საბოლოო ნამუშევრის ინსპირაციის წყარო იყო რეალური პიროვნება, ვის გემოვნებას და ხედვებსაც მოვარგე ინტერიერი.