შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 24 November, 2020
-მე ვარ..
გამარჯობა, მე ვარ ხატია ბეჟაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებას. ვმუშაობ ონლაინ მაღაზიაში.
-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..
სოციალურ ქსელში შემხვდა ივენთი, ტარდებოდა ერთ დღიანი მასტერკლასი და გამიჩნდა სურვილი დავსწრებოდი. მასტერკლასის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ძალიან მინდოდა მესწავლა ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
-რატომ ინტერიერის დიზაინი?
სულ მაინტერესებდა ეს სფერო, სანამ კურსს გავივლიდი აპლიკაციებით ვცდილობდი ამეწყო ინტერიერი და ვხვდებოდი რომ ძალიან მომწონდა ეს საქმე.
-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..
სულ 8 ლექცია გავიარე და არ ველოდებოდი, რომ ამდენი რაღაცის სწავლას შევძლებდი, ვფიქრობ ძალიან კარგი კურსია დამწყებებისთვის.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
ბევრად შრომისუნარიანი გავხდი ამ კურსის შემდეგ, რადგან ერთი თვე თავდაუზოგავად მომიწია შრომა.
-ლექტორი..
ანკა არის ძალიან ყურადღებიანი, სულ ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს, რომ შედეგით თვითონაც კმაყოფილი დარჩეს. კარგად შეუძლია ცოდნის გადმოცემა, ძალიან მოკლე დროში მოახერხა, რომ ყველაფერი ესწავლებინა ჩვენთვის.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
ზუსტად ის, რაც ანკასგან ვისწავლე, დააკვირდნენ დეტალებს.
-ფინალური ნამუშევრის შთაგონება..
იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტს ერთი კონკრეტული ადამიანისთვის ვაკეთებდი მისი სამსახური და გემოვნება იყო ჩემი შთაგონების წყარო.