fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 16 March, 2021

,,მეტად დაკვირვებული გავხდი, დიდ ყურადღებას ვაქცევ ინტერიერში დეტალებს, ფორმებს, განათებებს, მასალებს – რამდენად არის კავშირში ისინი ერთმანეთთან, ასევე რამდენად რაციონალურადაა გამოყენებული სივრცე.”

დღეს ლიზი ქანდარია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსი გაიარა.

-მე ვარ..

ინტერიერის დიზაინი

მე ვარ ლიზი ქანდარია, 26 წლის, იურისტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გამიჩნდა სურვილი სხვა სფეროებსაც გავცნობოდი, გავიარე სტრატეგიული კომუნიკაციის კურსი. პარალელურად, მეოთხე წელია ვმუშაობ კერამიკაზე. ახლა უკვე ვარ დამწყები ინტერიერის დიზაინერი.

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში?

ციფრული ინდუსტრიის აკადემია რამდენიმე თვის წინ ჩემმა მეგობარმა მირჩია, შემდეგ დავესწარი ონლაინ მასტერკლასებს და საბოლოოდ არჩევანი ინტერიერის დიზაინის კურსზე შევაჩერე.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

გავეცანი კურსის სილაბუსს და თემატიკას, ასევე სხვა კურსდამთავრებულების შეფასებებს. ჩავთვალე, რომ აქ შემეძლო მიმეღო მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ნამდვილად არ შევცდი.

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი არის სფერო, რომელიც დიდი ხანია მაინტერესებს. გასულ წელს გავაკეთე ჩემი სახლის რემონტი, რამაც კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ.

ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს რემონტის მასალების, ავეჯის, საღებავების არჩევა და ეს პროცესი მათთვის დამღლელია. მე პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან.

ინტერიერის დიზაინი

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ…

პირველ დღეებში, როდესაც სწავლა დავიწყე ცოტა არ იყოს შემეშინდა, შევძლებდი თუ არა ამ ყველაფრის ათვისებას. კურსზე გამოყენებულ კომპიუტერულ პროგრამებთან მანამდე შეხება არ მქონია და უცხო იყო ჩემთვის.

სწავლის პროცესი საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო. დასრულების შემდეგ გრჩება ცოდნა, რომელიც ხელს გიწყობს რომ უფრო განვითარდე და ბევრი საინტერესო პროექტი შექმნა.

ინტერიერის დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

მეტად დაკვირვებული გავხდი, დიდ ყურადღებას ვაქცევ ინტერიერში დეტალებს, ფორმებს, განათებებს, მასალებს – რამდენად არის კავშირში ისინი ერთმანეთთან, ასევე რამდენად რაციონალურადაა გამოყენებული სივრცე.

-ლექტორი…

ანკა ჩოჩია, ძალიან ნიჭიერი და ენერგიული ადამიანი. დიდი მოტივაცია გამიჩინა მისმა შეფასებამ.

ინტერიერის დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს.

მეც დამწყები ვარ და დიდი გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ მაქვს. რისი რჩევაც შემიძლია ეს არის, რომ შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი და ნაკლებად მოექცნენ სხვა დიზაინერების გავლენის ქვეშ. ინდივიდუალობა გამოგვარჩევს ყველაფერში სხვებისგან და ინტერიერის დიზაინშიც ეს ნიშა უნდა ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

მინდოდა შემექმნა გარემო, რომელშიც მე თავად ვიგრძნობდი თავს კომფორტულად.