fbpx
სოფო დიდბერიძე

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ-სოფო დიდბერიძე

თარიღი: 1 September, 2020

-ჩემ შესახებ…

გამარჯობა, მე ვარ სოფო 23 წლის. უკვე ორი წელია ვცხოვრობ და ვსწავლობ საფრანგეთში. აგვისტოს ბოლოს კი GAC Group-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდს ვუერთდები პარიზის სათაო ოფისში.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

სკოლის პერიოდიდან ხელოვნების სფერო მაინტერესებდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, რომ კარგად ხატვა შემძლებოდა, თუმცა რადგანაც ამ ნიჭით არ გამოვირჩევი, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ გრაფიკულმა დიზაინმა ეს თითქოს შეუძლებელი სურვილი რეალობად მიქცია და ყველაფრი, რასაც წარმოვიდგენ უკვე შემიძლია ციფრული სახით გადმოვცე.

გრაფიკული დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი…

ამ სფეროსადმი ინტერესი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როდესაც ინსტაგრამზე გრაფიკოსების ნამუშერებს გადავაწყდი, შემდეგ უკვე Behance-ის არსებობის შესახებ გავიგე და იმდენი ლამაზი პოსტერი ვნახე, რომ მომინდა მეც მესწავლა პოსტერების გაკეთება.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით..

რატომღაც მოლოდინი მქონდა, რომ კურსი მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას მოიცავდა, მაგრამ კურსის განმავლობაში გვქონდა ასევე თეორიული გაკვეთილები, ვნახეთ ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები და გავეცანით გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა ტრენდებს.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტექნიკური ცოდნა, რაც ამ კურსის განმავლობაში შევიძინე.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

რადგანაც საუკეთესო გუნდი მუშაობს და რაც მთავარია, სულ რაღაც 12 გაკვეთილში შეძლებთ გრაფიკული დიზაინერები გახდეთ.

-ლექტორი..

მიაკო არის თავისი საქმის პროფესიონალი, ყველაფერს ყოველთვის დეტალურად ხსნიდა და მე, რომელსაც ხშირად მქონდა ტექნიკური პრობლემები, მოთმინებით მიხსნიდა და მიმეორებდა ყველაფერს რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ჩემი ძალიან ცოტა გამოცდილებით გირჩევდით, რომ მოიძიოთ, გაეცნოთ, სხვადასხვა დიზაინერების ნამუშევრებს, გამოიწერეთ ინსტაგრამზე მათი გვერდები და გაეცანით სხვადასხვა სტილს.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

ჩემი ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო არის ის ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს საფრანგეთში.

გრაფიკული დიზაინი