შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ – მეგი ონიანი
თარიღი: 27 April, 2021
,,როცა უკვე იმ ეტაპზე მივედი, რომ სასწავლებელი უნდა ამირჩია, ყველაზე დიდი ნდობა ციფრული აკადემიის მიმართ გამიჩნდა და საბედნიეროდ ამ ნდობამ გაამართლა.”
დღეს მეგი ონიანი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-მე ვარ..
მე ვარ მეგი ონიანი, 21 წლის, მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად ვმუშაობ სარეკლამო სააგენტო KEDI/momentum – ში.
-რამ გამოიწვია ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი?
ბავშვობიდან ვხატავ და ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი პროფესია ხატვასთან და ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. ამიტომ, ავირჩიე გრაფიკული დიზაინი, თუმცა აქ არ ვჩერდები, წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს და სამომავლოდ ანიმაციაშიც ვაპირებ გადასვლას.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..
გრაფიკული დიზაინის კურსმა ძალიან მოკლე დროში მომცა ის საბაზისო ცოდნა, რომელსაც ჩემით, მარტო ასეთ მცირე დროში ვერ ავითვისებდი.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა კურსის დასრულების შემდეგ, მარტივად, დამოუკიდებლად გამეგრძელებინა სწავლა და განვითარება.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
როცა უკვე იმ ეტაპზე მივედი, რომ სასწავლებელი უნდა ამირჩია, ყველაზე დიდი ნდობა ციფრული აკადემიის მიმართ გამიჩნდა და საბედნიეროდ ამ ნდობამ გაამართლა. კურსის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.
-ლექტორი..
კურსის მანძილზე ჩემი ლექტორი უსაყვარლესი გოგო, ნინი მუშკუდიანი იყო, რომელსაც საოცრად კარგად გამოსდის ახსნა და ცოდნის გაზიარება. ლექციის დროს განიხილავდა, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ მასალას ასევე, სათითაოდ ყველა სტუდენტის ნამუშევარს და გვაძლევდა საჭირო რჩევებს. ფინალურ ნამუშევარზე მუშაობის დროსაც სულ მეხმარებოდა.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
ის, რომ ხშირი პრაქტიკა და მუშაობა კარგია და მნიშვნელოვანი განვითარებისთვის, მგონია რომ ეს ისედაც ყველამ კარგად იცის. რჩევა მაქვს მათთვის, ვინც აქტიურად ეძებს პირველ სამსახურს და ჯერ არც ერთ კომპანიასთან და ბრენდთან არ უთანამშრომლია. საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ, იმისთვის, რომ დამსაქმებელმა დაინახოს თქვენი უნარები და კრეატიული ხედვა, შეგიძლიათ მოიფიქროთ რამე პროდუქტი, მაგ: ნაყინი, წვენი, ლოგო ან ნებისმიერი, რამ და გაუკეთოთ ბრენდირება.
თუ არიცით როგორ, შეგიძლიათ მაგალითები ნახოთ ბიჰენსზე.მსგავსი ტიპის პოექტებით უფრო შეძლებთ დამსაქმებლის ყურადღების მიპყრობას.
-ჩემი ნამუშევრის შთაგონების წყარო?
პოსტერების სერია KIDZ – ზე თითქმის 1 კვირა ვმუშაობდი. დიდად სიღრმისეული აზრის მქონე ნამუშევრები არ არის, ეს არც ყოფილა ჩემი მიზანი.
შთაგონება იყო ჩემი თაობა, ახალგაზრდები, ცოტა ქუჩის მოდაც. მიზანი იყო ამ ახალგაზრდების ჩვენება როგორც პერსონაჟებად, თავიანთი პატარა პრობლემებით და თვისებებით.
წარწერები, რომლებიც პოსტერებშია გამოყენებული რაღაც ინფორმაციას გვაძლევს თითოეულ პერსონაჟზე, მათ გარეშე ისინი იქნებოდნენ ცარიელი ფიგურები. ეს ტექსტები აცოცხლებს პერსონაჟებს, გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მნახველს და აძლევს მათ ფანტაზიას თავისუფლებას.
იმასთან ერთად, რომ თითოეული ნამუშევარი ესთეტიკურად ლამაზად აღსაქმელი ყოფილიყო, ასევე ვეცადე მათთვის ხასიათი მიმეცა, გამეცოცხლებინა და მნახველისთვის მიმეცა შესაძლებლობა ჩართულიყო ამ პროცესში, ჰქონოდა გასართობი, ეფიქრა და წარმოედგინა თუ როგორია ეს პერსონაჟი, რა ჰქვია და ა.შ.