შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 18 May, 2021
,,აკადემიაში მოსვლის წუთიდანვე მივხვდი რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა შემესწავლა ჩემი ოცნების პროფესია.“
დღეს ამალია მიკირტიჩიანი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-ჩემ შესახებ..
მე ვარ ამალია მიკირტიჩიანი, 19 წლის, გრაფიკული დიზაინერი. ამჟამად ვმუშაობ ილუსტრატორად.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
ყოველთვის მინდოდა რომ ჩემი პროფესია ხელოვნებასთან დამეკავშირებინა. აბიტურიენტობის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი, თუ სად და რაზე ჩამებარებინა რომ მომავალში ნამდვილად გამოსადეგი ყოფილიყო ჩემი პროფესია.
თითქმის ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ გრაფიკული დიზაინი იყო სფერო, სადაც საკუთარ თავს ვხედავდი.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
გრაფიკული დიზაინის კურსმა მომცა დიდი და ხარისხიანი ცოდნა, რომელსაც ასეთ მოკლედ დროში ჩემით ვერ მივიღებდი.
სწორედ ამ ცოდნამ შემმატა მეტი ინტერესი რომ კიდევ ერთი მიმართულება, ბრენდ დიზაინი შემესწავლა.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..
აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ მომცა უნარი იმისა რომ ნამუშევრებში ჩამედო თითოეული ჩემი აზრი, რაც გონებაში მქონდა და ამ ნამუშევრებით გამომეხატა ჩემი სათქმელი.
სწორედ ამიტომ, კურსის დამთავრების შემდეგ მალევე ვუპოვე საკუთარ თავს საუკეთესო საქმიანობა, სადაც სათქმელს ბოლომდე ვიტყოდი ამიტომაც დავიწყე ილუსტრაციების ხატვა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია..
სასწავლებლის ძებნისას განვიხილე თითოეული უნივერსიტეტი და აკადემია. საბოლოოდ, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ბევრმა მირჩია.
მოსვლის წუთიდანვე მივხვდი რომ ეს იყო ადგილი, სადაც უნდა შემესწავლა ჩემი ოცნების პროფესია.
-ლექტორი
ლექტორი არა უფრო ლექტორები. ნინი მუშკუდიანის მოსმენა შემიძლია 24საათი იმდენად ხალისიანად და კარგად ხსნის. ნინი არის თავისი საქმის პროფესიონალი ლექტორი, რომელიც თავზე ჰყვება თითოეულ სტუდენტს და დებს საუკეთესო შედეგს.
ხოლო ბრენდ დიზაინის კურსზე გავიცანი ახალი, ასევე უძლიერესი ლექტორი თამარ ჭაბუკიანი. თამარს აქვს თავისებური ახსნის სტილი, რომელიც მას ბევრი ლექტორისგან გამოარჩევს.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ დიდი დრო დაუთმონ პრაქტიკულ მუშაობას და საკუთარი ხედვები ჩადონ ნამუშევრებში.
-ნამუშევრების შთაგონების წყარო..
ჩემი პირველი ნამუშევრები მივუძღვენი Body Positivity თემატიკას, რადგან ეს თემა არის დღემდე ტაბუ დადებული ჩვენ საზოგადოებაში და მინდოდა ჩემი ილუსტრაციებით ხმა მიმეწვდინა იმ ქალებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ, 21-ე საუკუნეში აწუხებს ეს პრობლემა.
საბედნიეროდ ილუსტრაციების სოციალურ ქსელში ატვირთვის შემდეგ დიდი მოწონება დავიმსახურეთ მე და ჩემმა ნამუშევრებმა.
სწორედ ამ მოწონებამ მომცა უდიდესი სტიმული რომ გამეგრძელებინა ეს საქმიანობა.
მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას.