fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 23 March, 2021

,,ჩვენი და თქვენი ურთიერთობა არ მთავრდება კურსის დასრულების შემდეგ, გვაძლევთ საშუალებას რომ შემდეგაც მივიღოთ თქვენგან რჩევები და რეკომენდაციები, რაც ვფიქრობ ნებისმიერი სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემიძლია ვთქვა რომ თქვენ ჩემი ფავორიტი აკადემია ხართ და სწორედ ამიტომ კიდევ არაერთი კურსის გავლას ვაპირებ თქვენთან.”

დღეს თიკა ჭაუჭიძე მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-ჩემ შესახებ..

გრაფიკული დიზაინი

თიკა ჭაუჭიძე, ვარ 29 წლის, სპორტსმენი, ფრენბურთელი.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ყოველთვის მომწონდა გრაფიკული ნამუშევრები და მინდოდა, რომ ერთ დღესაც მეც შემექმნა რაიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი.

გრაფიკული დიზაინი

-ინტერესი ამ სფეროსადმი..

ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალს სხვადასხა დიზაინერების ნამუშევრებს და ძალიან მომწონდა მათი შემოქმედება. მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც ეს სფერო არის საინტერესო კომერციული კუთხით, რომელსაც არ აქვს საზღვრები და შესაძლებლობას გაძლევს, რომ ნებისმიერი წერტილიდან იმუშაო დიდ თუ პატარა კომპანიებში.

ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მამოტივირებელია, მაძლევს საშუალებას მუდმივად ვიზრუნო საკუთარი თავის განვითარებაზე.

გარდა ამისა, გრაფიკული დიზაინი მაძლევს საშუალებას შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ზუსტად გამოხატავს ჩემს ინდივიდუალიზმს. შესაძლებელია ერთი პოსტერის საშუალებით ზუსტად გამოხატო ის ემოცია, რომელიც გიჩნდება სხვადასხვა საკითხის მიმართ.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

აქამდე არანაირი შეხება არ მქონია ამ სფეროსთან, თავს ვიკავებდი, მეგონა რომ არ გამომივიდოდა, ვერ შევძლებდი ასეთ მოკლე დროში ამეთვისებინა ეს სფერო.

თუმცა ამ კურსმა ჩემი მოლოდინები ბოლომდე გაამართლა, ლექციები მიმდინარეობდა ძალიან საინტერესოდ და ვხვდებოდი როგორ ვვითარდებოდი ლექციიდან-ლექციამდე.

რეალურად ვხედავდი შედეგს და ჩემი ყოველი ნამუშევარი უკეთესი ხდებოდა, თავიდან თავის ვიკავებდი ონლაინ ლექციებისგან, რადგან მეგონა რომ არ იქნებოდა ისეთი პროდუქტიული, როგორც არადისტანციური კურსი, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია რაშიც აკადემიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

მივხვდი რომ დიზაინში პატარა დეტალებიც მნიშვენელოვანია, შენი სათქმელი მარტივად უნდა მიიტანო აუდიტორიამდე და აუცილებლად უნდა აგრძნობინო ის ემოცია, რომელიც იმ ნამუშევრით არის გადმოცემული.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

დიდი ხანია თვალს ვადევნებ თქვენ გვერდს, ძალიან მომწონს თქვენი კონტენტი, საინტერესო სტატიები და რჩევები, რომელსაც გვიზიარებთ, ასევე ვფიქრობ რომ საუკეთესო გუნდი ხართ დაწყებული თანამშრომლებით, რომელთანაც შეხება მქონია, დამთავრებული ლექტორებით, რომლებიც სრულიად ორიენტირებულები არიან სტუდენტების განვითარებაზე.

ჩვენი და თქვენი ურთიერთობა არ მთავრდება კურსის დასრულების შემდეგ, გვაძლევთ საშუალებას რომ შემდეგაც მივიღოთ თქვენგან რჩევები და რეკომენდაციები, რაც ვფიქრობ ნებისმიერი სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემიძლია ვთქვა რომ თქვენ ჩემი ფავორიტი აკადემია ხართ და სწორედ ამიტომ კიდევ არაერთი კურსის გავლას ვაპირებ თქვენთან.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი

მიაკო ნადირაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და აქვს ძალიან კარგი  გადმოცემის უნარი, ყველაფერს ხსნის დეტალურად და ნებისმიერ დროს მზად არის მოგცეს რჩევები და რეკომენდაციები.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

უნდა იმუშაოთ ბევრი საკუთარ თავზე, იყავით ორიენტირებულები საკუთარი თავის განვითარებაზე და ეძიეთ სიახლეები, რადგანაც ამ სფეროში ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი იპოვო და შექმნა.

თუ გგონიათ რომ არ გამოგივათ, ზუსტად ეს არის შეცდომა, მთავარია სურვილი და მონდომება დანარჩენი ყველაფერი შესაძლებელია.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ჩემი ნამუშევრის ინსპირაცია იყო მუსიკის განსხვავებული ჟანრები, რომლებიც სხვადასხვა ემოციებს იწვევს ადამიანებში და საბოლოო ჯამში ყველას გვაერთიანებს.
გრაფიკული დიზაინი