შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 9 March, 2021
,,ბავშვობიდანვე დიდი ინტერესით გამოვირჩეოდი ნააზრევის ფურცელზე გადმოტანის სურვილით. იქნებოდა ეს ხატვა, წერა თუ ხაზვა. გრაფიკულმა დიზაინმა კი მომცა საშუალება ზემოთ ჩამოთვლილი ჰობებისგან გარკვეული სახის სიმბიოზი შემექმნა.”
დღეს გიორგი პაპიაშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-მე ვარ..
გამარჯობა, მე ვარ გიორგი პაპიაშვილი. დამწყები გრაფიკული დიზაინერი.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
ვერბალური გზების გარდა, სხვა სახის კომუნიკაცია ყოველთვის საინტერესოდ მიმაჩნდა. შესაბამისად, გრაფიკულ დიზაინზე არჩევნის გაკეთება არ გამჭირვებია.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..
ბავშვობიდანვე დიდი ინტერესით გამოვირჩეოდი ნააზრევის ფურცელზე გადმოტანის სურვილით. იქნებოდა ეს ხატვა, წერა თუ ხაზვა. გრაფიკულმა დიზაინმა კი მომცა საშუალება ზემოთ ჩამოთვლილი ჰობებისგან გარკვეული სახის სიმბიოზი შემექმნა.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..
საკმაოდ დადებითი. ყველაფერი გასაგებად და მარტივად იყო ახსნილი და მოწოდებული.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
პირველ რიგში, სამუშაო პროცესის მიმართ დადებითისკენ შემეცვალა შეხედულება. ერთიორად სასიამოვნო გახდა Adobe-ში მუშაობა და რაც მთავარია, ამასობაში, სახლიდან მუშაობის დისციპლინა გამომიმუშავდა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს რელევანტური ცოდნის მიღებას და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობას სთავაზობს.
-ლექტორი..
მაიკო ნადირაძე, მართლაც უნიჭიერესი და უსაყვარლესი ადამიანი. არასდროს არ დაზარებია, არც დავალების გარჩევა და არც რაიმე გაუგებრობის ახსნა, არც რჩევებს იშურებდა და არც კომპლიმენტებს. ერთი სიტყვით საოცარი მასწავლებელი აღმოჩნდა.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს…
პირველ რიგში, დაძლიონ სიზარმაცე. მიუღწეველი არაფერი არ არის, თუ საკუთარ გონებას სწორ რელსებზე მოვმართავთ.
-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..
შთაგონება, რა თქმა უნდა, ფილმებისგან და იმ იკონური მანქანების სიყვარულისგან მივიღე, რომლებიც ფილმებს განუმეორებელს ხდის. ვნახე უამრავი ნამუშევარი და შევქმენი ჩემეული ვერსია.
ნამუშევრების წყარო: Cars And Films