fbpx
გრაფიკული დიაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 2 March, 2021

,,ეძიეთ სულ და მუშაობის პროცესი შეიყვარეთ, ისწავლეთ სანამ ყველაზე კარგს არ შექმნით, შედეგი ძალიან გაგაბედნიერებთ.”

დღეს რობი საგინაშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ, მან ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გაიარა:

გრაფიკული დიაინი

-მე ვარ..

მე ვარ რობი საგინაშვილი, ამჟამად ფესტივალ „ეზო ფესტივალის“ გუნდის წევრი. ჩვენ ვაკეთებთ ივენთებს საქართველოს მასშტაბით, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო დროებით შეჩერებული გვაქვს საქმიანობა. ვიღებ მონაწილეობას ივენთების დაგეგმვაში, ტექნიკურად და ვიზუალურად. ასევე ვარ ბარმენი და ახლა უკვე დამწყები გრაფიკული დიზაინერი.

გრაფიკული დიაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ბოლო რამოდენიმე წელია მაქვს საშუალება შევქმნა ვიზუალი სხვადასხვა საგნების, დეტალების და ხელსაწყოებისგან, რაც ძალიან სახალისოა ჩემთვის, ამიტომ გადავწყვიტე მეცადა ციფრული ვიზუალების შექმნა.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…

ინტერესი გამოიწვია უამრავმა საინტერესო და ლამაზმა პოსტერმა თუ ილუსტრაციამ, რომლებიც მხვდებოდა ინტერნეტში, ბანერზე, სხვადასხვა საგნებზე.

გრაფიკული დიაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

მიხარია რომ ამ კურსმა უფრო გამიღრმავა ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მომცა საშუალება მეკეთებინა რაღაც ახალი.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ძიება და ძიების პროცესში ფიქრი, რაც ყოველთვის მეხმარება ბევრ რამეში.

გრაფიკული დიაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

თვალს ვადევნებდი თქვენს Facebook გვერდს და რამოდენიმე ჩემი მეგობრის რჩევის შემდეგ, არჩევანი თქვენზე გავაკეთე.

-ლექტორი..

ძალიან დიდი მადლობა ანა მამულაშვილს, ის გამუდმებით გვეხმარებოდა მუშაობის პროცესში.

გრაფიკული დიაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ეძიეთ სულ და მუშაობის პროცესი შეიყვარეთ, ისწავლეთ სანამ ყველაზე კარგს არ შექმნით, შედეგი ძალიან გაგაბედნიერებთ.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

შთაგონება იყო მუსიკა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი სახის პროექტის კეთების პროცესში.

გრაფიკული დიაინი

გრაფიკული დიაინი

გრაფიკული დიაინი

გრაფიკული დიაინი