fbpx

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 2 February, 2021

,,ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,წლევანდელი სამთო-სათხილამურო სეზონი არ გაიხსნა. ეს როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოთხილამურეებისთვის ძალიან დიდი სიგიჟეა, მაშინ როდესაც 9 თვე ელოდები სეზონის გახსნას. პოსტერებში ვეცადე გადმომეცა თუ, როგორი მოსაწყენია უსეზონოდ დარჩენილი მოთხილამურეების ცხოვრება.”

ლიზი მაღრაძე გაგიზიარებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით:

-ჩემ შესახებ..

პროფესიით ვარ ჟურნალისტი, თუმცა 2 წელია რაც საერთოდ სხვა სფეროში წავედი და დღეს ვარ სათხილამურო კლუბ „პროლესკი ჯორჯიას“ ინსტრუქტორი.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

მრავალფეროვნება,თავისუფლება და შესაძლებლობა იმისა, რომ ყველაფერი რასაც წარმოიდგენ გახადო რეალური და ყველასათვის აღქმადი.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი?

თავდაპირველი ინტერესი გამიჩნდა მაშინ, როდესაც გადმოვიწერე რაღაც გაურკვეველი პროგრამა ტელეფონში და სრულიად შემთხვევით შევქმენი არარეალური თუმცა, საინტერესო პოსტერი. იმდენად მომეწონა პროცესიც და შედეგიც, რომ სულ ვფიქრობდი რას და როგორ ავაწყობდი მაგრამ, არც უნარები და არც პროგრამა ამის საშუალებას არ მაძლევდა. დავიწყე ინფორმაციის მოძიება გრაფიკულ დიზაინზე და მივხვდი, რომ მართლაც შესაძლებელია რაღაცის კეთება გიყვარდეს და თან ამას მოჰქონდეს მატერიალური სარგებელიც.

გრაფიკული დიზაინი

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ?

სამი საათი უსმინო ლექციას ისე რომ ყურადღება არ გაგეფანტოს არ არის მარტივი თუმცა, ეს კურსი იმდენად საინტერესო იყო, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მხრივ, რომ ეს დრო შეუმჩნევლად გადიოდა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე?

ამ სფეროს გარშემო თუ რამე ვიცი, ფაქტობრივად ყველაფერი თქვენი კურსის გავლის პერიოდში ვისწავლე, განსაკუთრებით ტექნიკური მხარე.

გრაფიკული დიზაინი

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა „ციფრული ინდუსტრიის აკადემიის“ Instagram გვერდმა, სადაც ძალიან ბევრ და საჭირო ინფორმაციას წავაწყდი, ასევე აკადემიის სტუდენტების ფინალურ პროექტებსაც გადავხედე და რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა, ასე გადაწყდა რომ თქვენთან ვისწავლიდი.

-ლექტორი..

მიაკო ნადირაძე, ძალიან იშვიათად მინახავს მიაკოს მსგავსი ლექტორი. მთელს ენერგიას დებს ლექციის ახსნის დროს და კითხვას არ ტოვებს პასუხგაუცემელს.

გრაფიკული დიზაინი

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

იმისთვის რომ, განავითარონ საკუთარი უნარები, სულ და ყოველთვის უნდა ქმნიდნენ და ფიქრობდნენ ახალ ნამუშევრებზე.

-რა იყო ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, წლევანდელი სამთო-სათხილამურო სეზონი არ გაიხსნა. ეს როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მოთხილამურეებისთვის ძალიან დიდი სიგიჟეა,მაშინ როდესაც 9 თვე ელოდები სეზონის გახსნას. პოსტერებში ვეცადე გადმომეცა თუ, როგორი მოსაწყენია უსეზონოდ დარჩენილი მოთხილამურეების ცხოვრება.

გრაფიკული დიზაინი