fbpx

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 26 January, 2021

,,გრაფიკულ დიზაინში მომწონს სწორედ ის, რომ საჭიროა იდეისთვის სწორი ფორმის შერჩევა და ამის ციფრულად გამოსახვა. ერთგვარად სასიამოვნო პროცესია, როდესაც დასრულებულ ნამუშევარს უყურებ.”

მარიამ შოშიაშვილი გაგიზიარებთ საკუთარ შთაბეჭდილებებს გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ:

-ჩემ შესახებ..

მე ვარ მარიამ შოშიაშვილი, 18 წლის. ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

გრაფიკული დიზაინი დღეს საუკეთესო საშუალებაა ვიზუალური კომუნიკაციისთვის, რომელის დახმარებითაც მარტივად და ლაკონურად შეიძლება სათქმელის გადმოცემა. კონკრეტული გზავნილის ადრესატამდე სწორი ფორმით მიტანა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, თითოეული დეტალის სწორად გაანალიზება და მაყურებლამდე კრეატიული ფორმით მიტანა დიდ მუშაობას მოითხოვს.

გრაფიკულ დიზაინში მომწონს სწორედ ის, რომ საჭიროა იდეისთვის სწორი ფორმის შერჩევა და ამის ციფრულად გამოსახვა. ერთგვარად სასიამოვნო პროცესია, როდესაც დასრულებულ ნამუშევარს უყურებ.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..

ხელოვნებისადმი დიდი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე გამიღვივდა, სწორედ ამიტომ, ვცდილობ ყველა საშუალება გამოვიყენო, ახალი და საინტერესო გამოცდილებები შევიძინო. ჩემი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება კი გრაფიკული დიზაინის შესწავლა აღმოჩნდა.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

გრაფიკული დიზაინის კურსისგან საკმაოდ ბევრი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე. ყოველი ლექცია საინტერესო და ახალი ინფორმაციით სავსე იყო, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

გარდა თეორიული და ტექნიკური მხარისა, ვისწავლე იდეების გადმოსატანად სწორი ფორმის შერჩევა. ამ კურსმა მომცა კარგი დასაწყისი იმისთვის, რომ მომდევნო პროექტები უფრო დავხვეწო და ბოლომდე გავიაზრო აზრებისა და იდეების უშუალო საფუძვლები.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

სანამ კურსს გავივლიდი, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის არაერთი პოსტი შემხვედრია და საკმაოდ დაინტერესებული ვიყავი. კურსზე, კი ერთ-ერთი გრაფიკული დიზაინერის რჩევით დავრეგისტრირდი.

დისტანციური სწავლა საკმაოდ კომფორტული და მარტივი აღმოჩნდა, სადაც ხელმისაწვდომი იყო ყოველი ლექციის დავალება და ჩანაწერი.

-ლექტორი..

მიაკო ნადირაძე ძალიან მეგობრული, ყურადღებიანი და ნიჭიერი ლექტორია. ერთი სიტყვით, ნამდვილად გამიმართლა რომ მისი სტუდენტი ვიყავი. განვიხილავდით ყოველ დავალებას, გვაძლევდა რჩევებს და ტექნიკური სირთულეების დროს ყოველთვის გვეხმარებოდა. თეორიული და პრაქტიკული მასალა მრავლისმომცველი და საინტერესო იყო.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

საკუთარ თავზე მუშაობა, ახალი იდეების ძიება და მოთმინება აუცილებელია დღევანდელ განვითარებად პროფესიასთან ფეხის ასაწყობად. იყავით პროდუქტიულები და რაც მთავარია, არ შეუშინდეთ ახალ ექსპერიმენტებსა და გამოცდილებებს.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

ფინალური ნამუშევრის შთაგონება ჩემი საყვარელი კულტურებისგან მივიღე. ყოველი მათგანის გამორჩეულობა, სილამაზე და რწმენა-წარმოდგენები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემს გემოვნებასა და შეხედულებებზე. ერთობ წარმოუდგენელია ჩემთვის თუ, როგორ ინდივიდუალურად განვითარდა და დაიხვეწა ამ ადამიანების გარემო.

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ