შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 12 January, 2021
-ჩემ შესახებ..
მე ვარ ალექსანდრე ვართაპეტოვი, გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული,ამჟამად ფრილანსერი.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის კურსზე ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მანამდე არ მქონია შეხება მქონდა მხოლოდ ზოგადი, თეორიული ცოდნა.
-ინტერესი ამ სფეროსადმი?
გრაფიკული დიზაინი არის სფერო სადაც ყველაფერი ძალიან მალე იცვლება და ვითარდება, ამ სიახლეების გაცნობა და ათვისება ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ?
კურსი იყო ძალიან საინტერესო, იმის მიუხედავად, რომ გრაფიკულ დიზაინთან შეხება მქონდა წლების განმავლობაში ბევრი ახალი რამ ვისწავლე და უფრო მეტად გავიღრმავე ცოდნა.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..
კურსის მეშვეობით ვისწავლე დროის შეზღუდულ მონაკვეთში, როგორ უნდა ვიმუშავო ბრიფთან და მოცემულ მასალასთან.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ პირველად სოციალური ქსელის, კონკრეტულად, Facebook-ის საშუალებით გავიგე. როგორც ზემოთ აღვნიშნე გრაფიკული დიზაინი ისეთი სფეროა, რომელშიც ყოველ დღე ახალ სიახლეს ვხვდებით და შესაბამისად, მინდოდა უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა.
-ლექტორი..
როგორც ყოველთვის, ლექტორზე ბევრი რამეა დამოკიდებული, გადმოცემის და ახსნის უნარი, სტუდენტების ჩართულობა ლექციაზე, დავალებებს, რომლებსაც გვაძლევდა მიაკო იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
დამწყებ დიზაინერებს ვურჩევ, რომ იყვნენ ცნობისმოყვარეები და მუდმივად ეძიონ სიახლეები.
-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო?
ჩემი ფინალური ნამუშევრის შთაგონება იყო დღევანდელი სამყარო და მისი გამოწვევები.კაცობრიობა დღესდღეობით ტექნოლოგიური განვითარების პიკზე იმყოფება, ჩვენ აღარ მივმართავთ ძველ, ტრადიციულ ხერხებს, როდესაც რაღაცის გაკეთება გვსურს, რადგან შეგვიძლია ეს ყველაფერი თითის რამოდენიმე მოძრაობით გავაკეთოთ ჩვენი სმარტფონის დახმარებით.
ბევრ დადებითთან ერთად ამ ყველაფერში ბევრი უარყოფითი მხარეცაა.მაგალითად, ერთ ერთია ის, რომ ჩვენ უკვე თითქმის ვეღარ ვაკონტროლებთ თუ სად მიდის ჩვენი პირადი ინფორმაცია, რომელსაც გიგანტი კორპორაციები აგროვებენ და თავის სასარგებლოდ იყენებენ. ვფიქრობ ეს ყველაფერი ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღების მიპყრობას და გათვითცნობიერებას იმსახურებს.