შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ
თარიღი: 15 June, 2021
,,არასდროს მქონია შეხება გრაფიკულ დიზაინთან. ამ კურსმა მცირე დროში მომცა ის ცოდნა, რასაც დამოუკიდებლად ვერასდროს მივიღებდი.”
დღეს ნინი კვარაცხელია მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:
-მე ვარ..
მე ვარ ნინო კვარაცხელია, 20 წლის. ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ სამედიცინოზე. ამჟამად დაკავებული ვარ სწავლით და საკუთარი თავის განვითარებით.
-რატომ გრაფიკული დიზაინი?
გრაფიკულ დიზაინზე ყოველთვის ვფიქრობდი. ხშირად ვათვალიერებდი ნამუშევრებს და ყოველთვის მინდოდა მეც შემექმნა რაიმე განსხვავებული.
ამ მიმართულების შესწავლა საბოლოოდ პანდემიის დროს გადავწყვიტე. ამ სფეროს უნიკალურობა იმაშია, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია მუშაობა, რაც თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.
-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი..
ყოველთვის მინდოდა ჩემი პროფესია ხელოვნებასთან დამეკავშირებინა, ამიტომაც ავირჩიე გრაფიკული დიზაინი. ამ სფეროში ბოლომდე თავისუფალი ხარ, შენი ფანტაზია შეუზღუდავია. მგონია, რომ, ეს სფერო არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გაძლევს გამოხატო საკუთარი თავი.
-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ…
არასდროს მქონია შეხება გრაფიკულ დიზაინთან. ამ კურსმა მცირე დროში მომცა ის ცოდნა, რასაც დამოუკიდებლად ვერასდროს მივიღებდი. თავიდან მეშინოდა კიდეც, არ მეგონა თუ ასეთ მცირე დროში შევისწავლიდი ამ სფეროს. კურსმა ჩემი მოლოდინები მთლიანად გაამართლა. ლექციიდან-ლექციამდე ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა ჩემი ნამუშევრები.
-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე…
აკადემიაში მიღებულმა ცოდნამ მომცა შესაძლებლობა კურსის დასრულების შემდეგ განმევითარებინა ჩემი შესაძლებლობები. მივხვდი, რომ დიზაინში პატარა დეტალებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც მთავარია ვისწავლე, რომ მოთმინების გარეშე ამ სფეროში არაფერი არ გამოვა.
-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?
როდესაც გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის შესწავლა, მირჩიეს ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რისიც უზომოდ მადლიერი ვარ.
-ლექტორი..
მიაკო ნადირაძე არის უზომოდ ნიჭიერი ადამიანი. გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი აქვს. ყველაფერს ძალიან დეტალურად ხსნის, რომ არა მიაკო ალბათ, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდი.
-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..
მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე. ლექტორის დავალებების პარალელურად ბევრს ვმუშაობდი, რაც ვფიქრობ ძალიან დამეხმარა. ამ სფეროში მთავარი სურვილი და მონდომებაა და აუცილებლად ყველაფერი გამოვა.
-ჩემი ნამუშევრების შთაგონების წყარო..
ვფიქრობ, დღევანდელ რუტინულ სამყაროში ადამიანები დეტალებს არ ვაფასებთ. ჩემი ნამუშევრებით მინდოდა მეჩვენებინა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ დეტალებშია.