fbpx
გრაფიკული დიზაინი

შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 25 May, 2021

,,ეს არის აკადემია, რომელიც კარს აღებს მომავლისკენ. მათ ჰყავთ საუკეთესო და საკმაოდ კვალიფიცირებული გუნდი, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ცოდნა და გამოცდილება ყველას გაუზიარონ.”

დღეს ლუკა ნატროშვილი მოგიყვება საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

გრაფიკული დიზაინი

-ჩემ შესახებ..

მე ვარ ლუკა ნატროშვილი 20 წლის, ვცხოვრობ ქუთაისში და ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

ამჟამად, მხოლოდ სწავლით და საკუთარი თავის განვითარებით ვარ დაკავებული.

-რატომ გრაფიკული დიზაინი..

ხატვა ყოველთვის მიყვარდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საოცრად კარგი ფანტაზიის უნარი მაქვს. სწორედ ამიტომ, გამიჩნდა სურვილი რომ გრაფიკული დიზაინი შემესწავლა. მინდოდა ჩემი უნარები კიდევ უფრო გამეუმჯობესებინა და გამეციფრულებინა, ყველაფერი რისი დანახვაც შემიძლია, ყველასთვის თვალსაჩინო გამეხადა.

მთავარი ინტერესი ამ სფეროსადმი კი ის იყო, რომ ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა სხვადასხვა ანიმაციური პერსონაჟები, ფილმის პლაკატები, პოსტერები, ილუსტრაციები. მინდოდა, რომ მეც შემძლებოდა ამ ყველაფრის შექმნა.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ..

ყოველი ლექცია განსაკუთრებული და ახლი ინფორმაციით იყო სავსე. თითოეულ ლექციას დიდი ემოციებით ველოდი, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩემს მოლოდინებს აჭარბებდა, რაც ძალიან დიდ ემოციებს აღძრავდა ჩემში.

გრაფიკული დიზაინი

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის დახმარებით შევიძინე..

უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე არის მცირე დეტალებზე დაკვირვება, რადგან ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო და არ გამომეპაროს მცირე, თუნდაც უმნიშვნელო დეტალიც კი.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია..

ეს არის აკადემია, რომელიც კარს აღებს მომავლისკენ. მათ ჰყავთ საუკეთესო და საკმაოდ კვალიფიცირებული გუნდი, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად ცოდნა და გამოცდილება ყველას გაუზიარონ.

გრაფიკული დიზაინი

-ლექტორი…

ნინი მუშკუდიანი, არის ადამიანი რომელმაც მე და ჩემს ჯგუფს გვასწავლა გრაფიკული დიზაინი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის იყო ჩვენი ლექტორი. მასთან მუშაობა და ლექციებზე დასწრება საოცრად დიდ სიამოვნება იყო.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

იყავით თამამები თქვენი ნამუშევრების შექმნისას, მიჰყევით გონებასა და ფანტაზიებს და წარმოუდგენლად მაგარ რაღაცებს შექმნით. გჯეროდეთ თქვენი თავის და იშრომეთ ბევრი საკუთარი განვითარებისთვის.

გრაფიკული დიზაინი

-ფინალური პროექტის შთაგონების წყაროო..

ჩემი ნამუშევრის შთაგონება იყო მონსტრების კორპორაცია. ძალიან მიყვარს ეს ანიმაცია და გადავწყვიტე შემექმნა ჩემი თვალით დანახული უცხოპლანეტელები, როგორც ანიმაციური პერსონაჟები.

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი