fbpx
გრაფიკული დიზაინი

ანა როსტომაშვილის შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 21 July, 2020

-ჩემ შესახებ…

მე ვარ ანა როსტომაშვილი, ერთი ციცქნა, ქალაქ რუსთავიდან. თავისუფალი უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის და ბერლინში Miami Ad School-ის Art Direction Portfolio პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი.

უკვე ერთი წელია, რაც სარეკლამო სააგენტო Socialshark-ში account manager-ად ვმუშაობ და ამავდროულად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვარ Freelance გრაფიკული დიზაინერი.

-რატომ გრაფიკული დიზაინი?

ყოველთვის, როცა მინდოდა გამეჟღერებინა ჩემი ხმა, მეჩვენებინა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, გამეზიარებინა სხვებისთვის აქცენტები, რომლებიც საკუთარ თავად მაქცევდნენ, მიჭირდა მეპოვნა გამოხატვის გზა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მესწავლა გრაფიკული დიზაინი, რომლის შესაძლებლობებიც იმდენად უსაზღვროა, რომ შეუძლია წარმოსახვის უკიდურეს წერტილამდე მიგიყვანოს.

-ჩემი ინტერესი ამ სფეროსადმი…

ხელოვნებისადმი უდიდესი სიყვარულის გარდა, რაიმე სახის ინტერესზე მეტად ჩემი ინპირაციის წყარო იყო, Milton Glaser, David Carson, Tadanori Yokoo, Stefan Sagmeister, რომელთა ნამუშევრების ნახვით ყოველ ჯერზე აღფრთოვანებისგან გული მიფანცქალებდა. მათი შემოქმედებით ინსპირირებულს მინდოდა მეცადა ჩემთვის ჩუმად, ჩემს კომპიუტერში საკუთარი თავისთვის მომეწყო ვიზუალური გამოწვევები.

-შთაბეჭდილებები გრაფიკული დიზაინის კურსთან დაკავშირებით…

კურსი, როგორც პრაქტიკული ისე თეორიული ცოდნით, შთაგონებებით და გამოცდილებების გაზიარებით იყო სავსე.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

ამ კურსის გავლისას შეძენილი უნარები იმ ცოდნაზე იყო დაფუძნებული, რომელსაც ვიღებდი. კონკრეტული დავალების შესასრულებლად თულებში ორიენტაცია გაცილებით მარტივი გახდა, რაც თავისთავად ამცირებდა დავალების შესრულების დროს და ზრდიდა ხარისხსს.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

ციფრული ინდუსტრიის აკადემიის შესახებ 2019 წლის დასაწყისში სრულიად შემთხვევით გავიგე, Art Direction-ის კურსებს ვეძებდი და ვნახე, რომ მერი გიორგობიანი კითხულობდა ლექციებს აკადემიაში. სწორედ ამიტომ, ბევრი აღარც მიფიქრია და ციფრული ინდუსტრიის აკადემიის სტუდენტი გავხდი. როცა გრაფიკული დიზაინის კურსების აღება გადავწყვიტე, ზუსტად ვიცოდი, სადაც უნდა წავსულიყავი.

-ლექტორი..

რაც შეეხება ნინი მუშკუდიანს, ერთსა და იმავე საკითხს რამდენჯერმე ხსნიდა იმისათვის, რომ არ დაბნეულიყავი. ლექციაზე, თუ ლექციის გარეთ მზად იყო შეფასება გაეკეთებინა. მისი მხრიდან პოზიტიური შეფასებები ყოველთვის თანაბარი იყო ყველა სტუდენტის მიმართ. რაც შეეხება სწავლის ხარისხს, ვფიქრობ იმ დროში, რომელსაც ეს კურსი მოიცავდა, მაქსიმალური ცოდნა მოგვცა.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ვინ ხარ, ან რამდენი წლის ხარ, თუ თვლი, რომ გრაფიკული დიზაინი ის არის, რაც გაინტერესებს, მაგრამ უბრალოდ გეშინია, რადგან ფიქრობ, რომ ვერ შეძლებ, ეს ასე არ არის. მთავარი დაწყებაა და მერე უკვე იოლად იპოვი შენს გზას.

-ფინალური ნამუშევრის ინსპირაციის წყარო..

როცა ვფიქრობდი რა უნდა ყოფილიყო ჩემი ფინალური ნამუშევარი, ისეთი მიმართულება ავირჩიე, რომელიც ჩემს სტილსა და განწყობას ზუსტად გადმოსცემდა. ამიტომ ფილმები, ისინი, რომლებიც დღემდე გამორჩეულად მიყვარს, კოლაჟების სერიად ვაქციე და ჩემებური ესთეტიკით გამოვხატე.