fbpx
ინტერიერის დიზაინი

შთაბეჭდილებები ინტერიერის და 3D Max დიზაინის კურსის შესახებ

თარიღი: 11 May, 2021

,,საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი კურსის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მასალის სიდიდიდან გამომდინარე, ვერც კი წარმომედგინა რის სწავლას მოვასწრებდი 2 თვის განმავლობაში, შედეგით კი დღემდე გაოცებული ვარ.”

დღეს ელენე ხახუტაშვილი მოგიყვებათ საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ:

-როგორ მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში..

ინტერიერის დიზაინი

ერთ დღესაც აღმოვაჩინე უფასო მასტერკლასი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში და დავრეგისტრირდი. მალევე დამიკავშირდა აკადემიის წარმომადგენელი და კურსის დეტალები გამაცნო, ასევე გამიზიარა სხვა კურსდამთავრებულთა ნამუშევრები, რითაც უნდა ვაღიარო ნამდვილად მოვიხიბლე.

-რატომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია?

გადაწყვეტილების მიღებამდე, გავიკითხე აკადემიის შესახებ მათთან, ვისაც ჰქონია შეხება და მას შემდეგ, რაც ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინე დავრეგისტრირდი.

ინტერიერის დიზაინი

-რატომ ინტერიერის დიზაინი?

ინტერიერის დიზაინი ჩემი ოცნება იყო, ყველაზე ბედნიერი ჩემი თავი სწორედ ამ სფეროში წარმომედგინა, თავისუფალ დროს უმეტესად ინტერიერებს ვათვალიერებდი. ყოველთვის იმას ვამბობდი, რომ მხოლოდ ამ სფეროში მუშაობა გამაბედნიერებდა.

-შთაბეჭდილებები ინტერიერის დიზაინის კურსის შესახებ..

ინტერიერის დიზაინი

გულწრფელად რომ გითხრათ, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი კურსის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მასალის სიდიდიდან გამომდინარე, ვერც კი წარმომედგინა რის სწავლას მოვასწრებდი 2 თვის განმავლობაში, შედეგით კი დღემდე გაოცებული ვარ. ცოდნა, რომელიც 2 თვეში მივიღე და პრაქტიკაშიც წარმატებულად ავსახე, ჩემთვის ფასდაუდებელია.

-მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსის მეშვეობით შევიძინე..

გარდა იმისა, რომ შევიძინე უდიდესი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, ასევე სრულიად შემეცვალა ხედვა. ნებისმიერ სივრცეში მოხვედრისას ვიწყებ ყველაფრის გულმოდგინედ თვალიერებას და იმის განსაზღვრას თუ რას შევცვლიდი.

-ლექტორი..

პირველად გავიარე ინტერიერის დიზაინის კურსი, უმაგრეს გოგოსთან, თავისი საქმის პროფესიონალ თათა სვანაძესთან, რომელიც უაღრესი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. თათა ძალიან მომთხოვნი იყო და ყოველთვის მოტივირებული, რათა რაც შეიძლება მეტი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მიგვეღო მისი კურსიდან და დაწვრილებით გვიხსნიდა იმ დეტალებს, რაც სამომავლოდ წარმატების მიღწევაში დაგვეხმარებოდა.

ინტერიერის დიზაინი

შემდეგ გავიარე 3D Max კურსი გიორგი გონდაურთან, ყველაზე წარმოუდგენელი 3D-ს სწავლა მეგონა 1 თვეში, მაგრამ გიორგი ნამდვილად საუკეთესო ლექტორია, ძალიან მეგობრული, მუდმივად მზად იყო დაგვხმარებოდა ნებისმიერ დროს, ვერ აღვწერ რამდენჯერ მყავს შეწუხებული.

გიორგის, რაც შეიძლებოდა მეტის გაზიარება უნდოდა ჩვენთვის, ეს კი ჩვენს სტიმულზეც აისახა. მისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და მიდგომებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, ვინც კი შემხვედრია.

-რჩევა დამწყებ დიზაინერებს..

ინტერიერის დიზაინი

თუ ვინმე ისევ სკეპტიკურად უყურებთ ამ კურსს, შემიძლია დაგარწმუნოთ რომ შედეგი თქვენც ჩემსავით გაგაოცებთ. ეს არის უაღრესად შრომატევადი, მაგრამ უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი, რომლის შედეგიც მოლოდინს გადააჭარბებს. სულ დამავიწყდა, სამსახურის პარალელურად გატარებული უძილო ღამეები ეს არის ყველაზე სასიამოვნო სწავლის პროცესი, კენწეროს ნაცვლად თავიდანვე რომ ტკბილდება.

-ფინალური ნამუშევრის შთაგონების წყარო..

შთაგონების წყარო, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი სახლის რემონტია, ვცადე მიმეღო ის გარემო რომელსაც ჩემსავე სახლში ვგეგმავ.
ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი